თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

NDI საჭიროების შემთხვევაში ხმების ხელახალი დათვლის და განმეორებითი არჩევნების რეკომენდაციას იძლევა

06.11.2020 ნახვები: 687

მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა,- ამის შესახებ „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა გამოძებული იყოს ძალადობისა და დაშინების შესახებ გავრცელებული ცნობები და კანონის სრული ძალით გასამართლდნენ მისი დამრღვევები.
ალან გილამის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, 21 ნოემბერს მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ არჩევნების მიმართ, საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს.
NDI-ის გადმოსახედიდან, რაც ჩვენს ანგარიშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად შევიყვანეთ ისაა, რომ ყველა მონაწილე მხარემ უნდა გაწიოს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისკენ, შექმნას მშვიდობიანი გარემო და ფოკუსირება მოახდინოს 21 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურზე. პარტიებმა და კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დაასაბუთონ საჩივრები, საარჩევნო დარღვევები თუ სახელწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობა, და ამის გამოსასწორებლად ლეგალური პროცედურები გამოიყენონ", - აცხადებს ალან გილამი.
მისივე თქმით, სანამ ცნობილი არ იქნება საჩივრების განხილვის პროცესის შედეგი, ნაადრევია იმის თქმა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამ არჩევნების ნებისმიერი ნაწილი.
„შემდეგი გამოცდა მეორე ტურია, რომელიც უნდა გაიმართოს მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და შიშისა და დაშინების გარეშე. მთავრობამ და საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა დაუყოვნებელი და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგან იმის საჩვენებლად, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ", - აცხადებს ალან გილამი, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა