ტოივო კლაარი - საით მიდიხარ, საქართველო?
გია ვოლსკი - თუ ვინმეს არ აწყობდა ადამიანების ასეთი სასტიკი ცემა, ეს არის „ქართული ოცნება“
ქეთი ხუციშვილი ბიძინა ივანიშვილს - კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი მოგეკითხებათ
ლელა ჯეჯელავა: „ოცნება" ისე იქცევა, არჩევნებამდე ვერ მიაღწევს
სახალხო დამცველი - ადამიანების დევნა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა
შსს-მ აქციებში მონაწილე 6 პირი დააკავა

გოჩა მირცხულავა: კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ნუ ეძებთ ნაღმებს, ჩვენს ირგვლივ რამდენია ტექნოლოგიური პროგრესისთვის?

01.07.2024 | 12:25 ნახვები: 844

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილმა, სადაც საუბარია ხელოვნურ ინტელექსზე, მედიასა და საზოგადოების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია.

საკითხს ეხმიანება ანალიტიკოსი, საეკლესიო საკითხების მკვლევარი გოჩა მირცხულავა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეპისტოლეში ხელოვნურ ინტელექტზე გამახვილებულ აქცენტებში ნაღმებ ან რაიმე გაუგებრობა არ არსებობს.

„ნუ ეძებთ ეპისტოლეში, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტზე გამახვილებულ აქცენტებში ნაღმებს, ან რაიმე გაუგებრობას. აბსოლუტურად სწორად არის გადმოცემული ეს პასაჟი. მოაშორეთ აბა რელიგიური კონტექსტი და ისე დაინახეთ საკითხი. რა, ჩვენს ირგვლივ რამდენია მზად ამ ტექნოლოგიური პროგრესისთვის? პეროზე მოფიქრალი ელიტაა ამ საკითხის აზრზე თუ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი? ხელოვნური ინტელექტი რომ ჩაანაცვლებს უამრავ პროფესიას და ძალიან კვალიფიციურად, სხვა თუ არაფერი, მოვა დრო და "მანქანას" ემპათიისა თუ სხვა ემოციების გამოხატვის უნარიც ექნება, მაშინ რას შვრებით იცით? რამდენს უფიქრია ამაზე? „, - აცხადებს გოჩა მირცხულავა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე რამდენიმე პირი წლების წინ ამახვილებდა ყურადღებას.

„კოვიდის პანდემიამდე ვამახვილებდით ამ საკითხზე ყურადღებას სულ რამდენიმე პირი. ქალბატონ ლელა ჯეჯელავას 2018 წელს აქვს ამ საკითხზე პოსტი და რამდენიმე ინტერვიუ. 2019, 2020 და შემდგომ წლებშიც არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, როგორც საერო, ასევე სასულიერო კონტექსტში. ასე, რომ ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთხში, მით უფრო, როცა კატა მანდ არ არის. ამ საკითხზე ფიქრი და ამ მიმართულებით საზოგადოების მომზადება უმნიშვნელოვანესია. როგორ ესადაგება ეს რელიგიას? ძალიანაც - თავს თუ დაკარგავს ადამიანი საკუთარი სოციალური სტატუსისა და საჭიროების დაკარგვის შედეგად, მანდ რელიგიაზე ვერც იფიქრებს და არც რწმენა ექნება“, - აღნიშნავს გოჩა მირცხულავა.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე პატრიარქის მიერ ყურადღება გამახვილებულია 2021 წლის ეპისტოლეშიც.

„და კიდევ, წაიკითხეთ აბა 2021 წლის სააღდგომო ეპისტოლე. მანდაც არის აქცენტი ხელოვნურ ინტელექტზე.

ამიტომ ვამბობ, ეს ინსტიტუცია უამრავი ასპექტით ასწრებს ბევრს ირგვლივ. მხოლოდ იმიტომ რომ "ბევრი ირგვლივ" ძალიან ზედაპირული, გაუნათლებელი და უინტელექტოც გახლავთ“, - აღნიშნავს მირცხულავა.

საბოლოოდ მირცხულავა მიიჩნევს, რომ ეპისტოლე არის საკმაოდ გამართული და პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს.

„ვინ დაწერა ეპისტოლე? ყოჩაღ! ერთ ნიუანსს, არც თუ უმნიშვნელოს, არ ვეთანხმები, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს. რადგან მეც მაქვს აზრის ქონის უფლება, ისევე როგორც სხვას. სულაც არ მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ ჭეშმარიტება. რასაც ვისურვებდი, ნეტავ მაგ გააზრებით ცხოვრობდეს ჩვენი სამღვდელოება, და ნეტავ ეგ ესმოდეს გამოწვევების დონეზე.

აი, "ეს არ ითქვა" - ჩასაფრება, ახლა სულაც არ მიმაჩნია სწორად. ყველაფერს ვერ დაიტევდა და არც არის საშობაო ეპისტოლეში ვინმეს კრიტიკა აუცილებელი. ბოლო-ბოლო უნდა გავიგოთ, რომ შობა დღესასწაულია და არა ნიშნის მოგება, და მით უფრო, ჩვენი მოსაზრებების ტრანსლირების ეტრატი“, -  აცხადებს მირცხულავა.

შეგახსენებთ, 2024 წლის საშობაო ეპისტოლეში სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილებულია ხელოვნურ ინტელექტზეც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა