მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა

ნახვები: 563 მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს“.

„ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება:

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა.

არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნებია აშშ-ში და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ის მოუხსნის მას სანქციებს, თუ კიდევაც სახ. დეპარტამენტი მანამდე მას დაასანქცირებს.

რუსეთი უფრო სუსტია მოკლე დისტანციაზე, მას აბნევს და აშინებს მოულოდნელობა, სპონტანურად შექმნილი ვითარება, ისეთი, ჩვენთან რომ არის ახლა. გრძელ დისტანციაზე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ინფორმაციის გაყალბებით, ადამიანების მოსყიდვით რუსეთი ძალას იკრებს და მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ჩვენთვის ეს წაგებულ თამაშში შესვლაა. არ უნდა მივცეთ ეს შანსი რუსეთს.

თავის დროზე იანუკოვიჩმა დასავლეთს მიმართა თხოვნით, მიეცათ მისთვის არჩევნების ექვსი თვით გადავადების უფლება. დასავლეთი დათანხმდა, დათანხმდა უკრაინის ხელისუფლებაც. ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო აჯანყებული „მაიდანი“ და შედეგად იანუკოვიჩი გაიქცა.

ასე რომ არ მომხდარიყო, უკრაინა დიდი ხნის უკან, იმ ექვს თვეში, გადაყლაპული ექნებოდა პუტინს.

აუცილებელია ყველა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს.

ხალხს დიდი ძალა აქვს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა