გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა.
ნემსაძემ საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 1988–1991 და 1993–1995 წლებში თამაშობდა. სხვადასხვა პერიოდში იგი ასევე ასპარეზობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენსა“ და „ლოკომოტივში“.
საკლუბო კარიერის განმავლობაში ნემსაძე თამაშობდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსსა“ და იტალიის „რეჯანაში“. იგი შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანიც იყო.
პროფესიული საფეხბურთო კარიერა გიორგი ნემსაძემ თბილისის „დინამოში“ დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ნემსაძემ 1992–2004 წლებში 69 მატჩი ჩაატარა. იგი წლების განმავლობაში ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და კაპიტანი იყო.