საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა-დავით ზალკანიანი
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა
ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას განსაცდელისგან-ილია მეორე
არ ვაპირებთ, დამატებით განვახორციელოთ სააკაშვილთან ვიზიტი-ნინო ლომჯარია
სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია-თენგიზ წულაძე
ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
43 გარდაცვლილი და 8 728 ახალი შემთხვევა-19 იანვრის კოვიდსტატისტიკა
არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი-კელი დეგნანი

ვირზე გასმული... - ელოზ-საქართველოს ნატვრის თვალი, იორამ-მიშას რევოლუცია, ოხროხინეების სიყვარული და ციციკორეს სასამართლო

12.23.2021 | 23:45

ენერგეტიკა ეკონიმიკის დარგია, მაგრამ ის არის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ქვაკუთხედიც.

ენერგეტიკული რესურსებისათვის ბრძოლამ და მათზე ხელმისაწვდომობისათვის დომინაციამ მნიშვნელოვნად განაპირობა მსოფლიო პოლიტიკის დღევანდელი სურათი.
შორს რომ არ წავიდეთ და სამხრეთ კავკასიის უახლეს ისტორიას გადავავლოთ თვალი. ძალიან მკაფიოდ ჩანს ზემოთ ნახსენები ბანალური ჭეშმარიტების მდგრადობა.
საკამათო არ არის, რომ ყარაბაღის პირველი კონფლიქტის შემდეგ შექმნილი სტატუს ქვო აზერბაიჯანისათვის სახარბიელო ნამდვილად არ იყო. ყარაბაღის ომში რუსეთის ძალისხმევის და მისი უშუალო ჩართულობის შედეგად აზერბაიჯანმა სადავო ყარაბაღის ავტონომიის გარდა დაკარგა საკუთარი ტერიტორიის 20%=ზე მეტი.
ჩემთვის, როგორც რეგიონის მკვლევარისათვის, საკამათო არ არის, რომ ეს იყო რუსეთის პასუხი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ, რომლის პირველმა პრეზიდენტმა ელჩი ბეიმ შეერთებულ შტატებს აფშერონის ნახევარ კუნძულზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსების თხოვნით მიმართა.
ერთადერთი, რამაც თანამედროვე აზერბაიჯანი რეგიონის ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოდ აქცია და 30 წლის შემდეგ რეგიონის გეოპოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლა შეაძლებინა, ეს სწორედ მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და სწორი ენერგეტიკული დიპლომატია გახლდათ.
ენერგეტიკულმა დამოუკიდებლობამ მისცა შესაძლებლობა აზერბაიჯანს ჰქონოდა ძალიან მოქნილი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში და გაეძლო დასავლეთის „ზეწოლისათვის" ანტიდემოკრატიული მმართველობის გამო.
დემოკრატიას რომ ნავთის სუნი დჰკრავს, ეს არავისათვის უცხო არ არის. ნავთის რაც უფრო მძაფრი არომატი დგას ქვეყანაში, მით უფრო მოკრძალებულია „დემოკრატიის ხიბლი", მაგრამ მით უფრო მოწყალენი არიან „დემოკრატიის ღმერთები", რადგან მათ „საკურთხეველზე" ჩაუქრობელი ცეცხლი ანთია.
რუსთაველი ამბობს : „რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს მას უბნობდეს"... დიახ, შესაძლებლობების ოპტიმალურად გამოყენების უნარია, სწორედ განვითარების ალგორითმი. სამწუხაროდ, ჩვენ სწორედ ეს ვერ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ვიდრე აქამდე.
ვერც ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ვერც ჩვენი ზომიერი კლიმატური პირობებები, ვერც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ვერც ჩვენი ბუნებრივი რესურსი- წყალი, რომელსაც ოქროს ფასი აქვს, ვერც ინტელექტუალური რესურსი, რომლის დეფიციტიც არ გვქონდა, ვერ ჩავაყენეთ ჩვენი განვითარების სამსახურში.
ამბობენ პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაოო, ჩვენთან სამწუხაროდ, შესაძლებლობების დაკარგვის ხელობად გადაიქცა პოლიტიკა.
მიუხედავად ჩემი უღრესად პოზიტიური დამოკიდებულებისა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ, ძალიან მაღიზინებდა მისი ფრაზა „ეგ სუკის აგენტია, ბატონო".
ცოდვა გამხელილი სჯობს და არაჯანსაღ აკვიატებად მიმაჩნდა, მაგრამ ახლა დიაქრონულ რაკურსში რომ ვუყურებ ჩვენი ქვეყნის 30 წლიან ისტორიას, არაჯანსაღი ჩემი მაშინდელი სნობური ლიბერალური ხედვა გახლდათ, რომელსაც ნამდვილ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი ჰქონია.
პირველ პრეზიდენტს თითქოს საბედისწეროდ ექცა მამაისის სიტყვები: „ ... როცა, შინ ამდენი მტერი გყავს, მაკედონელიც ვერ გაგამარჯვებინებს..." .
არც მაკედონელი გყვყავს, აღარც პირველი პრეზიდენტი და 30 წლის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ბედიც ბეწვზე ჰკიდია. სამაგიეროდ შესაძლებლობების ხელიდან გაშვების ოსტატი გვყავს ბევრი პოლიტიკაში და კეთილდღეობას ჩაბღაუჭებული ქვეყნის ინტერესებით სარფიანად მოვაჭრე შიდა მტრების დეფიციტსაც არ განვიცდით ნამდვილად.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი კეთილშობილური იდეით შეფუთავ საკუთარ მავნებლობას, ადამიანის უფლებების დაცვის, გარემოს და ეკო სისტემის შენარჩუნებისათვის ბრძოლით, ქართული მიწების „გასხვისების" წინააღმდეგ პროტესტით, თუ ცხოველთა დაცვის უწყინარი ლოზუნგით.
ქართული სახელმწიფოს ინტერესების დადასტურებული ღალატი იყო პრაღის 47-ე რეზოლუცია, რომელიც ოსი ხალხის კეთილდღეობისათვის „მებრძოლმა" ქართველებმა „ მოიპოვეს"... ქართული სახელმწიფოსათვის ნასროლი იყო 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველზე „დემოკრატიისათვის მებრძოლი" ქართველის ნასროლი ტყვია , რომელსაც სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა ყველა თანამდევი შედეგით - დაკარგული ტერიტორიებით, დახეიბრებული დამოუკიდებლობით და რაც მთავარია - ჩაბნელებული ქვეყნით.
2000-იან წლებში დაბადებულ თაობას აღარ ახსოვს, ან არ უნახავს ჭრაქის შუქი და დედაქალქის ცენტრალურ უბენში შეშის ღუმელის და ნავთქურების კვამლი. ამიტომაც არ ესმით და ვერც იზარებენ რატომ არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ასე მნიშვნელოვანი, ან რა კავშირი აქვს ამას ქვეყნის სუვერენიტეტთან.
ამიტომ მათთვის უფრო გასაგები აღმოჩნდა რიონის ხეობის ლამაზი ბუნების გადასარჩენად ბრძოლა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური მოტივით ქუჩაში გამოსვლა.
წლების წინ ერთერთ წვეულებაზე მქონდა შესაძლებლობა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაშინდელი თანაშემწე დენიელ ფრიდისათვის მეთქვა: „თქვენი მთავარი შეცდომა ის არის, რომ გგონიათ უგანდისა და საქართველოსთვის ერთი და იგივე სცენარი იქნება ვარგისიანი"... სამწუხაროდ, თითქმის ორი ათწლეული გავიდა და დასავლეთის მიდგომებში ბევრი არაფერი შეიცვალა.
სამაგიეროდ, 2008 წლის შემდეგ რუსებმა კიდევ უფრო „გაანატიფეს" ბრძოლის მეთოდები და ქართველების ფსიქოლოგიის ყველაზე ღრმა შრეებს შეეთამაშნენ. „მშობლიური მიწის" გაყიდვის თემა ყველაზე კარგად გაიყიდა ქართველებში.
გაჩნდა ახალი ოკუპანტის" მითიც თურქეთ-აზერბაიჯანის სახით და გაჩნდა ახალი საკრალური ქართული ორდენებიც - „რიონის და გარეჯის მცველთა" - ნაკურთხი ეკლესიის ჯვრით, რუსული იდეოლოგიით და კანონიერი ქურდების სალაროთი.
როგორც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა, „შედეგი მივიღეთ უზარმაზარი":
- ოტებული თურქი და აზერბაიჯანელი „ოკუპანტები";
- გაჩერებული ნამახვანჰესი;
- საერთაშორისო არბრიტრაჟისთვის ბიუჯეტიდან დამატებით გასაღები ასიათასობით დოლარი;
- ინვესტორისათვის უკან დასაბრუნებელი მილიონობით დოლარი თავისი ჯარიმით;
- „ოკუპანტის" სარგებლობაში კანონიერად გადასული „მშობლიური მიწის" დიდი ნაწილი, სხვათაშორის ქართველების მიერ პირადი კეთილდღეობისათვის გაყიდული;
- დამფრთხალი ინვესტორები;
- რუსეთისთვის ელქტროენერგიის შესაძენად გადახდილი კიდევ უფრო მეტი თანხები;
- გაზრდილი რისკები, რომ რუსეთს სურვილის შემთხვევაში კვლავ შეუძლია საქართველოს ჩაბნელება და კომპიუტერებსა და პლანშეტებს მიჯაჭვული 2000-იანელთა თაობის სახტად დატოვება.
მიიწურა კიდევ ერთი წელი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
როგორც ელიოზი ნატვრის თვალს, საქართველო ისევ ელოდება ნატოს და ევროკავშირს, მიშას იორამივით ისევ ესმის მიწიდან რევოლუციის გუგუნი, ჩვენი ოხროხინეები მარტო ნარგიზას კი არა, თურმე ერთმანეთსაც ყვარობენ, ისევ ციციკორე-მურუსიძის სამართალი, ვარლამი და ძმანი მისნი ისევ ბუბულასავით ყვირიან „იყიდება საქართველოო" - ოღონდ ჩვენი დროების „ნატვრის ხეში" საქართველო რუსეთს ჰყავს ვირზე უკუღმა გასმული და სულ ტალხში აგორავებს.
მარიტა და ვარლამი კი გამარჯვებას ზეიმობენ ოღონდ ვისას ან რისას?  და "ოცნება"? - სადღაა ოცნება?

ავტორი: ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი