რომან გოცირიძე - თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან
ცივი სამოქალაქო ომი: ყველა ქოცი არაა ნაძირალა, მაგრამ ყველა ნაძირალა - ნამდვილად ქოცია
No Russian warships on combat duty off Crimea coast
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი
Democrats in U.S. Congress vow to not let ultra-right GOP lawmakers to “take out” Speaker Johnson
ქართველი დიპლომატები - ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს
ლაშა ტუღუში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე
ხატია დეკანოიძე - თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს /კანონპროექტი/, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

მოსკოვური პარასკევები და ომი უკრაინაში

03.25.2024 | 11:33 ნახვები: 2000

მოსკოვში დატრიალებულმა უბედურებამ დაგვანახა ყველას ის, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ ამჯერად გამოაშკარავდა უფრო ნათლად და ცალსახად.

ამ გარემოებას არავინ არ მიაქცია ყურადღება, რაც გასაგები იყო - ის სრულად დაიკარგა ტერაქტის მასშტაბურობის ფონზე - ვის ეცელა რამისთვის, როდესაც მთელი მსოფლიოს თვალწინ ტერორისტებმა მოკლეს 100-ზე მეტი ადამიანი? თუმცა, კარგი მნახველი დაინახავდა.

მოსკოველები, რომლებიც ემსხვერპლნენ ტერაქტს, მიდიოდნენ კონცერტზე. ჯერ კარგად მოიარეს სავაჭრო ცენტრი, გაისეირნეს, რაღაცები იყიდეს, ალბათ ივახშმეს კიდეც და მერე მიდიოდნენ კონცერტზე. საგრიალოდ და საცეკვავოდ, დროის კარგად გასატარებლად. ისე, თითქოს არაფერი არ ხდებოდეს.

რა პრობლემაა? მოსკოვში პარასკევი საღამოა, გართობის და ფულის ხარჯვის დროა. მათ დროსტარებასთან პარალელურად ხარკოვში ნანგრევებიდან გამოჰყავდათ დაღუპულები და დაჭრილები. ტელეარხს „Настоящее время“-ს ეთერში გავრცელდა საშინელი კადრები - ხარკოვში, ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებთან დგას ქალი. ის ელაპარაკება ტელეფონით მის 12 წლის გოგოს, რომელიც ჩარჩენილია ნანგრევებში. ბავშვი ვერ გრძნობს ფეხებს. მას ხერხემლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ის ცოცხალია.

ამას აკეთებს რუსეთის სახელმწიფო. რუსი ხალხის სახელით. რუსი ხალხის დუმილის და მორჩილების ფონზე. პარასკევს ნახევარი უკრაინა დარჩა უშუქოდ. ბავშვები, მოხუცები, მძიმე ავადმყოფები. პარასკევს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ეს ყველაფერი მოხდა პარასკევს. ზუსტად იმ დღეს, როდესაც ეს ნაძირალები წავიდნენ კონცერტზე. საგრიალოდ და საცეკვავოდ. ისე, თითქოს არაფერი არ ხდება.

მოიცა, და რა ხდება? ჩვენ რატომ უნდა შევწუხდეთ? დავაშავეთ რამე? უკრაინაში ხალხი სახლებში ვერ ადის იმიტომ რომ უშუქობის პირობებში ლიფტები არ მუშაობს? ხალხი იღუპება ყოველდღე? რა თქმა უნდა, ჩვენ ცივილიზებული მოსკოველები ვართ. ჰუმანურები. განათლებულები. საომრად წასულ ბიდლოს ნუ შეგვადარებთ. 2000 დოლარის გამო მიდიან ომში, ჩვენ 2000 დოლარს ერთ დღეში ვხარჯავთ. ჩვენ არ მოგვწონს ომი უკრაინაში. მაგრამ დღეს ხომ პარასკევია. გრიალის და „გულავის“ დროა.

უკრაინა კი - ჯანდაბისკენ ჰქონია გზა, ეგ რა ჩვენი საქმეა. აი ესაა დღეს რუსეთში დარჩენილი მოსახლეობის ტიპური აზრი. უსულგულო, გონებრივად დაავადებული და უნამუსო არსებები. ისინი თითქოს გაზარდეს და გაწვრთნეს რაღაც პუტინისტურ ინკუბატორში, სადაც წაუშალეს ელემენტარული ადამიანური საწყისები - ემპათია, თანაგრძნობა, ნამუსი, ბოლოს და ბოლოს.

ყველა რუსი, რომელიც დღეს ცხოვრობს რუსეთში, არის 60 წელზე ახალგაზრდა და ცხოვრობს უდარდელი, გლამურული ცხოვრების წესით - ისევე აგებს პასუხს ომზე, როგორც დარტყმული Z-პატრიოტები. დღეს ელემენტარული ნამუსის მქონე რუსი უნდა იჯდეს მთელი საღამოები სახლში, უყურებდეს შემზარავ კადრებს უკრაინიდან და ინანიებდეს იმას, რასაც მისი სახელით და მისი ნებართვით სჩადის მისი ქვეყანა.

ადრე თუ გვიან, რუსეთი დამარცხდება. ევროპის და ამერიკის დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე - ალბათ უფრო გვიან, ვიდრე ადრე. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. მათ შორის, ვინც ვერ ჩამოირეცხავს გენოციდში თანამონაწილეობის ლაქას, იქნებიან სწორედ ისინი - მშვიდობიანი, უდანაშაულო ვიგინდარები, რომლების ტაშფანდურზე დადიან მაშინ, როდესაც ხარკოვში ნანგრევებიდან დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანები გამოჰყავთ.

რუსები არ აპროტესტებენ ომს უკრაინაში არა მხოლოდ იმიტომ რომ პუტინის ეშინიათ - არამედ იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხის გაჭირვება უბრალოდ არ ანაღვლებთ.

უბრალოდ ცალ ფეხზე ჰკიდიათ.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა