კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი

ნახვები: 577 ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება და ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ავრცელებს დეზინფორმაციას, „ვითომ დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი“.

სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

„დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, სხდომის ჩატარებას ნუ უშლიან ხელს.

„გაფრთხილებთ, ხელს ნუ შეუშლით სხდომის ჩატარებას. ქალბატონ თინას, ისევე როგორც სხვებს, აქვს 2 წუთიანი რეგლამენტი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა