მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ხატია დეკანოიძე - თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს /კანონპროექტი/, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

ნახვები: 509 ხატია დეკანოიძე - თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს /კანონპროექტი/, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი გამოვიდა, ვინც კონკრეტულად დააფიქსირა, რომ საქართველო, ბიძინა ივანიშვილის სურვილისამებრ, არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ უამრავი ადამიანი გამოსული საქართველოს პარლამენტის წინ, ვინც ძალიან რეალურად, კონკრეტულად დააფიქსირა ის, რომ საქართველო არასდროს გახდება ბიძინა ივანიშვილის სურვილისამებრ, რუსეთის ნაწილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი გაიწვიონ, იმიტომ, რომ თუ ამ კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება და უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, მაშინ ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე საფუძველი,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა