კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაიკლ როთი - არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას და მარცხი განვიცადეთ

ნახვები: 570 მაიკლ როთი - არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას და მარცხი განვიცადეთ

საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად საქართველოს მთავრობა მზად არის რუსული რეპრესიული მექანიზმები შემოიტანონ. არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, და რეალიზებადი კომპრომისის იმედი გვქონდეს. წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას და მარცხი განვიცადეთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გამოცემა Die Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

„[საქართველოს] მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია და 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს სიმართლეა! მაგრამ რაც ახლა საქართველოში ხდება, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რუსიფიკაციად აღიქმება. ეს კანონები და კამპანიები რუსეთში არსებობს. მაგრამ ისინი ნამდვილად არ გვსურს ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა სურთ. საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი მზად არიან რუსული რეპრესიული მექანიზმები შემოიტანონ… სიცხადე ერთადერთი ენაა, რომელიც იმ ძალებს ესმის, რომლებსაც საკუთარი ქვეყნების ავტორიტარულ სახელმწიფოებად ტრანსფორმაცია სურთ. არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, და რეალიზებადი კომპრომისის იმედი გვქონდეს. წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას - და მარცხი განვიცადეთ… იმედია [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან ზაფხულში დაიწყება, მაგრამ საქართველოსთან არა. საქართველო დიდხანს იყოს სამაგალითო მოსწავლე, როდესაც საქმე ევროკავშირთან დაახლოებას ეხებოდა. ჩვენ არ ვაჯახუნებთ კარს, არამედ საქართველოს მთავრობა. მაგრამ ის შეიძლება ძალიან სწრაფად კვლავ გაიღოს თუ საქართველოს კანონები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს არ შეესაბამება, გაწვეული იქნება”, - განაცხადა როთმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა