კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კურტ ვოლკერი - კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება

ნახვები: 582 კურტ ვოლკერი - კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი წერილს აქვეყნებს.

„გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში, როცა მთავრობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მისაღებად წინ მიიწევდა და პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, მოსახლეობა მასშტაბური საპროტესტო აქციებით ქუჩებში გამოვიდა, მე ამ საკითხის ყველა მხარის წარმომადგენელ ბევრ მეგობარს ვესაუბრე. და საბოლოოდ? ხელისუფლება ძალიან შორს წავიდა და მან კურსი უნდა შეცვალოს. კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება“, - წერს კურტ ვოლკერი.

წერილში კურტ ვოლკერი აღნიშნავს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და დანარჩენი მსოფლიო მის დაშლასა და მარცხს ძნელად შეამჩნევს, ამიტომ ერთმანეთთან ბრძოლის ნაცვლად ერთად მუშაობაა საჭირო.

„ჩემს მეგობრებს მმართველი პარტიიდან, „ქართული ოცნებიდან“: რატომ ცდილობთ თავისუფლებისმოყვარე მოსახლეობას თქვენი ნება მოახვიოთ? თქვენ გულის სიღრმეში იცით, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი გამჭვირვალობის შესახებ არ არის, არამედ მისი მიზანი ზოგიერთი თქვენი თანამოქალაქისთვის მოღალატის იარლიყის მიწებებაა, როდესაც თქვენ იცით, რომ ისინი მოღალატეები არ არიან. თქვენ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მიღწევა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით შეგეძლოთ. რატომ აგრძელებთ ამის გაკეთებას? რატომ არ მუშაობენ ქართველი პოლიტიკური ლიდერები, განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა, ერთობლივი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ?

ჩემს ოპოზიციონერ მეგობრებს: რატომ ითხოვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაჟინებით იმას, რომ გაერთიანების ნაცვლად, ყველას საკუთარი პარტია ჰქონდეს? რატომ დგანან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკოსები ერთმანეთისგან შორის, მაშინ, როცა ისინი ერთად ქართული საზოგადოების მრავალფეროვნებას წარმოადგენენ? პოლიტიკაში „სიწმინდე“ არ არსებობს. ადამიანები ბუნებით არასრულყოფილები არიან. თუმცა, ერთად მუშაობით, მათ იმის მიღწევა შეუძლიათ, რისი მარტო გაკეთებაც შეუძლებელია“, - ნათქვამია კურტ ვოლკერის წერილში.

კურტ ვოლკერი ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველ ხალხს მომავალი სჭირდება და არა ბრძოლა და ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, რომ ოპონენტების დემონიზაცია შეწყვიტონ.

„ამავდროულად, იმუშავეთ საერთო მიზნისკენ, რომ ააშენოთ ის დიდებული სახელმწიფო, რომელიც საქართველო ოდესღაც იყო და შეიძლება კვლავ გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა პირველ რიგში, როგორც ამას ჯონ მაკკეინი იტყოდა“, - აცხადებს კურტ ვოლკერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა