რომან გოცირიძე - თქვენს კანონპროექტში სამართალდარღვევის ხანდაზმულობაზე გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა პირდაპირ გადმოწერილია რუსული კანონიდან
ცივი სამოქალაქო ომი: ყველა ქოცი არაა ნაძირალა, მაგრამ ყველა ნაძირალა - ნამდვილად ქოცია
No Russian warships on combat duty off Crimea coast
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი
Democrats in U.S. Congress vow to not let ultra-right GOP lawmakers to “take out” Speaker Johnson
ქართველი დიპლომატები - ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს
ლაშა ტუღუში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე
ხატია დეკანოიძე - თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს /კანონპროექტი/, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება

03.28.2024 | 18:01 ნახვები: 281

საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა.

შსს-ს ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E, მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მართვის მოწმობების გადაცვლისთვის განმცხადებლებს მოუწევთ, ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა