სალომე სამადაშვილი - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის!
გია ვოლსკი - ვინც მორალურ დანაშაულს ჩადიან საზოგადოების წინაშე, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი
"გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
თემურ კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს - არც ეს მორალის პოლიცია და არც ეს სიები არ იმუშავებს
ირაკლი ზარქუა - უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის
ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება
თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ

ეროვნული ბანკი - თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგეს

04.05.2024 | 11:46 ნახვები: 347

თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.9%-ით დაიკლო და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 5.1%-ით 29.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„თებერვალში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 67%-ით, 62 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 35.3%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები ზომიერად, 9.7%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია და 24.5%-ს შეადგენს. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. თებერვალში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 47.0%-ით და 17.8%-ით. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 38.8%-ს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს, ასევე რუსეთი 22.8%-იანი წილით და აშშ 15.1%-იანი წილით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა