პრეზიდენტი - დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად
პრეზიდენტი - მოგმართავთ თქვენ, ქართულ ჯარს, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას
Russian army loses 1,250 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 115 combat clashes on front lines in past day
Yermak, U.S. delegation hold third round of talks on bilateral security agreement
Sandu - EU needs "Marshall plan" for Moldova, Ukraine
PMs of Ukraine and Ireland discuss confiscation of Russian assets
Zelensky on war: Partner intelligence agencies are informed about threats and prospects

არმაზ ახვლედიანი - მოვითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ გახსნას პარლამენტის კარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის

04.15.2024 | 10:23 ნახვები: 235

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, საკანონმდებლო ორგანოში შეუშვას.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, „ეს რუსული კანონი სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარით ვითარდება ახლა პროცესი“.

„მოვუწოდებთ და მოვთხოვთ, იმიტომ, რომ ეს „რუსული კანონი“ სხვა არაფერია თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარით ვითარდება ახლა პროცესი. ამიტომაც მოვითხოვთ „ოცნებისგან“ და პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ გახსნას პარლამენტის კარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხის პარლამენტი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა აქვს ჩაფიქრებული „ოცნებას“. ამას არ გავატანინებთ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

„ჩვენ ყველა ერთად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს, რომ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რომ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შემოვიდნენ საქართველო პარლამენტში,“ -განაცხადა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა