კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა

ნახვები: 543 ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა

სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში", რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის პირადი წვლილისთვის მის გაპრეზიდენტებაში.

ამასთან, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციას ძალიან უჭირს რესურსების მობილიზება და საეჭვოა, რაიმე ახალი რესურსი შეიძინოს.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატე, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი. ის პირდაპირ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისთვის ზოგადად, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველაფერი უცხო მოვლენა. უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად იწოდება ეს ადამიანი, რისთვისაც მეც მინდა პირადად ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პირადი, საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტად იწოდება მოღალატე, თუმცა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავდა 9 წლის განმავლობაში, რომ მასთან სალომე ზურაბიშვილის ღალატი არაფერია. ბუნებრივია, სააკაშვილს ვგულისხმობ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა "იმედის" ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა