Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ნახვები: 529 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ჭურვებს და ჯავშანტექნიკას, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ახალ პაკეტში შედის საზენიტო საარტილერიო სისტემა Skynex-ი, საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალა.

კერძოდ, დახმარების პაკეტი მოიცავს : Skynex-ის კომპლექსი საბრძოლო მასალებით, რაკეტებს Iris-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საბრძოლო მასალა Leopard 2 ტანკებისთვის, თითქმის 30 ათასი საბრძოლო მასალას Gepar-ის საზენიტო იარაღისთვის, 155 მმ კალიბრის 7 500 საარტილერიო საბრძოლო მასალას.

გერმანიამ უკრაინას ასევე გადასცა : Marder-ის 10 ჯავშანტრანსპორტიორი საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკი სათადარიგო ნაწილებით, საინჟინრო მანქანა Dachs-ი, საჰაერო სათვალთვალო რადარი TRML-4D, AMPS ტიპის ვერტმფრენების თვითდაცვის სისტემები, 40 მმ კალიბრის 18 000 ტყვია, 3000 ერთეული RGW 90 ტიპის პორტატული ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი, 120 მმ-იანი ნაღმები.

გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 2000 შესანიღბი ბადე, 2000 საწვიმარი და 100000 პირველადი დახმარების ნაკრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა