ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
ანრი ოხანაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს - ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში
საია - სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა
დედაქალაქის მერია: მუხიანში ეზოები დაიტბორა, მდინარე გლდანულამ მოქალაქის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა
Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება
რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით ანუ გძულდეს მოყვასი შენი!
კავკასიის უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის

04.24.2024 | 10:07 ნახვები: 239

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის სენატს კანონპროექტის დამტკიცებისთვის, რომელიც უკრაინის დახმარებას მოიცავს.

„მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს, მიჩ მაკკონელს მათი გადამწყვეტი ლიდერობისთვის ამ ორპარტიული კანონმდებლობის წინსვლაში. მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატორებს ორივე მხრიდან, ვინც კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება აძლიერებს ამერიკის, როგორც დემოკრატიის შუქურისა და თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ ის აფასებს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერას და მოუთმენლად ელოდება, რომ ბაიდენი სწრაფად მოაწერს ხელს აღნიშნულ კანონპროექტს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა