ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში

ნახვები: 520 ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში

ეს ვიზიტიც [შვედი მინისტრის] ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო ქართველი ხალხის მხარეს დგას.

„ეს ვიზიტიც ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას იმ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და ამ დაპირისპირებაში გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის მხარეს გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მსოფლიო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა