ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ანრი ოხანაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს - ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას

ნახვები: 554 ანრი ოხანაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს - ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს. რაც შეეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტს, ოხანაშვილის ინფორმაციით, მისი მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს გაიმართება.

„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“, - წერს ოხანაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა