ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
ანრი ოხანაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს - ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში
საია - სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა
დედაქალაქის მერია: მუხიანში ეზოები დაიტბორა, მდინარე გლდანულამ მოქალაქის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა
Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება
რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით ანუ გძულდეს მოყვასი შენი!
კავკასიის უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს

ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

04.24.2024 | 12:32 ნახვები: 225

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების გავლის, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებას გადაეგზავნება, რის შემდეგაც, ლაზარე გრიგორიადისი ციხეს დატოვებს.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილსვე განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა