Mapchecking-ის შეფასებით, ევროპულ მარშზე სულ მცირე 200 000 ადამიანი იყო | Visioner
გავათენოთ საქართველოსთვის - აქციის მონაწილეები 12 მაისს, 22:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან
რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი ჰქონდეთ ათვისებული - მდინარაძის მათემატიკა და ქოცური ნარატივით თავების დათვლა
ლადო აფხაზავა - აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი - ჩვენ ქართველები პატრიოტები გავზარდეთ!
ვიოლა ფონ კრამონი - რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება
"ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, საღამოს 10 საათიდან, გავათენოთ საქართველოსთვის" - დემონსტრაცია ევროპის მოედანზე
თუ სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ! - ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
"ვიდგებით იქ, სადაც თქვენ დგახართ" - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტების ინიციატივაზე

შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს

04.24.2024 | 14:22 ნახვები: 218

შინაგან საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციისა და მსვლელობის მონაწილეებს მიმართავს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ყველა ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, რომელიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას.

ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

ბოლო პერიოდში, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.

გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა