კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, საღამოს 10 საათიდან, გავათენოთ საქართველოსთვის" - დემონსტრაცია ევროპის მოედანზე

ნახვები: 587 "ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, საღამოს 10 საათიდან, გავათენოთ საქართველოსთვის" - დემონსტრაცია ევროპის მოედანზე

ევროპის მოედანზე გრანდიოზული დემონსტრაცია მიმდინარეობს. ევროპული მარშის მონაწილეები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიძრნენ, უკვე ადგილზე იმყოფებიან. როგორც აქციის წამყვანმა, ლაშა ბუღაძემ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა, ხვალ საღამოს 10 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ, ვინაიდან ორშაბათს, დილის 9 საათიდან, "ოცნებამ" რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნა:

"დღევანდელი ჩვენი ზეიმი ცხადია გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებულობასაც. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ზეგ, ორშაბათს ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ  და გავათენოთ საქართველოსთვის. რაც მეტი ვიქნებით და რაც მეტად არ დავიღლებით მით უფრო მეტად მალე გაიტანენ ესენი რუსულ კანონს უკან მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვცქერის. ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, 10 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის." აღნიშნა ბუღაძემ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა