სალომე სამადაშვილი - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის!
გია ვოლსკი - ვინც მორალურ დანაშაულს ჩადიან საზოგადოების წინაშე, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი
"გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
თემურ კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს - არც ეს მორალის პოლიცია და არც ეს სიები არ იმუშავებს
ირაკლი ზარქუა - უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის
ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება
თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ

26 აპრილს, საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 27-29 აპრილს კი, ხანმოკლე წვიმა

04.25.2024 | 16:57 ნახვები: 239

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.

ამასთან, განმარტავენ, რომ თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება აღინიშნოს. 27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა