6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

მიტოვებული ქეთის მწერალთა სახლი და „მამაჩემის ოთახი“

17.11.2024 ნახვები: 507

„პრავადნიკმა“ ქალმა ბუასილის წამალი მასწავლა:

 - რა ვქნა, სხვა არაფერი არ ვიციო“

ნ.დუმბაძე

2023-ის აგვისტოს მიწურულს, საქართველოს აწ უკვე ყოფილმა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს მწერლობას, მწერალთა სახლის დირექტორად,  ნოდარ დუმბაძის შვილის, ქეთინო დუმბაძის კანდიდატურა წარუდგინა. სწორედ ამ კანდიდატურის მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას, მწერლების ბოიკოტი მოჰყვა. ასობით მწერალი, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას გაემიჯნა.

ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქეთევან დუმბაძეს წლების განმავლობაში, პროექტი „ცოცხალი წიგნები“ სწორედ იმ მწერლების მონაწილეობით ხორციელდებოდა, რომლებიც წლების შემდეგ „ქოც“ დუმბაძეს გაემიჯნენ და ბოიკოტი გამოუცხადეს.

ალბათ კულტურის მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა ცხადყოფდა, რომ მწერალთა სახლის სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებობდა, ეს თავად წულუკიანმაც კარგად იცოდა, თუმცა მაშინ მოჭარბებული გავლენების მქონე ირაკლი ღარიბაშვილმა, საკუთარი არ დაიშალა და მისივე კადრი არავის დააჩაგვრინა და თავისი გაიტანა. თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი ეწვია ამის გამო.  არ ვიცი, მაშინ ვინ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული მაგრამ ახლა ზუსტად და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწერალთა სახლი ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია.

ცოტა რამ მწერალთა სახლზე:

„1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების მესამე დღეს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლად ცნობილი შენობა, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.  ხელოვნების სასახლე იმყოფება ივ. მაჩაბლის N 13. ხელოვნების სასახლეს განაგებს სრულიად საქართველოს ხელოვანთა კავშირის კომიტეტი, რომელშიაც შედიან წარმომადგენლები ყველა სექციებისა“. მალე, 1923 წელს ხელოვანთა კავშირს მწერალთა კავშირი ცალკე ორგანოდ გამოეყო და 2007 წლამდე ეს სახლი მწერალთა კავშირს სხვადასხვა დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები იყვნენ კოტე მაყაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, გიორგი ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, მუხრან მაჭავარიანი, გურამ ფანჯიკიძე, შოთა ნიშნიანიძე და სხვები.

სარაჯიშვილისეული სახლი წლების მანძილზე მრავალი ისტორიული მოვლენის ეპიცენტრი იყო, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მემორიალურ მნიშვნელობას. თუმცა, კარგი და საინტერესო მოვლენებისა და შეხვედრების გარდა ამ სახლთან არაერთი დრამატული ისტორიაცაა დაკავშირებული. ყველაზე ტრაგიკული 1936-38 წლების დიდი ტერორია, როცა მწერლებს ერთმანეთისთვის აქვე გამართულ კრებებზე გამოჰქონდთ განაჩენი.  1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა ამ შენობის მეორე სართულზე, ერთ-ერთი ასეთი სხდომის მიმდინარეობისას სანადირო თოფით მოიკლა თავი. ტერორი, დასმენები, აბსურდული ბრალდებები  მწერლებს აიძულებდა თავის გადასარჩენად ან ჩუმად ყოფილიყვნენ, ან მიეღოთ სისტემის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები. ბევრმა ვერ გაუძლო ამ მძიმე წნეხს. პაოლო იაშვილის დაკრძალვას მისი მეგობრებიდან კოლაუ ნადირაძის გარდა არავინ დასწრებია. რეპრესიები დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში შეწყდა“.

ამ საუკუნის თანამედროვე პოეტს, თინათინ მღვდლიაშვილს თუ დავესესხებით - ამ შენობაში ანუ მწერალთა სახლში ,, კლავენ პოეტებს" და, მაინც, რაღაც სხვა სურნელება, სხვა მადლი და იდუმალება დაჰკრავს იმ ისტორიულ, ტრაგიკულ და დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების მძიმე სუნთქვით გაჟღენთილ გარემოს...“ - მღვდლიაშვილი

ზემოთ მოყვანილი ისტორია, საბჭოთა კავშირის პერიოდიიდანაა - დღეს შეიძლება ამ სახლში მწერლებისთვის განაჩენი არ გამოაქვთ, ვინადან მწერლებმა თავად გამოუტანს ამ სახლს განაჩენი, უფრო სწორედ კი მის ხელმძღვანელს.

ქართული მწერლობის ყველა ,ყველა ხლისუფლებას ეშინოდა, მაგრამ არ ისე როგორც „ქართულ ოცნებას“ - ქართული მწერლობა უკიდეგანო შიმშილშია ვინაიდან დღეს თავად მწერლებიც კომფორმისტები გახდნენ - ამაში კი წვლილი შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული, წინა ხელისუფლებამ და დაუსრულებელი „37 წლის მეთოდებით“ განსაკუთრებით ამ ხელისუფლებამაც გააგრძელა.

ხო, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მართავს, უკვე ერთ წელზე მეტია,  ისტორიულ გარემოს სადაც ქართული მწერლობა პროტესტანტულ, პატრიოტულ, თავისუფლა სიტყვას ამბობდა. - ბოლოს როდის შევიდა ამ სახლში, ჩვენი მწერლები? ბოლოს როდის „გამოანგრია“ მწერალთა სახლმა თავისუფალი სიტყვით ისტორიული კედლები?! - ალბათ ბოლო ათ წლეულების მანძილზე პირველად, მაშინ როცა ქეთინო დუმბაძე გაუპროტესტეს წულუკიანს და დღემდე ბოიკოტის რეჟიმში დარჩა ქართული მწერლობა. თუ რამდენიმე უთავმყოვარეო, კომფორმისტ პიროვნებას არ შევიყვანთ ამ სიაში.

მარტის აქციები მახსენდება სულ, ქეთევან დუმბაძემ „აგენტების“ კანონს ხელი რომ არ მოაწერა და მერე რომ აღმოჩნდა, რომ ტექნიკური შეცდომა იყო და იგი სრულად უჭერდა მხარს, კოლეგების მიერ ინიცირებულ „საშინელ“ კანონს.

რატომ იყო გასაკვირი ხელოვანების პროტესტი ამ დრომდე არ მესმის, რატომ უნდა მოსწონებოდათ ქეთევან დუმბაძის კანდიდატურა, მაშინ როცა ნოდარ დუმბაძის შვილობით დაღლილ ქეთინოს უბრალოდ პარლამენტში ჯდომა გადაუნდა. კი თავადაც არ უნდოდა პარლამენტში ჯდომა და არც მის კოლეგებს მის გვერდით მუშაობა, რადგან „ენამოუვლილი ქალიაო“ გაიძახოდნენ.

„იმ შენობაში, პოეტებს კი კლავენ“ მაგრამ ქეთი დუმბაძე ან ვისი ან რისი გამკონტროლებელია?! ალბათ დირექტორად დანიშვნის ერთ წელზე მეტ თავზე, იმასაც კი ვერ იაზრებს რომ დირექტორია და არა მწერალთა სახლში გაზრდილი ისევ ის პატარა ქეთი.

თურმე როგორც კი დაინიშნა, მეორე დღესვე თანმშრომლებისთვის უთქვამს აგერ მამაჩემის, ჩემი მამიკოს ოთახია. აქ იჯდა მამაჩემი, აი აქ!

მწერალთა სახლი, თანამშრომელთა მოაზროვნე ნაწილმა დუმბაძის დანიშვნიდან მალევე დატოვა, ნაწილი მიიჩნევს რომ სახლს რომელსაც წლები შეალიეს იქაურობის დატოვებას არ აპირებენ და ვერც გავუმტყუნებთ.

ცოდვა გამხელილი სჯობდა და უნდა ითქვას, რომ ქალბატონ ყოფილ კულტურის მინისტრს, ნამდვილად არ უნდოდა  დუმბაძის მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნა მაგრამ ბატონ ბიძინასთან დალაგებულ-გავლილი იყო თემა - ხომ გითხარით არც პარლამენტარ კოლეგებს არ უნდოდათ ქეთი და ასე „შეაჩეჩდა“ ძველ ნაცნობს, ქეთინოსთვის დღემდე დაქალს წულუკიანს დუმბაძე.

ხო მანამ სანამ მწერალთა სახლს, ნოდარ დუმბაძის სიტყვების არ იყოს, „პრავადნიკმა“ ქალმა ბუასილის წამალი მასწავლა: - რა ვქნა, სხვა არაფერი არ ვიციო“ - სწორედ ასე იცის ქალბატონმა ქეთიმაც თავისი საქმე, მართვის რა მოგახსენოთ მაგრამ „მამაჩემის ოთახს გაჩვენებ“ - ეს ზედმიწევნით კარგად იცის. თუმცა დღემდე ბრაზობს რა შუაშია, ნოდარ დუმბაძის შვილობა მე ქეთინო დუმბაძე ვარო.

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ უკვე ახალ მინისტრს თინათინ რუხაძეს,

მინისტრობას ულოცავს, ქეთი დუმბაძე ისევ ბატონ ბიძინასთან ოღონდ ახლა კულტურის მინისტრობის საქმეს აგვარებს, ბიძინას კი ამაზე ეღიმება.  „თუ მე ვერ ვიქენი, იქნებ ჩემი ელისო დანიშნოთო“ - ასე ამბობს თურმე.

ამასობაში კი ქართული მწერლობა, ისევე როგორც სტუდენტებმა გამოიყენს უნივერსიტეტის კედლები, ასევე აპირებენ საპროტესტოდ მწერალთა სახლის კედლების გამოყენებას. თუმცა ჯერ დუმბაძე ამაზე ინფორმაციას არ ფლობს, ან საიდან გაიგებს, ამხელა ორგანიზაციას 6 თანამშრომელთან ერთად მართავს და ამ ექვსიდან, სამს გაგდებას უპირებს თურმე. არანაირი ინფორმაცია, კომუნიკაცია და კონტაქტები. აგერ თურმე, ვერც „მუზას“ გამოაცხადებს, ვინაიდან ქეთინოს სიახლის შიში დასჩემებია და ცდილობს მწერალთა სახლის კარები ისე მიიკეტოს, როგორც კუ ძვრება ხოლმე ბაქანში. ქალბატონ ქეთინოს, თუ ვინმე უცხო ან ახალი შევა მწერალთა სახლის კედლებში, თუნდაც სტუმრის ამპლუაში ამაზეც კი პულსი უჩქარდება და თავი სტკივდება.

აღარც „იმედი“, „პოსTV” და პირველი არხიც კი აღარ ეთანმშრომლება... კულტურის სამინისტროში მყოფი ახალი მინისტრი კი, დიდ საფიქრალშია ჩავარდნილი, იცის რომ წულუკიანივით ძირეულ რეფორმებს ვერ გაატარებს, მაგრამ მარტოდ დარჩენილი ქეთინო აფიქრებს. ჯერ ვერ ხვდება, როგორ მიუდგეს დუმბაძის ქალიშვილს და რა გააკეთოს. ოპოზიციასა და ამვდროულად ოცნების მეგობარი რუხაძე, ცდილობს კარგად გაიგოს, ხომ არ გაუბრაზდება ვინმე ქეთევან დუმბაძე ვადაზე ადრე რომ გაუშვას, მაგრამ „ე მანდ რამე არ შეეშალოს“ თავის შეკავების პოლიტიკას ირჩევს.

ვნახოთ, ქართული მწერლობა როდის მიადგება მწერალთა სახლს და დახვდება თუ არა დიდი მთარგმნელი ქეთევან დუმბაძე, მწერლებს სასახლეში... თუ თავს ვაკეს შეაფარებს..

მართლაც, თავის შვილზე ზედგამოჭრილად უთქვამს უდიდეს მწერალს - „პრავადნიკმა“ ქალმა ბუასილის წამალი მასწავლა: - რა ვქნა, სხვა არაფერი არ ვიციო“

შენიშვნა: მკითხველს პატიებას ვთხოვ, წერის სტილისთვის...

ავტორი: გიორგი ჯუღელი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა