კაია კალასი - “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება
რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს
დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
Shmyhal resigns as Ukraine's PM
ლევან ხაბეიშვილი - კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ
თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და კაია კალასს - სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ომის გაგრძელება სურს

13.03.2025 ნახვები: 311

შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

„ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს უკრაინის ფუნდამენტური პოზიციების შესახებ აცნობეს. უკრაინა მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის ჰაერსა და ზღვაზე, მაგრამ აშშ-მა მისი ხმელეთზე გაფართოების შეთავაზება წამოაყენა. უკრაინა ამ წინადადებას მიესალმება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განვიხილეთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი აშშ-თან, ევროპასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებისთვის მზად არის.

„სამწუხაროდ, უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და იგი მშვიდობის დამყარების რაც შეიძლება დიდხანს გადადებას ცდილობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა