ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ

01.17.2021 | 10:40 ნახვები: 1064

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაძიძეს ესაუბრა.

 

- ქალბატონო ხათუნა, თქვენთან დაკავშირებას ისედაც ვგეგმავდით, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენთან შეხმიანება სოციალურ ქსელში თქვენივე ერთმა კომენტარმა დააჩქარა.

ვიდრე საშინაო პოლიტიკის სხვა აქტუალურ თემებს შევეხებით, ჩვენი საუბარი იმ თემით გვინდა დავიწყოთ, რაზეც სოციალურ ქსელში გაამახვილეთ ყურადღება. საქმე ეხება ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალურისანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო.

მისივე თქმით, უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით გლობალურისანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფერო უფრო მიმზიდველი გახდა.

თქვენ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ამ შეთანხმების ხელმოწერაში იმაზე მეტი რამ დაინახეთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმება და ის, რომ საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სივრცე აშშ-ს სოლიდური ინვესტორებისთვის უფრო სანდო და მიმზიდველი გახდება?

- გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი თავისი არსით და მნიშვნელობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე მიღწევებს რომ შევადაროთ, თუ არ აღემატება, არ ჩამოუვარდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას თუ უვიზო რეჟიმს. მეტსაც გეტყვით, დროში თუ წინ გავიხედავთ, შეიძლება, მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი თავისი არსით და მნიშვნელობით თუ არ აღემატება, არ ჩამოუვარდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას თუ უვიზო რეჟიმს. მეტსაც გეტყვით, დროში თუ წინ გავიხედავთ, შეიძლება, მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით

რატომ ამყავს ასეთ აღმატებულ ხარისხში? იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი მოაზროვნეები, როგორც დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ-ში, ასევე, ჩინეთშიც, მათ შორის ჟანგ ვეივეი, ვიქტორ გაო, ნილ ფერგიუსონი, მალკოლმ გლედველი, იან ბრემერი და ა.შ. ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე, მომავალი მსოფლიოს კოალიციების და მსოფლიო წესრიგის ღერძი 5G სისტემაზე აეწყობა.

ამის პარალელურად, მსოფლიოში სულ უფრო და უფრო შემცირდება გავლენის სფეროების ფორმირებისთვის ისეთი სტრატეგიული რესურსების როლი, როგორიცაა ვთქვათ, ნავთობი და გაზი.

აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ მომავალი მსოფლიოს მთავარი იარაღია და დღესაც უკვე ასეა, ინფორმაცია - რაც უფრო წინ გავიხედავთ, ინფორმაცია, როგორც იარაღი მით უფრო დაჯაბნის კონვენციური, ტრადიციული ომის იარაღს, იმავე, სამხედრო შეიარაღებას, მძიმე ტექნიკას და ა.შ.

ინფორმაციის გადაცემა, ისევე, როგორც ინფორმაციის სრული კონტროლი არის და იქნება მიბმული 5G სისტემაზე. მსოფლიოში დღეს მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელსაც ეს სისტემები აქვს და რომელსაც დანარჩენ მსოფლიოში მათი გავრცელება შეუძლია, ესაა ჩინეთი და აშშ. შესაბამისად, მსოფლიოში იქნება ეს ორი სტრატეგიული ღერძი, რომელზეც კოალიციები აიგება. ყოველ შემთხვევაში, იმედია, ამერიკა შიდა წინააღმდეგობებით ისე არ დასუსტდება, რომ 5G-ზე, როგორც მისი დომინანტობის მთავარ იარაღზე, საუბარმა აზრი დაკარგოს.

ინფორმაციის გადაცემა, ისევე, როგორც ინფორმაციის სრული კონტროლი არის და იქნება მიბმული 5G სისტემაზე. მსოფლიოში დღეს მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელსაც ეს სისტემები აქვს და რომელსაც დანარჩენ მსოფლიოში მათი გავრცელება შეუძლია, ესაა ჩინეთი და აშშ... იმედია, ამერიკა შიდა წინააღმდეგობებით ისე არ დასუსტდება, რომ 5G-ზე, როგორც მისი დომინანტობის მთავარ იარაღზე, საუბარმა აზრი დაკარგოს

ის ქვეყნები, რომლებიც ამერიკის 5G სისტემას ჩაებმებიან, ამერიკის ამ საინფორმაციო სტრატეგიული ღერძის პარტნიორი ქვეყნები იქნებიან. თანამედროვე მსოფლიო შეიარაღების დიდი ნაწილი მთლიანად იმართება სწორედ კომპიუტერული სისტემებით, ინფორმაციის გადაცემით და ა.შ.

ინფორმაციის ამ ნაკადიდან ჩახსნას შეუძლია, მთელი ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს - წარმოიდგინეთ, მსოფლიო საბანკო ქსელიდან რომ რომელიმე ქვეყანა ჩახსნან, ნებისმიერი ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაც პირდაპირ ამასთანაა მიბმული - რომელ სახელმწიფოს ექნება შენს საინფორმაციო რეზერვებზე, ინფრასტრუქუტრაზე და ა.შ. წვდომა და კონტროლი. დეზინფორმაციაც ამ უზარმაზარი საინფორმაციო იმპერიის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.

ამიტომაც, ჩემთვის, ამ შემთხვევაში, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტისთვის, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ისევე, როგორც ზოგადად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ინფორმაციული დაცულობისა და საქართველოს კიბერსივრცის მდგრადობისთვის.

ფაქტობრივად, საქართველო ვალდებულებას იღებს, რომ ამ მემორანდუმის თანახმად საქართველოსა და ამერიკის უსაფრთხოების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში დააყენოს, ოპერირება და ფუნქციონირება გაუწიოს ამ ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე დაცულ და შესაბამისად, ამერიკულ 5G სისტემას.

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკისთვის მისი 5G სისტემის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით, მისი სუპერსახელმწიფოს როლის შენარჩუნებისთვის, პირველი რიგის ამოცანაა.

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკისთვის მისი 5G სისტემის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით, მისი სუპერსახელმწიფოს როლის შენარჩუნებისთვის, პირველი რიგის ამოცანაა

მოკლევადიან პერსპექტივაში კი, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გვითხრა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამერიკის მხრიდან ამ მემორანდუმის ხელმოწერაში, ამერიკულ 5G ქსელში მონაწილეობა არის საქართველოს ნატოში გაწვერიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ იგეგმება თბილისში გაიხსნას ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისი, რომლის პირადპირი ვალდებულება იქნება რეგიონში ამერიკის 5G სისტემის გავრცელების ხელშეწყობა. ამ სტატუსით საქართველოს უბრუნდება რეგიონალური ლიდერის და რეგიონში ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც მან დაკარგა ბევრი მიმართულებით „ოცნების“ პოლიტიკაში ყოფნის 8 წლის შედეგად.

და ეს ის უნიკალური შანსია, უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარაა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ.

იგეგმება თბილისში გაიხსნას ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისი, რომლის პირადპირი ვალდებულება იქნება რეგიონში ამერიკის 5G სისტემის გავრცელების ხელშეწყობა. ამ სტატუსით საქართველოს უბრუნდება რეგიონალური ლიდერის და რეგიონში ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია... ეს ის უნიკალური შანსია, უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარაა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ

- საინტერესო ისაა, რომ თუ ყველაფერი ისეა როგორც ბრძანებთ, ფაქტია, რომ ეს ამ ხელისუფლებამ მოახერხა. როგორც ჩანს, ვაშინგტონსა და თბილისს შორის თანამშრომლობა ახლა როგორც არასდროს მართლაც გამოირჩევა სიღრმითა და თანმიმდევრულობით.

თქვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკული იყავით ხოლმე, ახლა კი ვხედავ, რომ ამ შეთანხმების გამო, საკმაოდ კმაყოფილი ხართ.

რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მომხდარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო? თან, ისე რომ ორივე მხარემ ზედმეტი ხმაურის გარეშე მოსკოვი და პეკინი თამაშგარე მდგომარეობაში ჩააყენა?

- სახელმწიფოს შენების საქმეში სიღრმის და თანმიმდევრულობის რა გითხრათ, ეს ცნებები ძალიან უცხოდ ჟღერს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა 8 წლის მანძილზე, რომ საქართველოს საერთაშორისო ფუნქცია ჩამოქცეულიყო, სხვა თუ არაფერი ანაკლია გავიხსენოთ, რომელზე უარის თქმითაც „ოცნებამ“ ფაქტობრივად, დასავლეთს კარი მიუხურა.

მაგრამ ისიც ცხადია, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი წავიდოდა და კარს გაიჯახუნებდა, ამ მემორანდუმზე მიერთებით მან დასავლეთს ფანჯარა გაუღო. ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა რომ მისი უშუალო ნების გარეშე არ გადაწყდებოდა, ხომ ცხადია.

სანამ ბიძინა ივანიშვილი წავიდოდა და კარს გაიჯახუნებდა, ამ მემორანდუმზე მიერთებით მან დასავლეთს ფანჯარა გაუღო. ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა რომ მისი უშუალო ნების გარეშე არ გადაწყდებოდა, ცხადია

ამავდროულად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ მემორანდუმის გაფორმება ქართული მხარის ენთუზიაზმის შედეგია. ამერიკისთვის ამ პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მათ უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს. თუმცა, მთავარი ის გახლავთ, რომ შედეგი სახეზეა.

რა თქმა უნდა, ამ მემორანდუმზე „ოცნების“ თანხმობასაც თავის ფასი ექნებოდა. ეს ჩემთვის ერთგვარად ხსნის იმასაც, რატომ იყო ასეთი ლოიალური აშშ-ის ხელისუფლება „ქართული ოცნების“ მიმართ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას.

არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შედეგების შეფასებისას აშშ-ს ხელისუფლების ლოიალობა აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ ემორანდუმზე „ოცნების“ თანხმობას უკავშირდებოდეს

არც პომპეოს ვიზიტი დაგვავიწყდეს და არც ის, რომ სწორედ პომპეოა ე.წ. „სუფთა ქსელის“ ინიციატივის ავტორი, რომელიც სწორედ ამერიკული 5G-ის მსოფლიოში გავრცელებას ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტი ქართულ ოპოზიციას საერთაშორისო ტენდენციების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების უფრო ღრმა ცოდნისკენ მოუწოდებს, კიდევ ერთხელ რომ არ დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში.

ასეა თუ ისე, მომავლის გადმოსახედიდან, შეიძლება ამ მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის ამერიკის სტრატეგიული უსაფრთხოების ღერძზე საქართველოს მიერთება, ივანიშვილის ეპოქის მთავარ მიღწევად შეიძლება შეფასდეს.

გამოვთქვამ იმედს, რომ ამერიკა არ დაუშვებდა ამ მემორანდუმში იმ ტიპის თეთრი ლაქების არსებობას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, თავი დაიძვრინოს მემორანდუმით აღებული ვალდებულებებისგან, რის მცდელობებსაც არ გამოვრიცხავ.

ამერიკის ინტერესი - საქართველო განიხილოს თავისი 5G სისტემის რეგიონალურ ღერძად ჩვენი უსაფრთხოებისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა. თუმცა, მათ „ოცნების“ ხელისუფლება არ და ვერ გამოიყენებს. ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ რადგან ამერიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავისი 5G სისტემის გავრცელება მსოფლიოში და საბედნიეროდ, საქართველოს გავლით ჩვენს რეგიონშიც.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვის და უსაფრთხოების ვალდებულება თავად ამერიკელებმა იკისრონ თავისივე სამხედრო ინფრასტრუქტურის აქ განლაგებით.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვის და უსაფრთხოების ვალდებულება თავად ამერიკელებმა იკისრონ თავისივე სამხედრო ინფრასტრუქტურის აქ განლაგებით

მაგრამ ამ საკითხზე დიალოგის წამოსაწყებად პირველი რიგის ამოცანა „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლაა და ამ მიზნით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მიღწევა.

რატომ რიგგარეშე?! იმიტომ რომ დღეს მსოფლიოში არსებული გლობალური ტენდენციებიდან და მათ შორის, ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახსნილი შესაძლებლობების ფანჯარა, მალევე შეიძლება დაიხუროს.

ამიტომ, დღეს საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება პროაქტიული და საკუთარი ქვეყნის პერსპექტივებში დარწმუნებული ხელისუფლება და არა „ოცნება“, რომელიც საქართველოს უპერსპექტივო სახელმწიფოდ განიხილავს, რომლის ამბიციები „სოფლის ორღობეს“ ვერ ცდება.

დღეს საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება პროაქტიული და საკუთარი ქვეყნის პერსპექტივებში დარწმუნებული ხელისუფლება და არა „ოცნება“, რომელიც საქართველოს უპერსპექტივო სახელმწიფოდ განიხილავს, რომლის ამბიციები „სოფლის ორღობეს“ ვერ ცდება

- ამბობთ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისაც, რომ ვაშინგტონი „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მიმართაც ლოიალობას ავლენსო. სიტყვამაც მოიტანა და მოდით, ახლა საშინაო საკითხებს უფრო მეტად ჩავუღმავდეთ.

„ქართული ოცნების“ დამაარსებელმა და ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური სცენა დატოვა. საუბარია იმ სცენაზე, რომელზეც იგი იშვიათად ჩანდა ხოლმე, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებდა.

როგორ შეაფასებდით ვითარებას, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, მაგრამ ყველაფრის ამის პარალელურად პარლამენტი ერთპარტიულია, პარლამენტში უკვე არიან „პატრიოტთა ალიანსს“ გამოყოფილი „ევროპელი სოციალისტები“ და პარლამენტში კიდევ შევიდეს 2-3 დეპუტატი?

- შეიძლება ამ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხოთ? 90 ბიძინა ივანიშვილი რომ აირჩია პარლამენტში "ოცნების" ამომრჩეველმა, ისე რომ პარლამენტში მსხდომების 90%-ის რეალური სახელი და გვარი მათივე ამომრჩევლის 90%-მა არ იცის, ახლა როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, როგორ იქნება ამ უსახელ-გვაროების ანუ სრულიად პარლამენტის ლეგიტიმაციის საქმე?!

ანუ გამოდის, რომ ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ. ასე რომ, არსებული პარლამენტის არალეგიტიმურობას მარტო იქ ოპოზიციის არარსებობა კი არ ქმნის, არამედ ისიც, რომ იმ პარლამენტის უმრავლესობაში ის ხალხი ზის, ვინც ამომრჩეველმა სხვის მაგივრად აირჩია.

პარლამენტის არალეგიტიმურობას მარტო იქ ოპოზიციის არარსებობა კი არ ქმნის, არამედ ისიც, რომ იმ პარლამენტის უმრავლესობაში ის ხალხი ზის, ვინც ამომრჩეველმა სხვის მაგივრად აირჩია

- ივანიშვილის წასვლამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რაც ხელისუფლებას ეხება უპირველესი ისაა, რამდენად შეძლებს მმართველი გუნდი ივანიშვილის გარეშე პასუხიმგებლობის აღებას და ქვეყნის მართვას?

- რეალურად ივანიშვილმა ხელისუფლების სახით ნაღმებით სავსე კასრი დატოვა. სხვა რა შეიძლება უწოდო ხელისუფლებას, რომლის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ქართველ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირებას ასე აფასებს - „ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის გასაყოფი არაფერი არ არის“!

აღარაფერს ვამბობ, უმრავლესობის ლიდერზე, ადამიანზე, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება და ყველაზე კონფრონტაციული ფიგურაა არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ივანიშვილმა კობახიძის სახით ისეთი მემკვიდრე დატოვა, რომ ცვლილებების, თანამშრომლობაზე, პროგრესზე ორიენტირების შანსიც კი არ დაუტოვა „ქართულ ოცნებას“. და საინტერესოა, რომ ის არჩია პარტიის ლიდერის პოსტზე მასზე წინდახედულ და გაწონასწორებულ გახარიას და შედეგზე ორიენტირებული მეურვის იმიჯის მქონე კალაძეს.

ივანიშვილმა კობახიძის სახით ისეთი მემკვიდრე დატოვა, რომ ცვლილებების, თანამშრომლობაზე, პროგრესზე ორიენტირების შანსიც კი არ დაუტოვა „ქართულ ოცნებას“. და საინტერესოა, რომ ის არჩია პარტიის ლიდერის პოსტზე მასზე წინდახედულ და გაწონასწორებულ გახარიას და შედეგზე ორიენტირებული მეურვის იმიჯის მქონე კალაძეს

- უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ თავის ლიდერად ირაკლი კობახიძეს აირჩევს. ოპონენტების მტკიცებით, მმართველ პარტიაშიც კი ის იწვევს გაღიზიანებას, არ აქვს ისეთი წონა, რომ შეძლოს ივანიშვილის შემდეგ გუნდის უხმაუროდ მართვა.

ასევე საკითხავი ისაა, იქნება თუ არა კობახიძე კონსტიტუციით პირველი პირის პრემიერ გიორგი გახარიას უფროსი, როგორც ეს ივანიშვილის შემთხვევაში იყო. ასევე აქტუალური თემაა, ივანიშვილის წასვლის შემდეგ დაიწყება თუ არა მმართველ გუნდში პირველობისთვის ბრძოლა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერად კობახიძის დატოვება, იქნება თუ არა კობახიძე გახარიას „უფროსი“ და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველ გუნდში პირველობისთვის ბრძოლა დაიწყება?

- ველი რომ კობახიძე მოინდომებს საკუთარი მუშტის დემონსტრირებას, რომ შიგნით პარტიული დისციპლინა არ გაექცეს, ხოლო - გარეთ, „ოცნების“ მიმართ საზოგადოებაში დათესილი შიში არ გაფერმკრთალდეს.

ეს შიში მრავალგვარია, მათ შორის, საჯარო მოხელეების შიში, რომ სამსახურს დაკარგავენ, თუ მათი ოჯახის წევრები ფეისბუკზე კრიტიკულ პოსტებს მოიწონებენ, ბიზნესმენების შიში, რომ სახელმწიფო დაატერორებს, თუ ისინი კრიტიკულ მოსაზრებებს საჯაროდ გამოთქვამენ, სოციალურად დაუცველთა შიში, რომ სოციალურ დახმარებას წაართმევენ, მათ, ვინც არჩევნებში ხმას „ოცნებას“ არ მისცემს.

ჰოდა, კობახიძის ამოცანა იქნება, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ემანდ ეს შიში ვინმეს არ გაუქრეს. ამიტომ, კობახიძეს კიდევ უფრო მეტი სიხისტის გამოვლენის მცდელობა იქნება. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, რამდენს და როდემდე მოითმენენ პარტიის შიგნით - მისი წევრები, ხოლო გარეთ - საზოგადოება.

კობახიძეს კიდევ უფრო მეტი სიხისტის გამოვლენის მცდელობა იქნება. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, რამდენს და როდემდე მოითმენენ პარტიის შიგნით - მისი წევრები, ხოლო გარეთ - საზოგადოება

- მოდით შევეცადოთ გავერკვეთ რა ხდება ოპოზიციაში. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, რადგან არანაირი პირი არ უჩანს იმას, რომ ელჩების მოდერაციით დაგეგმილ ე.წ. მეხუთე რაუნდზე ხელისუფლება რაიმე კომპრომისებზე წავიდეს.

კომპრომისებზე წასვლას არც ოპოზიცია აპირებს. სავარაუდოდ, ბრძოლის რა გზას, სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევს პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიცია?

- ივანიშვილმა ესე მშვიდად თავისი პირმშო იმიტომ დატოვა, რომ მას მართლაც სჯერა, რომ ეს ოპოზიცია ამ ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებს.

ოპოზიციამ, უპირველეს ყოვლისა, ერთი რამ უნდა გაიგოს - მარტო სატელევიზიო გამოსვლები არ არის პოლიტიკური აქტივობის და ბრძოლის ფორმა. ისინი დღეს „ოცნების“ მიერ შექმნილი დღის წესრიგით ცხოვრობენ და მის მიერ მოზომილ სატელევიზიო ჩარჩოებს არ სცდებიან. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ხალხთან მუშაობის სტრატეგია, ისე ჩანს, რომ უბრალოდ არ იციან რაზე იმუშაონ ხალხთან. თუ ასე გააგრძელეს, 2021-ის ადგილობრივ არჩევნებში უივანიშვილოდ დარჩენილ „ოცნებასთან“ კი წააგებენ.

არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ხალხთან მუშაობის სტრატეგია, ისე ჩანს, რომ უბრალოდ არ იციან რაზე იმუშაონ ხალხთან. თუ ასე გააგრძელეს, 2021-ის ადგილობრივ არჩევნებში უივანიშვილოდ დარჩენილ „ოცნებასთან“ კი წააგებენ

ოპოზიცია დღეს, ყველას ჯვარი გვწერია, პანაშვიდზე ჩამომჯდარ შორეულ ჭირისუფალს ჰგავს, რომელსაც მისამძირების და უშედეგო ნუგეშის ცემის მეტი არაფერი შეუძლია. ეს არის მწარე სიმართლე. არადა, ხალხს სამძიმარი კი არა, ისეთი ძალა და ისეთი ლიდერები სჭირდება, რომლებიც მათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ღირსების გრძნობას გაუღვიძებენ, დიდ სახელმწიფოებრივ იდეას შესთავაზებენ, რომელიც მათ ბრძოლისთვის აანთებს, რომელთაც გამარჯვების ნათელი ხედვა და სტრატეგია ექნებათ.

ამის დეფიციტია დღეს, თორემ უფასო მოტირალს და სხვისი ხელის შემყურეს რა დალევს დღეს ქართულ პოლიტიკაში.

- მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობამ“ თავის ლიდერად ნიკა მელია აირჩია, მან საკმაოდ ბევრი განცხადებები გააკეთა იმაზე, რომ „ნაცმოძრაობაში“ ტრანსფორმირების ახალი ეტაპი დაიწყება და იგი კვლავაც დარჩება ხელისუფლების ალტერნატივად.

თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევიდა, თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2024 წელს „ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ალტერნატიული ძალა იქნება?

- თუ საპარლამენტო ბარიერი არ დაიწია და დანარჩენმა ოპოზიციამ ტრანსფორმაცია არ განიცადა, დღევანდელი მოცემულობით მომავალი პარლამენტი ორპარტიული გამოდის -„ოცნება“ და „ნაცები“. ამიტომაც იყო აუცილებელი მრავალპარტიული გარემოს შენარჩუნებისთვის საპარლამენტო არჩევნების ბარიერის დაწევა. თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა.

თუ საპარლამენტო ბარიერი არ დაიწია და დანარჩენმა ოპოზიციამ ტრანსფორმაცია არ განიცადა, დღევანდელი მოცემულობით მომავალი პარლამენტი ორპარტიული გამოდის -„ოცნება“ და „ნაცები“

მე მაინც სამიზნედ ადგილობრივ არჩევნებს ავიღებდი, მით უფრო, თუ „ოცნება“ საელჩოებთან ცალმხრივად აღებულ ვადლებულებას შეასრულებს, დაწევს ბარიერს ადგილობრივ არჩევნებზეც და თან თანაფარდობასაც შეცვლის პროპორციულ სიებსა და მაჟორიტარებს შორის, პროპორციულის სასარგებლოდ. ანუ გაზრდის საკრებულოებში პროპორციული სიებით არჩეული წევრების რიცხვს.

ადგილობრივი საკრებულების მოსაგებად ბრძოლაა საჭირო, რაც რთული, თუმცა სრულიად რეალისტური მიზანია. და ადგილობრივი არჩევნების მიმართ პესიმისტური ნოტები, რაც აქა-იქ ოპოზიციურ სპექტრში ისმის, სრულიად დაუშვებელია.

რაც შეეხება „ნაციონალების“ ტრანსფორმირების პროცესს, ეს აუცილებელია, არა თუნდაც იმიტომ ახალი ამომრჩეველი მიიზიდონ, არამედ, რაც ჰყავთ, ისიც არ დაკარგონ. მელიას სწორი შეფასებები და ხედვა აქვს, როცა ამბობს, რომ 2012-ში მათი მარცხი, მათივე შეცდომებზე ამომრჩევლის პასუხი იყო და იმაშიც, რომ პარტიას ახალი სისხლი ჰაერივით სჭირდება. რამდენად მასშტაბური იქნება ნიკა მელიას ხედვა და ხედვას რეალობად როგორ აქცევს, ამაზე იქნება „ნაცმოძრაობის“ სამომავლო პოზიციები დამოკიდებული.

რამდენად მასშტაბური იქნება ნიკა მელიას ხედვა და ხედვას რეალობად როგორ აქცევს, ამაზე იქნება „ნაცმოძრაობის“ სამომავლო პოზიციები დამოკიდებული

- 2020 წლის არჩევნებამდე აქტუალური თემა იყო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის რომელი შეძლებდა გამხდარიყო ე.წ. მესამე ძალა. მესამე ძალობაზე პრეტენზიები ლამის ყველა პარტიას ჰქონდა, მაგრამ არჩევნებმა, თუნდაც გაყალბებულმა, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, ე.წ. მესამე ძალა ვერ გამოკვეთა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პარლამენტსგარეთ დარჩენილმა პოლიტიკურმა ძალებმა 2024 წლისთვის მოახერხონ ისეთ პარტიად ჩამოყალიბება, რომელსაც იმ დროისათვის რეალურად შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია იყოს როგორც „ქართული ოცნების“ ისე „ნაცმოძრაობის“ ალტერნატივა?

- ხალხის გულებთან მისასვლელ გზებს ვერ ხსნის დღეს პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა, რომ გულმა გული იგრძნოს, გენდოს და გამოგყვეს. ძლიერი, ბოლომდე გამტანი ძალის იმიჯს ვერ ქმნის დღეს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ძალების უმეტესი ნაწილი.

ნათელი მომავლის ხელშესახებ და რეალურ, დამაჯერებელ სურათს ვერ ძერწავს პოლიტიკურ ძალთა დიდი უმრავლესობა. იმის რწმენას ვერ აჩენს, რომ მათ ამომრჩევლის დაცვა შეუძლიათ ხელისუფლების რისხვისგან, რისი დემონსტრირებაც ივანიშვილმა 2012-ში ისე შეძლო, რომ ქუჩაში მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ბოლოსკენ, ერთ-ორჯერ გამოვიდა.

ნათელი მომავლის ხელშესახებ და რეალურ, დამაჯერებელ სურათს ვერ ძერწავს პოლიტიკურ ძალთა დიდი უმრავლესობა. იმის რწმენას ვერ აჩენს, რომ მათ ამომრჩევლის დაცვა შეუძლიათ ხელისუფლების რისხვისგან, რისი დემონსტრირებაც ივანიშვილმა 2012-ში ისე შეძლო, რომ ქუჩაში მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ბოლოსკენ, ერთ-ორჯერ გამოვიდა

და აქვე მინდა ვთქვა, რომ დაკნინება და უსამართლობაა, 2012 წელს „ოცნების“ ამომრჩევლის უმეტესობა უფასო ფულზე დახარბებულად მოვნათლოთ - ისინი მაშინ ტოტალურ შიშს ებრძოდნენ და სამწუხაროა, რომ დღეს მათ კვლავ სჭიდებათ ძალა, რომლის მხარში დგომითაც, ამჯერად უკვე არა მხოლოდ „ოცნების“ მიმართ შიშს გაუმკლავდებიან, არამედ იმ სისტემას შეცვლიან, რომელიც ამ შიშს შობს და აღვივებს არჩევნებიდან არჩევნებამდე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტურად ვერ იმუშავეს, რის გამოც ვერ მიაღწიეს არჩევნების გაყალბებულად ცნობას და ა.შ.

პრობლემების მთელი კასკადია, რაც არსებული ოპოზიციის მხრიდან მოქმედების ფორმების და შინაარსის რადიკალურ გადააზრებას მოითხოვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ. თუ ამას შეძლებენ, გაუჩნდებათ პოლიტიკური მომავლის შანსი, თუ არადა, ისე გაქრებიან, როგორც არაერთი მანამდე ქართული პოლიტიკური ველიდან.

და მე მაინც ვფიქრობ, რომ ახალი, წარსულის ტვირთისგან თავისუფალი პოლიტიკური ძალების და პოლიტიკოსების შემოსვლის დროა, რომლებიც „ოცნების“ მიერ 8 წლის მანძილზე საზოგადოებაში დათესილი შუღლის განეიტრალებას მოახერხებენ, საზოგადოების, მიზანმიმართულად, შუაში გადატეხილი სხეულის, გაიხსენეთ, „შუა უნდა გაიკრიფოს“ პრინციპი, გამთლიანებაზე იზრუნებენ, შიშზე გამარჯვებას შეძლებენ, ახალგაზრდებს დააინტერესებენ პოლიტიკით და უკვალოდ დაკარგულ - უკეთესი საქართველოს რწმენას დაუბრუნებენ საზოგადოებას. მჯერა, რომ ეს შესაძლებელია!

 

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ყველას ნახვა
ყველას ნახვა