ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

არჩილ იაკობაშვილი - ფასები საქართველოში შვეიცარიაში თანაბარია - მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ათჯერ ნაკლები

ნახვები: 845 არჩილ იაკობაშვილი - ფასები საქართველოში შვეიცარიაში თანაბარია - მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ათჯერ ნაკლები

ელექტროენერგიის ტარიფებმა რომ უნდა მოიმატოს, პირველადი დანიშნულების პროდუქტები (სურსათი, მედიკამენტები) რომ ევროპასთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირია, ამის მთავარი მიზეზი არის რუსეთზე დამოკიდებულობა.

ირაკლი კობახიძეს შვეიცარიისთვის რომ შეედარებია ფასები, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, აღმოჩნდებოდა, რომ სურსათზე ფასების დონე საქართველოში ზუსტად ისეთია, როგორც შვეიცარიაში. თუ ერთ სულზე ეროვნული შემოსავლის (ე.ი. მშპ-ს მთავარი კომპონენტის) მონაცემებს შევადარებთ, საქართველოში  წარმომადგენლობითი მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი არის 10×ჯერ ნაკლებია.

სხვათაშორის, შვეიცარიაშიც, სადაც "სასურსათო პატრიოტიზმი" მაღალ დონეზეა, მოქმედებს დღგ-ს შეღავათი პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე.

ირაკლი კობახიძემ თავად შეადარა საქართველოს ფასები საფრანგეთს. ეს იმის მიუხედავად, რომ მისი პრემიერობის ორწლიანი პერიოდი არის ყველაზე ანტიევროპული, დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 35-წლიან ისტორიაში.

სურსათზე ევროპულ ფასებთან მიახლოება იქნება შესაძლებელი: თუ საქართველო ზოგადად ნაკლებად იქნება დამოკიდებული იმპორტზე (განსაკუთრებით რუსეთზე); თუ შესაბამის ადგილობრივ წარმოებას ექნება სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა - ზუსტად ისე როგორც ევროკავშირის წევრ-ქვეყნებშია; აგრეთვე, დღგ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე (მედიკამენტები, სურსათი) იქნება შეღავათიანი;

რატომ კეთდება შედარება ევროპასთან და არა რუსეთთან? როდესაც სურსათის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, სადაც რეალურად ორნიშნა ინფლაციაა, და პირველადი პროდუქტების დეფიციტია.

სწორედ ამის გამო რუსეთს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის ექსპორტზე გადასახადი აქვს დაწესებული. შესაბამისად, შეუძლებელია, საქართველომ თავი დაიცვას რუსეთის ინფლაციისგან (ე.წ. ტრანსმისიის ეფექტი).

"დავიღუპებით რუსეთის გარეშეო" - ჰო და, გვიწილადა რუსეთმა ინფლაცია. ახლა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას საკუთარი მოსახლეობა რუსეთზე დამოკიდებულობით გამოწვეული ინფლაციური წნეხისგან.

ფასებთან დაკავშირებული კამპანიის პირობებში გაისმა მოსაზრებები დღგ-ს შემცირების აუცილებლობაზე. აქ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დღგ-ს შეღავათი არ არის პანაცეა. ის მხოლოდ უმსუბუქებს მომხმარებლებს პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე მაღალი ფასების პრობლემას. მაგრამ ეს ფაქტორი ვერ ჭრის ყბადაღებული "ფასნამატის" ფუნდამენტურ მიზეზებს - რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულობა, ადგილზე კარტელური ფასწარმოქმნა, პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკური სასამართლო, გაორმაგებული აქციზი საწვავზე.

 

ავტორი - არჩილ იაკობაშვილი,

საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი,

პროფესორი

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა