ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია
ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს
სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო
მიხეილ სააკაშვილი - ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს
თიბისის Მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება
"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media

საფრანგეთი მოუწოდებს გერმანიას, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ზე უარი თქვას

02.01.2021 | 13:50 ნახვები: 490

საფრანგეთი მოუწოდებს გერმანიას, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად-2"-ზე უარი თქვას. პარიზში აცხადებენ, რომ საფრანგეთს მუდამ ეჭვი ეპარებოდა რუსეთიდან გერმანიაში მიმავალი გაზსადენის მშენებლობის მიზანშეწონილობაში. ამის შესახებ განცხადება ფრანგულ რადიოსადგურ „ფრანს ინტერ"-თან ინტერვიუში, ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა გააკეთა.

მანამდე რუსული გაზსადენის გაყვანის შეჩერება ევროპარლამენტმა მოითხოვა. აშშ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და პოლონეთი უკვე დიდი ხანია, აკრიტიკებენ „ჩრდილოეთის ნაკად-2"-ის პროექტს და გერმანიის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების ზრდის საფრთხეზე მიუთითებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი ნეგატიურად აისახება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებზეც.

რუსული გაზსადენის მიმართ კრიტიკა ბოლო პერიოდში სულ უფრ ხშირად ისმის გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდანაც.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მშენებლობა ბალტიის ზღვაში განახლდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა