კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს

ნახვები: 514 ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს

"ოცნება" ანადგურებს, სრულად ხაზს უსვამს ყველა იმ მონაპოვარს, რომლისთვისაც თავად მიუღწევია, ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერ ფასად, რამენაირად, ძალაუფლება გაიხანგრძლივოს - ივანიშვილის პირობებში, "ოცნება" ევროპისკენ ვეღარ და აღარ წაგვიყვანს, ეს გზა თავად ჩაკეტეს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციის თითოეული ჩანაწერი საქართველოს აზიანებს და თითოეულ სიტყვაზე 100%-ით, "ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი.

"ერთი მხრივ, რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მაგრამ იქ ძალიან ბევრი მძიმე პოლიტიკური ჩანაწერია. თითოეული ეს ჩანაწერი თქვენ გგონიათ გაქრება? თითოეული ეს ჩანაწერი ჩვენ გვაზიანებს და თითოეულ ამ სიტყვაზე 100%-ით არის "ოცნების" პასუხისმგებლობა. წერტილი. მერე ეს აღსრულდება, თუ როგორ გაგრძელდება, დრო გვიჩვენებს. თეორიულად, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ თვითონ ეს დოკუმენტი, პოლიტიკური განაცხადი ევროპარლამენტის მხრიდან, არის ძალიან მძიმე. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი "ოცნების" პირობებში ეს ქვეყანა ევროპისკენ ვეღარ წავა. "ოცნების" ხელისუფლებამ, პერსონალურად ივანიშვილმა და თითოეულმა ამ ადამიანმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა