სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია

ნახვები: 576 ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია

ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც აგებულია დეზინფორმაციაზე და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის დაშანტაჟებას - ვიზალიბერალიზაციის გადახედვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით რეზოლუციაში ჩანაწერი არის ჩვეულებრივი შანტაჟი იმ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც ძალიან ხშირად ხვდებიან რეპუტაციული სკანდალის ქვეშ.

"ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი დიდი სამარცხვინო ლაქა მათ რეპუტაციაზე. მათი მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გადახედვის მოწოდება არის შანტაჟი და საქართველოს მოსახლეობის დაშინება, რომ ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. მე საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ ვიზალიბერალიზაციის გადახედვას სჭირდება მტკიცე საფუძველი, მაგალითად, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირს შორის რეადმისიის ხელშეკრულების დარღვევა, რასაც არც ერთი მხარე არ არღვევს. ასევე, ვიზალიბერალიზაციის მონიჭებამდე საქართველომ შეასრულა უამრავი რეფორმა, რომელიც ძალაშია და შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის გადახედვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი იმ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც ძალიან ხშირად ხვდებიან რეპუტაციული სკანდალის ქვეშ. მათი რეპუტაცია მთლად წმინდა არ არის," - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა