სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine
Trump: Survival of Ukraine important for U.S.

ლინას ლინკევიჩუსი - ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება

02.23.2021 | 12:42 ნახვები: 412

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, შეშფოთებულია საქართველოში არსებული დაძაბულობის გამო. ლინკევიჩუსი ყველა ლიდერს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობის გამო. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ლიდერები, ნატო-ს ყველაზე აქტიური პარტნიორები. უპასუხისმგებლო იქნება, რომ ეს ყველაფერი გაფლანგოს. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებით", - წერს ლინკევიჩუსი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა