ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“

ISFED: 2020 წლის არჩვენების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

ნახვები: 620 ISFED: 2020 წლის არჩვენების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების შიგნით კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, განსხვავებით საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრისა, სადაც მასობრივი სახე ჰქონდა პარტიული აქტივისტების მობილიზებას და ამომრჩეველთა აღრიცხვას. ანგარიშის თანახმად, აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში, უკონკურენტო არჩევნების დროსაც კი, მმართველმა პარტიამ კვლავ გამოიყენა აღნიშნული მეთოდი.

„ეს პრაქტიკა, წლებია, პრობლემას წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმი. პარტიული კოორდინატორების გარდა, საარჩევნო უბნების მიმდებარედ საეჭვო პირთა ჯგუფების შეკრება, დამატებით რისკს უქმნიდა თავისუფალ საარჩევნო გარემოს", - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესში, ერთ-ერთ მთავარ მიგნებას წარმოადგენდა გადასწორებული და დისბალანსიანი (როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით) შემაჯამებელი ოქმების სიმრავლე და მათში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ნაკლოვანი პროცესი.

„შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი პრობლემებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით, შესწორების ოქმები როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგა. საგულისხმოა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმების რაოდენობა აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიებში შემდგარი შესწორების ოქმების რაოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესწორების ოქმების შედგენა არა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე, არამედ არაფორმალურ გარემოში წარიმართა. შესწორების ოქმები, უმეტესად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიცემოდა. კერძოდ, შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები არა გადათვლის საფუძველზე, არამედ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წერილობით ან/და ზეპირ ახსნაგანმარტებებზე დაყრდნობით სწორდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამ მეთოდით შედგენილი შესწორების ოქმები და საოლქო სარჩევნო კომისიაში გადათვლის გარეშე გამოცემული განკარგულებები აღიქმებოდა შემაჯამებელ ოქმში ბალანსის მიღწევის ინსტრუმენტად", - აღნიშნულია ანგარიშში.

ISFED-ის ცნობით, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე რეაგირება ვერ აკმაყოფილებდა საარჩევნო დავის განხილვისთვის დადგენილ სტანდარტებს.

„გამოვლინდა, ფორმალური მიზეზით, საჩივრების უგულებელყოფისა და განხილვისგან თავის არიდების ტენდენცია. შემაჯამებელი ოქმების შესწორებისა და საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩვენო კომისიებში მიმდინარეობდა საქმის გარემოებათა შესწავლისა და არსებითი განხილვების გარეშე და, შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების ნაცვლად, კომისია ეყრდნობოდა მხოლოდ საუბნო საარჩვენო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს. საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს მოვალეობას, კენჭისყრის სათანადოდ ჩატარებასთან ერთად, მისი შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამგვარი ნდობა უნდა მიღწეულიყო, ყველა არსებულ შენიშვნასა და საჩივარზე, დასაბუთებული და გამჭვირვალე განხილვის შედეგად მიღებული პასუხით. ამის საპირისპიროდ, საჩივრების განხილვის პროცესმა ვერ უზრუნველყო შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული დარღვევების და ხარვეზების გამჭვირვალე და სანდო მექანიზმებით აღმოფხვრა», - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საარჩევნო დავების განხილვისას, ანალოგიური პრობლემები დაფიქსირდა საერთო სასამართლოებშიც.

„საარჩევნო კომისიების მსგავსად, აქაც გამოიკვეთა ფორმალური, ზედაპირული მიდგომა. ამასთან, სასამართლოები, როგორც წესი, სრულად იზიარებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების ყველა მოსაზრებას და მსჯელობას, მაშინაც, როცა ის არაფრით იყო გამყარებული ან/და საპირწონედ მომჩივანის საფუძვლიანი არგუმენტები არსებობდა. სასამართლო გადაწყვეტილებები უმეტესად შაბლონური იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგი მსჯელობა და აზრი სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილებებში იდენტურია და შეიცავს მსჯელობებს საარჩევნო კოდექსის არარელევანტურ ნორმებთან დაკავშირებით. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ვერ აჩვენეს არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვის მაღალი სტანდარტი", - აღნიშნულია ანგარიშში.

ISFED-ი აღნიშnავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა უკიდურესი პოლარიზაციით, როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიაში.

„პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები,უმეტესად, უარს აცხადებდნენ დაპირისპირებულ ძალასთან აფილირებული საინფორმაციო პლატფორმების გამოყენებაზე. დისკუსია იშვიათად იმართებოდა პროგრამულ საკითხებსა და პარტიების სამომავლო ხედვებზე. შესაბამისად,

ამომრჩეველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოესმინა პოლიტიკური

პროგრამები და გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი. ასეთი გარემო არ ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ახალი/შედარებით მცირე მხარდაჭერის პოლიტიკური პარტიების წარმოსაჩენად და კიდევ უფრო აღრმავებდა დაპირისპირებას საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შორის", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა