კაია კალასი - “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება
რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს
დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
Shmyhal resigns as Ukraine's PM
ლევან ხაბეიშვილი - კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ
თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და კაია კალასს - სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდები განათავსა

14.04.2021 ნახვები: 712

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა.- ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი.

ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14 აპრილს გაიმართება ონლაინშეხვედრები (ე.წ. ნეთ-როუდ-შოუები) საერთაშორისო ინვესტორებთან.

აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებით.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 6.875%-ს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა