„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

თამარ ბელქანია: პოლიტიკა არის განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხთან ერთად საქმის კეთება, ანუ ის რაც წალენჯიხაში ხდება

14.02.2023 ნახვები: 7363

წალენჯიხა ქართული პოლიტიკის ალტერნატიული ცენტრად იქცა. აქ მიმდინარე პროცესები ქმნის თვითმმართველობის ახალ მოდელს, რომელიც შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. ყველაზე საყურადღებო მაინც ის არის, რომ მუნიციპალიტეტი კოალიციური მმართვის პირობებში მის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება. ეს მცირე აღწერა იმისა, რაც გარედან ჩანს. ნეიშენ ჯორჯია“ წალენჯიხაში მიმდინარე პროცესებზე მერის მოადგილეს, თამარ ბელქანიას ესაუბრა.

ქალბატონო თამარ, როგორია რეალობა და რამდენად პოზიტიური ან წინააღმდეგობრივია მუნიციპალიტეტის მართვა კოალიციური მთავრობის პირობებში?

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი საყურადღებოა იმით, რომ აქ, არჩვნებში, არა სახელისუფლებო პარტიამ, არამედ ოპოზიციურმა კოალიციამ, გია ხარჩილავას მეთაურობით გაიმარჯვა. ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს თვითმართველობას, არა მხოლოდ იმ ხალხის წინაშე ვინც ხმა მისცა მრავალპარტიულ თვითმართველობას, არამედ იმ ხალხის წინაშეც ვინც ხმა არ მოგვცა და ახლა გვერდიდან,  ჩასაფრებულად უყურებს მიმდინარე პროცესებს. სამწუხაროდ მსგავსი პოლიტიკა აირჩია ცენტრალურმა ხელისუფლებამაც, რომელსაც უჭირს დიალოგში შემოსვლა,  რეალობის დანახვა,  რომ წალენჯიხა განსხვავებული დღის წესრიგით ცხოვრობს.

პირველი ბარიერიც სწორედ აქ იქმნება, როდესაც სახელისუფლებო მედია, სოცმედია ცდილობს ხელისუფლების დაკვეთა შეასრულოს და წალენჯიხისგან მე-13 უბანი შექმნას. ორგანიზებული კამპანიური ხასიათის მედია იერიშში ჩართული  არიან სახელისუფლებო ტელევიზიები, სოციალური მედია, კერძო პირები და ე.წ ფეიკ გვერდები.  მათი მიზანია ხალხს აუწყონ, რომ წალენჯიხის მოდელმა არ გაამართლა.  აქ არაფერი კეთდება ახლა  და ხალხის მოლოდინები ფუჭია.

 რას გულისხმობს წალენჯიხის მოდელი?

 წალენჯიხის მოდელი გულისხმობს იმ ერთპარტიული მართველობითი სისტემის შეცვლას, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული უალტერნატივო მართვის მეთოდად განიხილებოდა. კოალიციური ხელისუფლებაში აქ შედიან იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ გაერთიანდნენ. რადგან ასეთი იყო ხალხის დაკვეთა, ამას გარდა სწორედ პარტიათა ერთობა  შეირჩა ბრძოლის მეთოდადაც. მათ შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც წერია, რომ „თვითმართველობის არჩევნების პროცესში გამოჩნდა, რომ მოსახლეობის მოთხოვნა, განსხვავებულ აზრთა ერთობაა. მუნიციპალიტეტის ფარგლებში სწორად იქნება გამოყენებული ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი, განსხვავებული აზრისაგან ჩვენ ვქმნით დროსა და მსოფლიო გამოწვევებთან ადეკვატურ დისკურსს...“ სწორედ ამ ეგიდით ამ სულისკვეთების გაერთიანდნენ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოძრაობები და თავისუფალი ნების ადამიანები გია ხარჩილავას ირგვლივ. ეს იყო უკვე არამხოლოდ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არჩევნების პირობებში, ასევე გამარჯვების შემედგომაც. ჩვენ შევძელით გაერთიანება და ძალების კონსოლიდაცია.

შედეგი?

პროექტმა გაამართლა და ხალხმა იგრძნო, რომ შესაძლებელია იდეის ირგვლივ ერთობამ ის რეალობა შეცვალოს რაც ადრე უძრავი გვეგონა. გამარჯვებას მოჰყვა ხელისუფლებაში გაერთიანებული პარტიების მხრიდან დამატებითი რესურსის, ეს იყო ფინანსური თუ ინტელექტუალური, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ ჩართვა. იყო უმძიმესი ვითარება, როდესაც ხელისუფლებას არ სურდა ამ რეალობის ცნობა და მან კვლავ ყველა ბერკეტი აამუშავა ახალგაზრდა თვითმართველობის იდეის წინააღმდეგ.

რა ბარიერებზე საუბრობთ?

ყველაზე სერიოზული გახლდათ საკრებულოდან მუნიციპალური ბიუჯეტის არ დამტკიცებით მერიის მუშაობის პარალიზება. სწორედ ამ პერიოდში მთელი თავისი რესურსით ჩაერთო, როგორც მამუკა ხაზარაძე - პარტია „ლელო“, ასევე მედიაჰოლდინგი „ფორმულა“ - ზუკა გუმბარიძე , საქართველოს უნივერსიტეტი - კოკა თოფურია და დაიწყო განხორციელება ისეთი დიდი პროექტების, რომლებმაც ხალხს  დაანახა, რომ ჩვენ საქმის კეთების კომპეტენციაც, რესურსიც და ნებაც გაგვაჩნდა. ცხადი გახდა, რომ ჩვენს შევქმნიდით ხელშესახებ, დანახვად სიკეთეს ხალხისათვის არა მომავალში, არამედ უკვე დღეს. ამას გარდა ჩვენს გვერდით იყვნენ ფინანსურად ძლიერი პერსონები თუ ინსტიტუციები. ასე შეიქმნა წალენჯიხის მეგობართა კლუბი, სადაც ის ხალხი გაერთიანდა ვისაც კონკრეტული დახმარება შეუძლია წალენჯიხისათვის. კოალიციური თვითმართველობის პლუსი იმასშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ამ პოლიტიზირებულ საზოგადოებაში, ყველა მოქალაქე პოულობს საკუთარ თავს და ახდენს ინტერესების ინიცირება - დაცვას.

საზოგადოებისთვის ცნობილია იმ ცალკეული წარმატებების შესახებ, რაც თვითმმართველობამ ამ დროის განმავლობაში მიაღწია. პირადად თქვენ, ყველაზე მეტად ხელშესახებად რა მიგაჩნიათ, რომელიც მნიშვნელოვან კვალს დატოვებს წალენჯიხის შემდგომ განვითარებაში?

ერთი წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა, როგორც მუნიციპალური ეგიდით ანუ ბიუჯეტით - წალენჯიხის ბიუჯეტი ტრანსფერის გარეშე 14 მილიონია, ასევე „მეგობართა კლუბის“ შემწეობით, რაც ამ ეტაპზე 4 მილიონს შეადგენს. ეს აორმაგებს შესაძლებლობათა ნაკადებს.  სოციალური დახმარების პაკეტი თავიდან იქნა გააზრებული და დროსთან და მოთხოვნებთან შესაბამისი გახდა.

რას გულისხმობთ?

კერძოდ, თუ ადრე დიალიზის პროგრამით მოქალაქეს 2020-ში 100 ლარი ეკუთვნოდა, ახლა დახმარება 150 ლარამდე გაიზარდა, თუ ადრე აუტიზმის სპექტრის ბავშვთა დახმარება 10 00 ლარი იყო, გაორმაგდა. ასევე გაორმაგდა დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, ახალშობილებზე მშობელს  300 ლარი ეძლეოდა, ახლა 400 გახდა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფთა დახმარება 100 ლარი იყო  და 200 გახდა, დედ-მამით ობოლს 100 ლარი ეძლეოდა 200 გახდა. დაემატა სხვა ახალი პროგრამები რითაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას  ასევე შეუძლია ისარგებლოს. ასეთია 0 -დან  18 წლამდე ბავშვთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების დაფინანსება, გაუსაძლისი სახცოვრებელი პირობების მქონე მოქალაქისთვის ერთი ოთახის მოწყობა ან საცხოვრებელი სახლის - კონტეინერის  შესყიდვა.  კვალს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ისტორიისათვის უფრო ხელოვნების სფეროში განხორციელებული  ან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ტოვებენ, თუმცაღა რადგან  მუნიციპალიტეტში ბევრია სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, მათთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალური სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გარკვეული  ფინანსური დახმარება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს წალენჯიხაში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები. მერიაში ამ მიმართულებ თქვენ უძღვებით. რას უნდა ელოდონ ახალს ადგილობრივები და წალენჯიხის გულშემატკივრები?

ერთადერთი დაპირება, რაც წინასაარჩევნოდ გავეცი, ეს იყო განათლების მხარდაჭერა. დღესაც ვფიქრობ, რომ განათლება არის ქვეყნის განვითარების მაგისტრალური ხაზი. მით უფრო საოკუპაციო გამყოფი ხაზის მუნიციპალიტეტში. თემა ვრცელია. თუმცა აქაც მნიშნელოვანია განათლების სფეროს მხარდაჭერა სხვადასხვა პროექტებით. ყველაზე ხმაურიანი რაც მუნიციპალიტეტმა განახორციელა და ნამდვილად შევა ისტორიაში ეს გახლავთ პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფა. პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სკოლამდელი დაწესებულების, ბაღის შემდეგ პირველკლასელი სკოლაში მშიერი არ იყოს და მთელი მისი კონცენტრაცია მოხდეს სწავლაზე - ხარისხიანი განათლების მიღებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სოციუმში, სადაც დასაქმება ნომერ პირველ პრობლემად რჩება,  სადაც მიგრაცია საგანგაშო სტატისტიკას აღწევს და სადაც გადის საოკუპაციო ხაზი. ეს იყო  ადგილობრივი ხელისუფლების ნება და ის განხორციელდა. ასევე საგულისხმოა, ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი  - წალენჯიხა, ჯვარი, ფახხულანი, რომელიც წალენჯიაში პირველად ჩატარდა. ჩამოსულები იყვნენ  საგამომცემლო სახლების წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, მოეწყო კინო ჩვენებები-განხილვები, ჩატარდა არტფესტივალი, სადაც 100 ბავშვს ჰქონდა შესაძლებლობა სამხატვრო აკადემიის პროფესორების გარემოცვაში ეხატათ და ეძერწათ. ყველაზე ხმაურიანი კი მაინც IT აკადემიის შექმნა გახდა, სადაც უკვე 300 -მდე მოზარდმა ორთვიანი სწავლება გაიარა ციფრული  ტექნოლოგიებში და ეს ცენტრი გახდა შეხვედრის ადგილი, საჯარო ლექციების ადგილი.

სპორტის მიმართულებითაც გაქვთ, როგორც ვიცი საკმაოდ წარმატებული პროექტი.

კი, იუვენტუსის იუნიორთა საფეხბურთო აკადემიაა, რომლის ფარგლებშიც უპრეცედეტო მასშტაბის სპორტული ცენტრი იხსნება წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე და უკვე მარტის ბოლოს პროექტი დაიწყება. ის გულისხმობს 6 წლიდან 18 წლამდე ფეხბურთელების სამჭედლოს გაკეთებას, რომლებიც შემდგომ ევროპაში გააგრძელებენ კარიერას და ეს  აქაური სპორტსმენებისათვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარაა. ყველა ეს პროექტი ლელოს ლიდერს მამუკა ხაზარაძის სახელს უკავშირდება. სპორტს დიდი ყურადღება ეთმობა  და ის განათლების სეგმენტში განიხილება. ჯვარის ხელოვნურ საფარიანი თანამედროვე საფეხბურთო მოედანი ამის ნათელი დასტურია, რომელიც „ფორმულა ჯგუფის“  საჩუქარია და მასში 800 000 ლარია ჩადებული. „ფორმულა ჯგუფს“ უკავშირდება  ქ. წალენჯიხაში ჭადრაკის სასახლის განახლება და მისი დროსა და მოთხოვნების შესაბამისად გარდაქმნა.

ძნელია წალენჯიხის გააზრება ტერენტი გრანელის გარეშე.

დიახ, და ბარემ წიგნ „ტერენტი გრანელის უცნობ ნახატებზე“ ვთქვათ, რომელიც ასევევ  „ფორმულას“ საჩუქარია და პირველად ხდება, როდესაც წიგნის დამკვეთი მუნიციპალიტეტია, მით უფრო ისეთი წიგნის, რომლის შინაარსიც უპრეცედეტოა. პირველად საზოგადოებამ იხილა ტერენტი როგორც მხატვარი. წიგნი 2023 წ ლიტერატურულ კონკურს „საბაზე“ გვაქვს წარდგენილი.  ამ თემას წალენჯიხის ცენტრალური ბიბლიოთეკის  ინტერიერის განახლებით გავაგრძელებთ. როდესაც მოხდა ბიბლიოთეკის სრული განახლება, ახალი სამკითხველო მაგიდების, წიგნების სტელაჟების, სანათობლების, ეკრანის, მონიტორისა და წიგნებით აღჭურვა ბატონი მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით გაკეთდა.  განათლების კუთხით აღსანიშნავია, საქართველოს უნივერსიტეტის რამდენიმე პროექტი. მათ წალენჯიხელ სტუდენტებს, ვისაც ფინანსური შეჭირვების გამო სტუდენტი  სტატუსი ჰქონდათ შეჩერებული სწავლა დაუფინანსეს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება განათლების დაფინასების კუთხითაც შევიტანეთ და დავამატეთ იმ სტუდენტთა დაფინანსება, ვინც სახელოვნებო მიმართულების აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს და ასახელებს მუნიციპალიტეტს. ბიუჯეტიდან დაფინანსდა ასევე, ჯგალში ლესალეს უბანში არექოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ქართული (თსუ. ლიჩელი. ავტ) და გერმანული (იენი. ანეგრეტ ლუნინგ პლონტკე ავტ.) მხარე ახორციელებს აგერ უკვე 15 წელია და საუბარია უნიკალურ არქოლოგიურ კომპლექსზე, სადაც  აღმოჩენილი არტეფაქტი ძვ.წ.  VII  ს-ით თარიღდება.

ძალიან საინტერესოა სქურის პროექტი, რამდენადაც ცნობილია ამ მიმართულებითაც არის კონკრეტული ძვრები. თუმცა საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ეს პროექტი იქნება წმინდა ეკონომიკური ეფექტის მატარებელი თუ გათვალისწინებულია საგანმანათლებლო და კულტურული ელემენტები?

სქური წალენჯიხის მარგალიტია, თუმცაღა ამ ეტაპზე გამოუყენებელი. სქურს დიდი პოტენციალი გააჩნია, ეს არის სამკურნალო წყლები, თერმული აბანოები, საცხენოსნო ტურიზმი, გასტრო ტურიზმი, ექსტრემალური სპორტისათვის არაჩვეულებრივი სივრცეა. საბჭოთა პერიოდში ის იყო საკავშირო მნიშვნელობის. უბრალოდ დღეს ის გაძარცვულია და არ არის კურორტამდე მისასვლელი გზა, რაც დაახლოებით სამ მილიონამდე ჯდება. ეს კი ის თანხაა, რაც მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან შეიძლება გამოიყოს. ამის მიუხედავად სქურზე დიდი გეგმები უკვე დაწყებული გვაქვს და ის უკავშირდება კვლავ მამუკა ხაზარაძეს და არაჩვეულებრივი საზაფხულო ბანაკის მოწყობას. დეტალებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ასევე  ბატონ მამუკას უკავშირდება წალენჯიხაში იპოდრომის მოწყობა და იმ დიდი ტარადიციების აღდგენა, როდესაც წალენჯიხაში დოღისთვის  აფხაზეთიდანაც კი ჩამოჰყავდათ საჯინობო. უკვე ჩამოსული იყო თურქი სპეციალისტი, რომელიც გვეხმარება ამ პროექტის განხორციელებაში

ქვეყანაში მნიშვნელოვანია მიგრაციის პრობლემა. ვსაუბრობ არა მხოლოდ ქვეყნის დატოვებაზე, არამედ შიდა მიგრაციაზე. რა ხდება ამ მხრივ წალენჯიხაში. როგორ აპირებთ განსაკუთრებით ახალგაზრდების ადგილზე დამაგრებას, მათთვის სოციალური გრანტიების, სამუშაო ადგილების შექმნას?

მიგრაცია პრობლემის გარდა ის პროცესია, რომლის შეჩერება საკმაოდ რთულია. თუმცაღა  ვფიქრობთ, რომ პირველკლასელთა სწავლის დაფინანსება გარკვეულწილად შიდა მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს. ასევე - წალენჯიხაში ბევრი ახალგაზრდული ინტერესის ამსახველი ღონისძიება ჩატარდა, ეს იყო რამდენიმე ცნობილი მომღერლის კონცერტი, გამოცხადებული ღია კონკურსები მერიაში არსებულ ვაკანსიებზე. ყველა იმ პროექტში, რომელიც წალენჯიხაში ხორციელდება მეგობართა კლუბის დამხარებით რეალურად წალენჯიხელი ახალგაზრდები საქმდებიან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ უკვე ახალგაზრდები ხედავენ, ბევრი რამ იცვლება და იცვლება დამოკიდებულება ხალხისადმი, იცვლება სტერეოტიპი „პოლიტიკოსის“, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტს არის მიჩერებული და არ ფიქრობს ინვესტიციების გარედან მოძიებას, მეტიც ის სახელმწიფოს არ უყურებს, როგორც საწველ ძროხას!  ვფიქრობ ხალხის ნიჰილიზმის 100 პროცენტიანი გაფანტვისთვის ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წელი არ არის საკმარისი დრო.

ახალგახრდობის დასაქმების ერთ-ერთ პროექტად განვიხილავთ ძველი კოლმეურნეობის სივრცეში დაგეგმილ - ესეც მამუკა ხაზაძის მხარდაჭერით ხორციელდება - პროექტს.  აქ იქნება დოიჯაშვილის სახ. მუსიკალური ცენტრი, ო.ეგაძის თეატრალური დასი, საზაფხულო ბანაკის სივრცე, აფხაზურ ლაზური კულინარიის აკადემია, პატარა სასტუმრო,  საცურაო აუზი,  კინოდარბაზი... ეს სივრცე უკვე დაპროექტებულია. ერთ ჰექტარ მიწაზე უკვე უნიკალური ხის ჯიშებია დარგული, ხოლო იმ აფხაზეთიდან დევნილი სამ ოჯახისთვის, რომლებიც 32 წელია ამ შენობაში ცხოვრობდენ, უკვე ნაყიდია კერძო სახლები. რეალურად ეს არის ახალგაზრდების გართობის და დასაქმების ცენტრი

 თქვენლელოსწარმოადგენთ მუნიციპალურ კოალიციურ მთავრობაში. ეს ფაქტი სულაც არ არის ლოკალური მნიშვნელობის და ქმნის იმის განცდას, რომ თქვენი პარტია კოალიციურ მთავრობაშიც დიდი ეფექტის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, სწორედ თქვენი წარმომადგენლობა იყო განმსაზღვრელი პირადაც მამუკა ხაზარაძის აქტიურობის, წალენჯიხასთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ მაინტერესებს, რამდენად პოზიტიურად აღიქვამს თქვენი პარტია თამარ ბელქანიას საქმიანობას და გეხმარებათ ცალკეული პრობლემების გადაწყვეტაში?

უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში სულ რაღაც 2020 წლიდან ვარ ვფიქრობ, რომ პარტიის ამხელა ნდობა გავამართლე.  შესაბამისია პარტიის, თავად მამუკა ხაზარაძის მხრიდან მხარდაჭერა. ეს ვფიქრობ მართლა სასწაულია წალენჯიხისათვის და უპრეცედენტოც. ამდენი ენერგია და რესურსი ჩადოს კაცმა, რომელიც არ არის ადგილობრივი და ერთი რაც წალენჯიხასთან აკავშირებდა ეს იყო 2016 წელს XXII ს მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ქტიტორ ლევან II დადიანის საფლავის სრული რესტავრაცია და 2020 წელს მაჟორიტარად თამარ ბელქაის წარდგენა მართლაც დასაფასებელია.

შესაძლოა, ტიპური პოლიტიკოსი არ ვარ თუმც ვფიქრობ, რომ პოლიტიკა არის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ხალხთან ერთად საქმის კეთება, ანუ ის, რაც წალენჯიხაში ხდება. მათთან დიალოგში შესვლის უნარი და ხალხისთვის ხილული, ხელშესახები სიკეთეების ერთად კეთება.

ვალენტინობა, დედის დღე, ქალთა დღე - გაზაფხული დატვირთულია ლამაზი დღესასწაულებითა და სიმ ასეთი ქალი უფრო საინტერესო და  სიმბოლური დღეებით. გილოცავთ თქვენც და აქვე გკითხავთ - როგორია თქვენი სურვილები, რას უკავშირდება ისინი და ზოგადად, რასაც უსურვებდით ყველა ქალს?

-მადლობა კეთილი სურვილებისათვის. ყველა ქალს ვუსურვებ სიყვარულს. საკუთარი თავის პოვნას, რეალიზებას საკუთარ შემოსავალს დამოუკიდებლობისათვის.  მხოლოდ ასეთ ქალს შეუძლია გახდეს ისეთი, როგორიც მას სურს რომ იყოს!

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

ესაუბრა მარიამ ხინიკაძე.

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა