სახელი, გვარი - გიორგი ლაფერაშვილი
დაბადების წელი - 1977
მედიასაშუალება - ფორმულა
პოზიცია - პოლიტიკური ტოკშოუების პროდიუსერი
მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - იბერვიზია, TBC_TV, „პირველი რადიო“, პირველი არხი, იბერია, იმედი, რუსთავი 2
თქვენი პირველი დღე მედიაში? - ტელეკომპანია იბერია, პროგრამა მონიტორი
თქვენი პირველი მასალა? - თბილისის მეტროპში რადიო ჩაირთო
არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - არის
რა არის საზოგადოების დაკვეთა? – „ნამდვილი“ ამბები
ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? – „ჩვეულებრივ“ ადამიანებს
რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - ბევრი დაგროვდა
რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? – 2008 წლის აგვისტო
რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - არ მახსენდება
რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - თუ ხვდები, რომ საკუთარ მაყურებელთან მართალი არ ხარ - უნდა წახვიდე
რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – პირველი და მართალი
ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - მკვლელი, თუ საკუთარ დანაშაულზე უნდა ვესაუბრო
რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - ასეთი არ მახსენდება.
მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი? – კარგი ჟურნალისტი რომელიც კარგ რესპონდენტს პოულობს
ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ძალიან ბევრი დაგროვდა სამწუხაროდ.
რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – გადაუხდელობის გამო ჩაჭრილი დენი აღვადგენინე სამუშაო საათების დასრულების შემდეგ
რაზე გწყდებათ გული? - რომ 16 წლის ასაკში სამშობლოში დაბრუნება გადავწვიტე.
რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – შეგნებულად ცრუს.
რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – „შევარდნაძის დრო“
რისი გეშინიათ? – სიმაღლის
„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – დაინგრა
რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი
როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - მძიმე
ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ძალიან ბევრია ასეთი
რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – არაპროფესიონალიზმი
რა აკლია ქართულ მედიას? – პროფესიონალიზმი
რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? –თავისუფალ დროს არცერთს.
რადიო, რომელსაც უსმენთ - საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი
გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - აღარ დარჩა.
რჩეული ონალინ გამოცემა - ქართულ სივრცეში ერთეულები.
რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? -ორი მიზეზი: პოლიტიკრუ ზეწოლა და იაფი ალტერნატივა სოც ქსელების სახით
რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – ზომაზე მეტი დოზით
რა გაღიზიანებთ? - არაპროფესიონალიზმი
რა გახარებთ? - წვიმა დასვენების დღეებში.
როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - კონკურენტული
რას არ პატიობთ კოლეგას? – „არ გამოდის“
კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - რა წერია კენედის ფაილებში
რას ნანობთ? - რაზეც გული მწყდება
რითი ხართ კმაყოფილი? - არ ვარ კმაყოფილი ხშირად.
რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – ვერ იქნება სამართლიანობა, თუ არ არის სიმართლე
იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - ვერა
რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - იმიტომ რომ მედიაწარმომადგენლები სოციუმში თვის როლს ვერ იაზრებენ
არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - მაგრამ ცოტა ზემოთ.
მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - გააჩნია მედიას.
რა არის მედიასტანდარტი? - საკმაოდ ვრცელი სიაა კონკრეტულ სიტუაციებს მორგებული.
რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - ჩაგვითრიეს ბრძოლაში, რომელშიც ყოფნა არ გვითხოვია.
შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - მითქვამს კიდეც პირადად მათთვის.
რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - მე არ მაქვს პრობლემა, ვინმემ რომ ჩემზე კრიტიკულად ისაუბროს.
ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - რაც უფრო ნაკლებ ადამიანს მოვიხსენიებთ ამ ფორმით, მით უფრო უკეთესი იქნება მედიისთვის.
რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - გააჩნია ვის გულისხმობთ. ადამიანებს, რომლებსაც მრავალი წელია პროფესიონალურად შეუძლიათ აკეთონ ერთი და იგივე საქმე და საკუთარ კონკურენტებთან ბრძოლიდან ყოველთვის მოგებულები გამოვიდნენ, თუ პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში შეუმდგარ ადამიანებს, რომლებმაც კრიტიკოსის როლი უფრო კარგად მოირგეს.
რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - აკადემიური ჟურნალისტიკა თითქმის ყოველთვის მოიტანს რეიტინგს.
რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? -ძალიან ბევრი რამ არის, რაც ჟურნალისტმა არ უნდა გააკეთო. თუნდაც ექსკლუზივისთვის.
რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? -არ მახსენდება ასეთი.
არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - აღარ.
რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - პროფესიონალი „ბადის გამკეთებლების“ ნაკლებობა
რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - გააჩნია რას ვეძახით ჟურნალისტიკას.
არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - ობიექტური ჟურნალისტიკა არის მითი, რომელიც კარგია რომ ყველგან დაიმსხვრა.
აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - გააჩნია ფორმატს.
უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - უნდა არსებობდეს მედია სკოლები.