კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა

ნახვები: 433 შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა

ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს - ჩვენი კანონმდებლობა ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს და ახლა, ბრიუსელმა კეთილი ინებოს და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს და ფარულ დაფინანსებას შეეშვას , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თავის დროზე, ბრიუსელმა ამ რეგულაციების მიღება გადადო, რადგან „ჩვენთან ჰქონდათ ანგარიში გასასწორებელი“.

„თავის დროზე, იყო საუბარი ამ რეგულაციების მიღებაზე, მაშინ გადადეს, ვინაიდან, ჯერ ჩვენთან ჰქონდათ ანგარიში გასასწორებელი. მაშინ გადადეს, რომ არ გამოჩენილიყო ზედმეტად აშკარად ის, რასაც საქართველოს საყვედურობდნენ, რომ, თითქოს ჩვენ არ გვქონდა გარე გავლენების გამჭვირვალობის მოთხოვნის უფლება.

დრომ გაიარა და ახლა ცდილობენ, რომ სხვანაირი შეფუთვით წარმოადგინონ, რომ თითქოს, რაიმე განსხვავებული არის მათი - ქართული მიდგომისგან. ეს, რა თქმა უნდა, ფარისევლობაა. ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს, ეს კი კარგი დასტურია ფარისევლობისა.

შეფუთვა უნდათ, რომ ეს არ ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, NGO-ებს. როგორ გეკადრებათ, ყველას ეხება, ვისაც ჩათვლიან, რომ ის ლობიზმით არის დაკავებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში ლობიზმით არ არის დაკავებული? კონგრესსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებში ჩვენებებს აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ და უცხოური დაფინანსებით ცდილობენ, რომ საქართველოს თავს სხვადასხვა რეგულაციები მოახვიონ. საქართველოში „ვეტინგის“ სისტემას ვინ უწევდა ლობიზმს და ვისი დაფინანსებით? NGO-ები, ბრიუსელის დაფინანსებით. ლამის, ქვეყანაში ადამიანი-ადამიანს წაკიდეს ბრიუსელის დაფინანსებით და პირდაპირ აამხედრეს ხელისუფლების, პარლამენტის წინააღმდეგ საკუთარი დაქირავებული NGO-ები. ლამის, პარლამენტის შენობა გადაწვეს „მოლოტოვის კოქტეილები“ და ახლა თავად მშვიდად, თავიანთი ინტერესების გასატარებლად ლობიზმის გამჭვირვალობას ითხოვენ.

ზუსტად, ჩვენი კანონმდებლობა ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს და ახლა, ბრიუსელმა კეთილი ინებოს და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს და ფარულ დაფინანსებას შეეშვას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა