Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov
ISW analyzes changes in Russia's nuclear doctrine

ლიკა ალელიშვილი

25.05.2023 ნახვები: 1280

სახელი, გვარი -  ლიკა ალელიშვილი

დაბადების წელი - 1990

მედიასაშუალება - ტელეკომპანია „რუსთავი 2“

პოზიცია - ჟურნალისტი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - საინფორმაციო სააგენტო „ჯიეიჩენი“, ტელეკომპანია მაესტრო, პირველი რადიო, ტელეკომპანია „ჯიდიესი“, ტელეკომპანია „იბერია“, საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

 

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? - ვიყავი ცოტა დაძაბული. პირველ გადაღებაზე აქციაზე წავედი.

 

თქვენი პირველი მასალა? - ერთ-ერთი საერთაშორისო ბეჭდური მედიის სტატია ქართულ ჯარზე.

 

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - სამწუხაროდ არა

 

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - ჩემი აზრით,  რომ მიუკერძოებლად გავაშუქოთ ყველა ამბავი.

 

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ვახტანგ კაპანაძეს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას (ჩემი მიმართულებიდან გამომდინარე)

 

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - როცა სირიის კონფლიქტი გავაშუქე, სააკაშვილის უკრაინაში დაკავება(სახურავზე გადაღებული ცნობილი კადრები) ასევე, ნიკოლ ფაშინიანთან ინტერვიუ, საფრანგეთის „ყვვითელჟილეტიანების“ მოძრაობის ლიდერთან ინტერვიუ.

 

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? – 2008 წლის აგვისტოს ომი

 

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - ყველა დღე მახარებს, როცა ნაყოფიერად მუშაობას შევძლებ.

 

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - კომპრომისზე მივდივარ, როცა ეს სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია

 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – რა თქმა უნდა, იყო მართალი (უპირველესად საკუთარ თავთან)

 

ვინ არის რესპოდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - ვოლოდიმირ ზელენსკი 2021 წლის ომის შემდეგ (იქამდე რამდენჯერმე მოვახერხე)

 

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - ამ კითხვას გადაჭრით ვერ უპასუხებს, თუ კრიტიკულ მედიაში ხარ, ძირითადად არ გპასუხობენ კითხვებზე

 

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპოდენტი? – ორივე

 

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ნებისმიერი „რუსეთუმე“

 

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – არასდროს სამსახურს გარეთ

 

რაზე გწყდებათ გული? - უფრო მეტი შემიძლია და ვერ ვაკეთებ

 

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – მიზანმიმართულ ტყუილს

 

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – იმედია, მომავალში იქნება

 

რისი გეშინიათ? – რომ ჩემს ახლობლებს ჩემზე ნერვიულობის გამო ჯანმრთელობა არ დაუზიანდეთ.

 

დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – დაინგრა, რადგან იმედით და პოზიტივით დავამთავრო (ბოლოს მოსმენილი უფრო ამახსოვრდება ადამმიანს)

 

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – სამწუხაროდ ნეგატივი

 

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - ვფიქრობ, მაღალი

 

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ბევრია, ამიტომ ჩამონათვალისგან თავს შევიკავებ

 

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – ნეგატივი, ცუდი ამბავი და ამ ცუდ ამბებზე აჟიტირება, პანიკა

 

რა აკლია ქართულ მედიას? – საქმის მშვიდად, პანიკის გარეშე კეთება, პროფესიონალიზმი

 

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – თითქმის ყველა ქართულ არხს. საერთაშორისო - ალ ჯაზირა, ბიბისის, vice-news

 

რადიო, რომელსაც უსმენთ -საზოგადოებრივი

 

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - სამწუხაროდ, გაზეთების კითხვას ვეღარ ვასწრებ

 

რჩეული ონალინ გამოცემა - რადიო თავისუფლება

 

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - მსოფლიოს ნებისმიერი ტელევიზია წაგებაზე მუშაობს, რაც ბიზნესისთვის არ არის დაინტერესების სფერო

 

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – ძალიან დიდი

 

რა გაღიზიანებთ? -  პანიკა

 

რა გახარებთ? - საქმის მშვიდად და ხარისხიანად კეთება

 

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -  ვფიქრობ, ჯერ ადამიანური ურთიერთობებია და შემდეგ სამსახური, ამიტომ არანაირი კონფლიქტი არ მაქვს, არც კონკურენტად აღვიქვამ კოლეგებს. უბრალოდ პატივს ვცემ ყველას არჩევანს და საქმეს

 

რას არ პატიობთ კოლეგას? – უზრდელობას, ასევე, თუ მე ცუდად შემეხება, ან საქმის გაფუჭებას მოინდომებს, შესაბამის პასუხს მიიღებს

 

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - ბევრია, ამიტომ არ დავკონკრეტდები

 

რას ნანობთ? - ბევრ რამეს

 

რითი ხართ კმაყოფილი? - ცხოვრებით და შესაძლებლობებით, რომელსაც ის გვაძლევს

 

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – ორივე (და კავშირშია ერთმანეთთან )

 

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - ძაალიან ხშირად ვერ

 

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - ჩვენ ვაძლევთ ამის საბაბს

 

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - ჩემი აზრით, არა

 

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? -ჟურნალისტიკა

 

რა არის მედიასტანდარტი? - ის ელემენტარული წესები, რასაც არ უნდა გადავუხვიოთ არცერთმა ჟურნალისტმა

 

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - ამაზე პასუხი უფრო მენეჯმენტს ექნება, რადგან ახალ თაობას ისინი ზრდიან

 

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - არა

 

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ბევრი არ გაურბის და ეს სამწუხაროა. მე გავურბივარ, რადგან ყველას ადამიანი თავად წყვეტს, როგორი უნდა იყოს, ეს ჩემი საქმე არ არის.

 

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - არ მაქვს პასუხი

 

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - არც ამაზე მაქვს პასუხი

 

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - აკადემიური ჟურნალისტიკა და მერე რეიტინგიც მოვა დროთა განმავლობაში

 

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - ადამიანობა არ უნდა დაკარგო

 

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - თუ კითხვა გაქვს, უნდა დასვა

 

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - კი

 

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - სარედაქციო პოლიტიკაა რომელსაც ჩვენ, ჟურნალისტები არ ვწყვეტთ

 

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირებულობა

 

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - მეტ-ნაკლებად არსებობს

 

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - მე მასწავლეს რომ თავი უნდა შევიკავო, რადგან მაყურებელს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდო და ჩემი შეხედულებები თავს არ მოვახვიო

 

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - კი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა