კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიუ-იორკის მერი „დემოკრატი“ ზოჰრან მამდანი გახდება, „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს ნიუ-ჯერსის და ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებშიც

ნახვები: 578 ნიუ-იორკის მერი „დემოკრატი“ ზოჰრან მამდანი გახდება, „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს ნიუ-ჯერსის და ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებშიც

CNN-ის პროგნოზით, ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის “დემოკრატმა“ ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა.

ტელეკომპანიის ცნობით, ის ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი იქნება.

მან არჩევენებში ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო დაამარცხა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს.

„დემოკრატებმა“ ნიუ-იორკის გარდა სამ რბოლაში გაიმარჯვეს.

CNN-ის პროგნოზით, აბიგაილ სპანბერგერი ვირჯინიის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება და კონტროლს რესპუბლიკელი გუბერნატორი გლენ იანგკინისგან გადაიბარებს, მიკი შერილი კი ტრამპის მოკავშირე ჯეკ ჩიატარელს დაამარცხებს და ნიუ-ჯერსის პირველი ქალი „დემოკრატი“ გუბერნატორი გახდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა