საგამოძიებო სამსახური - ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება - გამოცხადებული ტენდერი მისი უკანონო დავალებით შეწყდა და გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე
Firefight continues in Myrnohrad center — AFU
Russian army strikes Sumy region nearly 60 times in 24 hours, casualties reported
Air Defense Forces neutralize 135 of 165 Russian drones
Emergency power outages introduced in several regions – Ukrenergo
War update: 103 clashes on frontline over past day, 33 attacks repelled in Pokrovsk sector
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 820 over past day
ლინდსი გრემი - ვლოცულობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა გუნდმა ამ სახიფათო დროს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ვინ არის მოღალატე ნამახვანში?

07.10.2021 ნახვები: 1690

ენერგეტიკა დიდი პოლიტიკის ნაწილია, ყველაზე მძლავრი ბერკეტია მანიპულატორული პოლიტიკისათვის. ცხადია, მე არ ვარ ენერგეტიკის სპეციალისტი და თავს უფლებას ვერ მივცემ ნამახვანჰესთან დაკავშირებით რაიმე სახის პროფესიულ მსჯელობაში შევიდე, მაგრამ ამ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესების განვითარება მაფიქრებინებს, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის ნაწილია.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად იყო შესამჩნევი, რომ ეს არ იყო სპონატანური პროტესტი. პროტესტს ჰქონდა კარგად გაწერილი დრამატურგია მძაფრი მიზანსცენებით, თავისი რიტმი, დინამიკა და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან ეფქტურად შერჩეული მთავარი გმირები.

პირველი შთაბეჭდილებები კიდევ უფრო გამიმძაფრა უკანსკნელ პერიოდში გამოქვეყნებულმა საჯარო პუბლიკაციებმა, რომელთა უმრავლესობა სუს-ის კრებსების ინფორმაციაზეა დაფუძნებული.

საპატრიარქოს განსაკუთრებული როლი ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტში იმთავითვე უეჭველი იყო, ყოველგვარი კრებსების გარეშეც. სუს-იდან გამოსულმა ინფორმაციამ უბრალოდ ეს მხოლოდ დაადასტურა.

რა უნდოდა საქართველოს საპატრიარქოს და როგორი იყო მისი წვლილი ამ პოლიტიკურ აქციაში?

პირველი კითხვა - თუ საპატრიარქოს ინტერესი იყო საქართველოსათვის ეკოლოგიური საფრთხის თავიდან არიდება და ქართული მიწის გასხვისების შეჩერება, რატომ საპროტესტო აქციების დაწყებამდე არ დაინტერესდა ამ საკითხის გარკვევით? მით უფრო, რომ ის კარგად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული გოლეთეიანების ოჯახისგან იმ მომენტიდანვე, როდესაც რიონის ხეობის მოსახლეობის საკმაოდ სოლიდურმა ნაწილმა კომპანია ენკასათვის საკუთარი მიწების მიყიდვა დაიწო.

სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება საპატრიაქოს არც ენკასთან დადებულ ხელშეკრულებას დაუმალავდა და არც სხვა დოკუმენტაციას, რომელიც როგორც ახლა ირკვევა, საკმაო რაოდენობით ჰქონდა კომპანიას.

ძალიან საეჭვოდ ჩანს ის ფაქტი, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კომპანია ენკას მიერ წარომდგენილ არა ერთ საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნას მშენებლობის მოწინააღმდეეგებმა არ დაუპირისპირეს ასევე კვალიფიციური საექსპერტო დასკვნები, გაანგარიშებები და მხოლოდ ფოლკლორით შემოიფარგლენ. ყოველ შემთხვევაში, მათ საჯარო პუბლიკაციებსა და გამოსვლებში ეს არსად ჩანს.

ცხადია კითხვის ნიშნებს იწვევს ის ფაქტი, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე სპეციალისტები საკუთარ პოზიციებს ათანხმებენ საპატრიარქოს მაღალ იერარქებთან, რომელთაც არანაირი კომპეტენცია აღნიშნულ სფეროში არ აქვთ.

საინტერსოსა ის ფაქტიც, რომ საპატრიარქოს არ გასჩენია სურვილი მოესმინა ჰესისის მშენებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება და შეხვდროდა იმ სპეციალისტებს, რომელთაც ნამახვანის მშენებლობის რისკებთან დაკავშირებით უფრო არგუმენტირებული პასუხები ექნებოდათ. ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი საპატრიარქოში ჰესის მშენებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე ექსპერტებს შორის შეხვედრის მოწყობა და საკითხში უფრო ღრმად გარკვევა.

იმ პუბლიკაციებზე დაყრდნობით რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მქონდა, სადაც თავმოყრილი იყო კრებსების ინფომაცია ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებით, სრულიად ცხადად შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჰესის მშნებლობის მიზანშეწონილობის საკითხი ეკოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით ყველაზე ნაკლებ აინტერესებდათ პროტესტის მონაწილეებს.

პროტესტის დრამატურგია მთლიანად აწყობილი იყო ქართული მიწის გაყიდვის ემოციურ-პატრიოტულ მოტივებზე, სადაც ცხადად ჩანდა საპატრიარქოს ხელწერა (გარეჯის თემა).

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა გამოჟონილმა ინფორმაციამ, რომ საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი, რესპექტაბელური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სავარაუდოდ რუსულ სპეცსამსახურთან დაკავშირებული გაურკვეველი პერსონისაგან ელის მოსკოვიდან დოკუმენტაციის ჩამოტანას, რომლითაც ჰესის მშენებლობის დაუშვებლობა უნდა დაასაბუთონ.

სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ კი კერძო პირებმა, რიონის ხეობის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, შესაძლოა, საკუთარი მამა-პაპის მიწა სამუდამო საკუთრებაში გადასცეს უცხოურ კომპანიას და ეს არ ითვლება ქვეყნის ღალატად, რატომ ითვლება სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოტივით თუნდაც 99 წლით მის საკუთრებაში არსებული მიწის გადაცემა დანაშაულად?

ახლა, როდესაც ენკამ მიიღო გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, როდესაც სახელმწიფოს ელის ხანგრძლივი სასამართლო დავა არც თუ პერსპექტიული დასასრულით, დიდი მატერიალური და რეპუტაციული ზიანით, საკმაოდ ბუნდოვანი „ნათელი" მომავლით, ვინ ისარგებლა ამ ყველაფრით?

ქართული მიწა ისევ უცხოელების ხელშია და საეჭვოა, რომ კომპანიამ ის უკან დააბრუნოს, რადგან კერძო გარიგების ნაწილია. ვარლამ გოლეთიანისაგან ახალ დროების ზნეობრივი გმირი ვერ შედგა, თავად საპატრიარქო რეპუტაციულად კიდევ უფრო დაზიანდა ასეთ საეჭვო თამაშებში მონაწილეობის გამო. ცხადია, მხოლოდ რუსეთმა, რომელიც ენერგო ომს აწარმოებს ნახევარი მსოფლიოს წინააღმდეგ.

სწორედ ენერგეტიკაა ყველაზე მძლავრი ბერკეტი რუსეთის ხელში, რომლითაც ის თავის გეოპოლიტიკური ინტერესებს ახორციელებს. მარტო „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ცხადყოფს, რუსეთის მხრიდან ენრგეტიკული პროექტებით გეოპოლიტიკური მიზნების რეალიზაციის მასშტაბებს.

და კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გასცენ პასუხი საპატრიარქომ და პრემიერ-მინისტრმა, ვინც მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო - გაუძლებთ იმ ტვირთს, რომლითაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას კიდევ ერთი მძლავრი საყრდენი გამოაცალეთ?

ლელა, ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა