მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

ევროპის ენერგოკრიზისი, ბედოვლათი საქართველო და „შტეფცელის" მაძიებლები ფინანსთა სამინისტროში

19.10.2021 ნახვები: 672

ევროპაში ელექტროენერგია გაძვირდა ....

გერმანიაში 1 მეგავატ-საათი ენერგია 40 დან 93 ევრომდე გაიზარდა. ევრომაღალჩინოსნები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის და გაზის ტარიფების სუბსიდირებაზე დაფიქრდნენ.

---
ამ პირობებში საქართველოში რისკებს არავინ ითვლის და ბედოვლათობენ. თავი დავანებოთ იმას, რომ ქვეყანაში ე.წ. მწვანეებისთვის მისაღები ერთი ჰესიც არ არსებობს და „კი, თანახმა ვართ აშენდეს", მათთვის მხოლოდ სიტყვის მასალაა. არც ერთი გარემოსდამცველი ერთ ჰესსაც კი ვერ დაასახელებს, რომლის აშენებასაც გულმხურვალედ დაუჭერდა მხარს, ან არსებული პროექტის მცირე ჩასწორებას-კორექტირებას მოითხოვდა.

მესმის პოლიტიკურ ვნებებში ჩართულ მოსახლეობას ახლა ეკონომიკისთვის არ სცალია, თავად ფიქრობს რომ არ სცალია, თორემ ყოველ დღე გაძვირებული პროდუქცია განა მათ ჯიბეს არ ურტყამს. მაგრამ იმაზე ფიქრით არიან დაკავებულნი, რომ ვიღაც, სხვა გამოკვებავს მათ შვილებს და გაათბობს მათ მხცოვან მშობლებს.

საქართველოს ეკონომიკის მომავალი სხვა პრიზმაში უნდა დავინახოთ და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რომელი ხელისუფლება მართავს ქვეყანას - ამოცანა და პრობლემა ყველასთვის ერთი იქნება - საქართველოს სჭირდება ენერგორესურსები.

გაძვირებული ენერგომატარებელი, ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას იმავე ევროპაში და რა ხდება ამ დროს საქართველოში სხვადასხვა პროდუქციის იმპორტის კუთხით? იმპორტიორებს გაუძვირდებათ საქონელი და შესაბამისად ეს საქონელი მომხმარებლამდე უფრო ძვირ ფასში მივა.

რამდენად მსყიდველობითუნარიანი აღმოჩნდება გაძვირებული ეკონომიკის პირობებში ქართველი მომხმარებელი, რომელიც გუშინ გულმხურვალედ და პატრიოტულად გამოთქვამდა პროტესტს, თუნდაც იმავე ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის გასაჩერებლად?

ერთი მეტად საინტერესო დეტალი გაირკვა ბოლო პერიოდში - ხელისუფლებას არ აქვს ქართული ეკონომიკის განვითარების და რისკების შეფასების ერთიანი ხედვა. სხვას ვერაფერს დავარქმევთ ფინანსთა სამინისტროს დამოკიდებულებას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და თუნდაც იმავე ფინანსური და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით.

იმ პირობებში, როდესაც ზემოთმოყვანილი ვითარების გააზრებით თვალნათელია, რომ ეკონომიკის ზრდას ავტომატურად სჭირდება ენერგორესურსი, რომელიც დღითი დღე ძვირდება, ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჭარბი ელექტრონერეგია, რომელიც შესაძლოა, ქვეყანამ ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის აშენების შედეგად მიიღოს, ბიუჯეტს მიაყენებს ზიანს.

გასაგებია, რომ ფინანსთა სამინისტროში მხოლოდ ფულს ითვლიან, მაგრამ ალბათ იმას ფიქრობენ, შვიდი წლის შემდეგ სახელმწიფო არც ურბანული, არც ეკონომიკური და არც სოციალური თვალსაზრისით არ განვითარდება. ანუ, არ აშენდება არც ერთი ახალი საცხოვრებელი სახლი, არც ერთი თუნდაც, პურსაცხობი, ქარხანაზე და სხვა სამრეწველო ობიექტზე რომ არაფერ ვთქვათ და მოსახლეობის რაოდენობის ბუნებრივ ზრდაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

არ შემიძლია სარკაზმი არ გავურიო ამ ყველაფერს და არ ვიკითხო „კერძო თანამშრომლობის პროექტებიდან მომდინარე ფისკალური რისკების შეფასება" რუსენერგოში გააკეთეს, გაზპრომში თუ პირდაპირ ეფ-ეს-ბე-დან გადმოუგზავნეს სამინისტროს? ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ნათელია, რომ ფინანსთა სამინისტროს არც ეკონომიკის ზრდაზე აქვს წარმოდგენა, არც ექსპორტზე და შესაბამის სარგებელზეც.

მარტივი კითხვა მაქვს ფინანსთა სამინისტროსთან, პირადად მინისტრთან: - მითხარით, 7-10 წელიწადში რამდენით იქნება გაზრდილი ქვეყანაში ელენერგიის მოხმარება?

მეორე მარტივი კითხვა: - იმ პირობებში, როდესაც გერმანიაში1 მეგავატ-საათი ენერგია 40-დან 93 ევრომდე გაიზარდა, რამდენი იქნება ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოში 2028-2030 წლებში? გაქვთ ეს დათვლილი? და თუ არ გაქვთ, იქნებ დაითვალოთ და შეადაროთ მერე თქვენი აბსურდულ დოკუმენტს რისკებთან დაკავშირებით.

მესამე მარტივი კითხვა: - 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი დათვლილი გაქვთ? ეს ფული რა სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას და თითოეულ მოქალაქეს?

მეოთხე მარტივი კითხვა: - იციან ფინანსთა სამინისტროში, რომ ათეულობით მილიონი ლარი, მშენებლობის დაწყების პირველი წლიდან ქონების გადასახადის სახით შევა ადგილობრივ ბიუჯეტებში? თუ არ ემეტებათ ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის ეს თანხა?

მეხუთე მარტივი კითხვა: - იციან ფინანსთა სამინისტროში იმ სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შესახებ, რომელიც თან ახლავს ან გიგანტურ მშენებლობებს და რას ნიშნავს ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

მეექვსე მარტივი, უმარტივესი კითხვა: - ის მაინც თუ იცით ფინანსთა სამინისტროში, რომ მსოფლიოში ელექტრო ავტომობილების ბუმია და ეს ბუმი მალე საქართველოსაც მოედება - ეს ავტომობილები ელექტროენერგიით უნდა დაიმუხტოს. ახლა ცინიზმი - რომელ „შტეფსელში" შეიერთებთ საკუთარი ავტოების „ვილკებს" რისკების შემფასებელი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები და პირადად მინისტრი?

მარტივი კითხვების გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ახლა პრემიერ-მინისტრს უნდა მივმართო:
ბატონო პრემიერო, ახლა აკუმულატორებს არავინ მუხტავს, ცვლიან პირდაპირ - ეს მაინც, ცნობისთვის. შესაბამისად, თუ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში არსებულ ვითარებას გაანალიზებინებთ პირუთვნელ სპეციალისტებს, მიხვდებით - წინ მძიმე და ცუდი პერსპექტივა გვაქვს. შესაბამისად, არის საკითხები, რომელზეც მსჯელობა მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ შეიძლება, თუნდაც იმის გამო, რომ ხელისუფლებას ვარლამების ან „ნაკვები" მწვანეების ეშინია. შიში არასოდეს არის კარგი მრჩეველი. ან გამობრძანდით და განაცხადეთ, რომ არ გვჭირდება ჰესები და ქვეყანა მუდმივად რუსულ და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე უნდა იყოს დამოკიდებული, ან იმოქმედეთ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

ფინანსთა მინისტრი? გაუშვით სახლში! თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ იაზრებს და ფულს კიდევ ახლა, სამომავლო ზარალით ითვლის.

ავტორი: გეგა სილაგავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა