ექიმი - ჟურნალისტ გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა
ევროკავშირის ელჩი - ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ
პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული
ირაკლი კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს
ევროპარლამენტის უპრეცენდენტოდ მკაცრი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია

ნიკოლოზ რაჭველის აქტიური 2021 წელი პანდემიის ფონზე

31.12.2021 ნახვები: 810

რა მოლოდინები აქვს 2022 წელს, დარბაზის გარეშე მყოფ ყველაზე წარმატებული ორკესტრის ხელმძღვანელს?!

„2022 წელს მე კვლავ ველოდები სახელმწიფოს მხრიდან, რომ გაირკვევა თუ რას გვიპირებენ და სად იქნება ჩვენი სარეპეტიციო და საკონცერტო სივრცე“, - განუცხადა “NATION”- საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა.

 

ნიკოლოზ, 2021 წელი რომ შევაჯამოთ, რა სიახლეები იყო  და რამდენად მოახერხეთ პროფესიით თავის რეალიზება? 

მოიცადავფიქრდები... უცნაური წელი იყო.

კოვიდის დამსახურებით ალბათ.

დიახ. ამ წელს, ჩვენ დასაწყისშივე, მაშინ როდესაც ლოქდაუნი იყო და ყველა ღონისძიება გადადებული და გაუქმებული, მაინც ვიპოვეთ გამოსავალი. თეონა ჯორბენაძემ მოიფიქრა პროექტი მუსიკა შენს ფანჯრებთან და ვიკრიბებოდით სხვადასხვა შემადგენლობით მათ შორის მთელი ორკესტრიც კი. მივდიოდით შეკრულად დასახლებულ უბნებში და იქ ვუკრავდით კონცერტებს. ფანჯრებიდან და აივნებიდან ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ მოესმინათ ჩვენთვის.

ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა, არა?

იმიტომ, რომ სიკეთე იყო ამის უკან. რადგან საზოგადოებას არ ჰქონდა  სახლიდან გამოსვლის უფლება და კონცერტზე მოსვლის შესაძლებლობა აღარ ეძლეოდათ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ  ერთგულ მსმენელებთან თავად მივსულიყავით, ამით კი გამოგვეხატა ჩვენი სიყვარული. ძალიან თბილი და კარგი პროექტი გამოვიდა. შემდეგ ისევ გვქონდა პაუზა.

ბათუმშიც ხომ გქონდათ კონცერტები?

დიახ, რომ დათბა მერე ისევ მოგვეცა შესაძლებლობა კონცერტების ჩატარების. ბათუმში გვქონდა კონცერტები, მათ შორის გია ყანჩელი საიუბილეო საღამო, სადაც დიდი პაუზის შემდეგ კვლავ შევხვდით აუდიტორიას. მაგრამ ის საღამო აღმოჩნდა ბოლო, რადგან მეორე დღეს გაუქმდა ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა. შემოდგომის დასაწყისში მაინც ჩატარდა წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, სადაც ჩამოსულები იყვნენ ცნობილი დირიჟორები და სოლისტები და ჩვენი ორკესტრი იყო მიწვეული, როგორც ამ ფესტივალის ძირითადი შემოქმედებითი ძალა.

წელი როგორ შეაჯამეთ?

გადავწყვიტეთ, ისე არ გაგვეცილებინა 2021 წელი, რომ არ შევხვედროდით პუბლიკას. 27 დეკემბერს გვქონდა კონცერტი ოპერაში, 29 დეკემბერს - ფილარმონიაში. აი, ეს ორი კონცერტი იყო 2021 წლის ერთგვარი გაცილება. იმ იმედით, რომ მომავალ წელს კონცერტების ჩატარების გაცილებით მეტი საშუალება მოგვეცემა.

გამოდის, რომ პანდემიის მიუხედავად გასული წელი მაინც საკმაოდ აქტიური გამოდგა...

რამდენადაც შესაძლებელი იყო... ამ შემთხვევაში მე როგორც ორკესტრის  ხელმძღვანელს პასუხიმგებლობა მქონდა, ერთის მხრივ მინდოდა სულიერად, რომ ყოფილიყო ბევრი შემოქმედებითი პროცესი, მეორეს მხრივ ამას შიში სდევდა, რომ ამ შეკრებებით რომელიმე მუსიკოსის ჯანმრთელობას არ შექმნოდა პრობლემა. საბედნიეროდ აქამდე ისე მოვედით, რომ ყველაფერი რიგზეა.

რას ელოდები 2022 წლისგან?

2022 წელს მაქვს დაგეგმილი, ლიზა ბათიაშვილის და ჩემი ერთობლივი ალბომის „სითი ლაითის“ პრემიერა, რომელიც ჯერ საქართველოში გაიმართება, მაგრამ შემდგომ პრემიერები იწყება ბერლინიდან და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იქნება. ეს მოლოდინი გვაქვს და ვოცნებობთ, რომ პანდემიამ და მოახლოებულმა „ომიკრონის“ ტალღამ ეს გეგმები არ გადასწიოს. იმიტომ, რომ ალბომს, რომელსაც 2020 წლიდან უსმენს მსოფლიო, არ გაუმართლა ამ თვალსაზრისით.

ორკესტრის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი, დარწმუნებული ვარ უკვე დაგეგმილი გექნება ყველაფერი?

დიახ, ასეა. სეზონი გეგმა გაწერილი გვაქვს,  მინდა, რომ ორკესტრთან ერთად პუბლიკას წარვუდგინო ახალი თაობის კომპოზიტორები და შემსრულებლები. არიან ახალი თაობის ნიჭიერი წარმომადგენლები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივცეთ ორკესტრთან თანამშრომლობის გამოცდილება.

იმ პირობებში, როდესაც ორკესტრი წლებია დარბაზის გარეშეა, ახალგაზრდა კომპოზიტორების მხარდაჭერა ეს მეტად შესაშური საქმეა... და მაინც, რა ხდება დარბაზთან დაკავშირებით?

დიახ, ეს უმთავრესი პრობლემა და თემაა. 2022 წელს კვლავ ველოდები სახელმწიფოს მხრიდან, რომ გაირკვევა თუ რას გვიპირებენ და სად იქნება ჩვენი სარეპეტიციო და საკონცერტო სივრცე. იმიტომ რომ, ჯერჯერობით კვლავ დაპირებების ფაზაში ვართ, მაგრამ რაიმე კონკრეტული არ შემოუთავაზებიათ.

საუბრები არ მიდის ამ თემაზე?

საუბრები ბოლო 10-12 წლის განმავლობაში მიდის, მაგრამ საუბრებს ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვერ სცდება.

ახალ კულტურის მინისტრისგან არაფერი ისმის? ბოლო ბოლო ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს სიმფონიურ ორკესტრზე.

ახალი კულტურის მინისტრი გვპირდება, რომ ამ საკითხზე იმუშავებს ჩვენთან ერთად და ვნახოთ.

მადლობა ნიკოლოზ, წარმატებები შენ და სიმფონიურ ორკესტრს.  

 

NATION, ესაუბრა ზუკა ნემსაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა