გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

იქნებ საშველიც არაფერი აქვს ქართულ კულტურას და მეჩვენება, რომ ყველაფერი კარგად არ არის - ლაშა ჩხარტიშვილი

24.01.2022 ნახვები: 1625

 

თეატრის ცნობილი  კრიტიკოსი, რომელიც ქართულ თეატრს იშვიათად წყალობს, უკრაინული პროექტის მონაწილე გახლდათ, პროექტის ეგიდით საშუალება მიეცა უკეთ გაცნობდა ამერიკისა და ევროპის სათეატრო ცხოვრებას.

 "NATION"-თან ინტერვიუში თეატრის კრიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ჩვენ გვყავს უნივერსალური მსახიობები, მაგრამ ძალიან ცოტა. იგი მიიჩნევს, რომ ვენს და ევროპულ-ამერიკულ თეატრს შორის მენტალური განსხვავებაა ამ კუთხით და ეს მგონია ყველაზე დიდი პრობლემა. ჩვენ გვეშინია ცვლილებების, რადგან არ გვინდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, იქ კი მუდმივი ცვლილება ცხოვრების კრედოა, რაც სულ გაფხიზლებს და მზადყოფნაში გამყოფებს ხელოვანს ახალი გამოწვევის გასამკლავებლად.

 

ლაშა როგორც ვიცი კონკრეტული პროექტის ფარგლებში მოგიწია მოგზაურობამ ევროპასა და აშშ-ში. რას იტყვი პროექტზე, ამ  ვოიაჟზე? 

 ეს იყო უკრაინული პროექტი, რომელიც ამზადებს დოკუმენტურ ფილმს ვაქცინაციის პროცესზე მთელ მსოფლიოში. მე ამ პროექტში რედაქტორად ვიყავი ჩართული. მე ვიკვლევდი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ევროპასა და ამერიკაში, ვეცნობოდი სტატისტიკას, რეჟისორთან ერთად ვარჩევდით რესპონდენტებს და ვწერდი ტექსტს ფილმისთვის

ვინ იყო ჩართული ამ პროექტში საქართველოდან?

საქართველოდან ამ პროექტში ჩართული იყო ნინო-თარხან მოურავი, ლიზა ყენია და მე.

ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ მიღწევებისგან, რაც აქვს მსოფლიო ხელოვნებას. ჩამოსვლის კი არა წასვლის დღიდანვე მგონი ამ აზრზე ხარ, რატომ ლაშა?

ეს ძალიან რთული საკითხია და გლობალური პრობლემა. ჩვენ ძალიან მდიდარი სათეატრო ტრადიცია გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვავითარებთ ამ ტრადიციას და მოკალათებული ვართ კომფორტულად, განვითარებაზე ზრუნვა კი მუდმივად დისკომფორტის შექმნას ნიშნავს, რაც ჩვენ ნაკლებად გვახახისათებს. ჩვენ ვფლობთ უზარმაზარ ადამიანურ, ინტელექტუალურ რესურს და გული მწყდება რომ მას არ ვიყენებთ... ნიჭიერები ვართ და ნიჭს, რომ შრომა და განვითარებაზე ზრუნვა სჭირდება გვავიწყდება. შორს ვართ იმ თვალსაზრისითაც, რომ თეატრი მსოფლიოში ვითარდება და მუდმივად იბრძვის იმისთვის, რომ არ დაკარგოს აქტუალობა, იყოს მრავალფეროვანი, მიმზიდველი და საინტერესო თანამედროვე, XXI საუკუნის ადამიანისთვის, ამიტომაც ითვისებს ტექნიკურ პროგრესს და ეს პროგრესი პირველ ყოვლისა აისახება სპექტაკლებში, წარმოდგენებში. ეს ეხება როგორც მიუზიკლს, ასევე ოპერას, დრამატულ თეატრს. მათ შორის საშემსრულებლო ხელოვნებას და თავად არტისტებს. მსახიობები უნივერსალურები არიან, მათთვის გადაუჭრელი ფიზიკური ან მხატვრული გამოწვევა არ არსებობს.

რა აკლია ქართულ კულტურას და როგორ უნდა ვიმუშავოთ, რომ თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილისგან ოდესმე მაინც მოვისმინოთ, რომ ჩვენც გვყავს უნივერსალური მსახიობები? 

 ჩვენ გვყავს უნივერსალური მსახიობები, მაგრამ ძალიან ცოტა. იცით რამდენი ცნობილი ქართველი მსახიობისგან მომისმენია, რომ ცეკვა არ შეუძლია? რომ არ მღერის? რომ ფიზიკურად ფორმაში არ არის? ბროდვეიზე, ეპიზოდური როლის მსახიობიც კი სულ ფორმაშია, რადგან იქ კონკურენცია დიდია და ნებისმიერ მომენტში შესაძლოა მიიღოს შეთავაზება და ის უნდა იყოს მზად მნიშვნელოვანი როლისთვის. ჩვენთან, მსახიობები ინერციით მუშაობენ, ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ განვითარებაზე, თვლიან, რომ თუ ორი სამი წარმატებული როლი ითამაშეს ვარსკვლავები არიან და მათ უკვე დაიმსახურეს მუდმივად სცენაზე დგომა და თანაც მთავარ როლებში. ჩვენს და ევროპულ-ამერიკულ თეატრს შორის მენტალური განსხვავებაა ამ კუთხით და ეს მგონია ყველაზე დიდი პრობლემა. ჩვენ გვეშინია ცვლილებების, რადგან არ გვინდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, იქ კი მუდმივი ცვლილება ცხოვრების კრედოა, რაც სულ გაფხიზლებს და მზადყოფნაში გამყოფებს ხელოვანს ახალი გამოწვევის გასამკლავებლად.

 ლაშა იქნებ გვყავს, მაგრამ ჩვენი მწირი პროექტებიდან გამომდინარე არ ეძლევათ ნიჭის რეალიზების საშუალება?

 ეგ მოსაზრება, რომ ვინმეს ნიჭის გამოვლენის საშუალება არ ეძლევა არის ტყუილი და ძალიან ზედაპირული შეხედულება ამ გლობალურ პრობლემაზე. არ გეთანხმებით, ნიჭის გამოვლენის საშუალება ყველა ხელოვანს აქვს საქართველოში, ამისთვის უამრავი კონკურსი არსებობს და კონკურსებიც რომ არ იყოს და ვინმემ „დაგბლოკოს“ შენს ნიჭიერებას დღეს მარტივად სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებებით მიიტან აუდიტორიამდე. ზოგჯერ ჩვენს ნიჭიერებაზეც მცდარი შეხედულებები გვაქვს. აქ ხომ იცით, ყველა მშობელს თავისი შვილი უნიჭიერესი ჰგონია და ყველას მიაჩნია, რომ უკონკურენტოა. ეგეც მენტალური პრობლემაა, რამაც ფაქტობრივად დაგვღუპა.

გქონდათ თუ არა საუბრები ჩამოსვლის შემდეგ მინისტრთან?

არა, ჩამოსვლის შემდეგ მინისტრს არ შევხვედრილვარ

რა რჩევები დაგიგროვდათ, რომელსაც აუცილებლად მისცემთ მინისტრს, რეჟისორებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, თეატრმცოდნეებს, სამხატვრო ხელმძღვანელებს?

ჩემი რჩევა არავის სჭირდება, რადგან კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანებმა შესანიშნავად, ჩემზე უკეთ იციან რა აქვთ გამოსასწორებელი, გადასაფასებელი, განსავითარებელი. მთავარია, არსებობდეს ცვლილების სურვილი, რომელიც თვითმიზნური კი არ იქნება, არამედ განვითარებაზე ორიენტირებული.

და მაინც, ეშველება რამე ქართულ კულტურას?

ეშველება თუ ეს ჩვენ მოგვინდება, თუ არ მოვისურვეთ არც არაფერი არ ეშველება. ან იქნებ საშველიც არაფერი აქვს ქართულ კულტურას და მე მეჩვენება, რომ ყველაფერი კარგად არ არის.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა