სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ქართული პოლიტიკური ჯიუტობის ფასი

08.12.2020 ნახვები: 1240

ავტორი: თენგიზ აბლოთია

საქართველო - უკიდურესობების ქვეყანაა. ზომიერება, კომპრომისი, ოქროს შუალედის ძიება - ეს ქართველების არ არის.
გასაკვირი იქნებოდა, პოლიტიკაში რომ ყოფილიყო სხვანაირად. პოლიტიკოსებიც ხომ თავიანთი ერის შვილები არიან, თანაც მეტწილად, არც თუ საუკეთესოები.
საქართველოში კომპრომისის მიღწევა ყოველთვის რთული იყო და ყველაზე მეტად ამის გამო არა რომელიმე პარტიამ, არამედ ქვეყანამ წააგო.
2008-2009 წლებში, ოპოზიციის მასშტაბური და უწყვეტი გამოსვლებით შეწუხებულმა სააკაშვილის ადმინისტრაციამ თავის ოპონენტებს რამდენიმე შეთანხმება შესთავაზა, რომლის რეალიზების შემთხვევაში დღეს ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა წასული. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტი, ყველა სამინისტროში პირველი მოადგილეობა, და ა.შ.
გასაგებია, რომ ამ პირობების შესრულებს გარანტია არ არსებობდა, თანაც არავინ იცის, რამდენად ექნებოდათ ოპოზიციონერებს თავიანთ პოსტებზე რეალური მუშაობის საშუალება. ჩვენ ეს არ ვიცით, და აწი ვერასდროს გავიგებთ, რადგანაც მაშინ, სააკაშვილი სწრაფი გადაყენების მოლოდინში მყოფმა ოპოზიციამ ეს შემოთავაზებები არც კი განიხილა. შედეგად, ამით არავითარი სარგებელი არავის არ მიუღია.
ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად წააგო - ბალანსის და შემაკავებელი კონტროლის გარეშე დარჩენილი ნაცმოძრაობა რეალობას სწრაფად მოწყდა და გზა უფსკრულისკენ გაორმაგებული ტემპებით განაგრძო. ადეკვატურობის დაკარგვა მას ყველაზე ძვირად დაუჯდა.
უკომპრომისობით არაფერი მოუგია არც ოპოზიციას - ვერც მიშა გადააყენეს და ვერც ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმი მიიღეს, და საბოლოოდ იმდროინდელ ლიდერთა უმრავლესობას პოლიტიკიდან წასვლა მოუწიათ.
და რა თქმა უნდა ჯიუტობის და არაადეკვატურობის ჭიდილში ყველაზე მეტად ქვეყანამ წააგო - შექმნილ სიტუაციაში მან „შავი ჭირი" - ბიძინა ივანიშვილი - სახლში თავისი ხელით, დიდი ძალისხმევის ფასად, და წარმოუდგენელი ენთუზიაზმით შემოუშვა..
დღეს საქართველო ისევ იგივე ვითარების წინაშე დგას - დათმობა თუ ჯიუტობაში გარდამავალი პრინციპულობა? რა არის უფრო მნიშვნელოვანი - სახის შენარჩუნება და გაყალბებული არჩევნების არაღიარება თუ ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმების ამოგლეჯვა „წურბელა-ოლიგარქის" ხელიდან?
რა თქმა უნდა, ეს მარტივი საკითხი არაა და ორივე მიდგომას თავისი მყარი არგუმენტაცია აქვს.
პატივისცემას იმსახურებს ოპოზიციის მხრიდან უზურპატორის ერთიანი მიუღებლობა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია - მის ლოგიკაში იმას, ვისაც ფულით ვერ იყიდი, დიდი ფული იყიდი. პრეცენდენტი, როდესაც ის ვერავის ვერ ყიდულობს - მისთვის წარმოუდგენელი სტრესია.
უეჭველია, რომ პარლამენტში ბოლომდე არშესვლა ოპოზიციის მორალურ გამარჯვებას ნიშნავს. თუმცა, ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს წააგავს, რომელიც მუდმივად აგებს, მაგრამ თავს იმით იმართლებს, რომ „ჩვენ მეტი მომენტი გვქონდა".
გამარჯვებული არა მომენტების რაოდენობით, არამედ გატანილი გოლებით დგინდება. პოლიტიკაში მორალურ გამარჯვებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - ოპოზიციას შეუძლია ყველა არჩევნები მორალურად მოიგოს, მაგრამ მანამ, სანამ „ოცნება" არჩევნებს ფიზიკურად იგებს - შავი ჭირი ქვეყანას არ მოსცილდება.
ვირუსს, რომელიც დღეს ქვეყანას მოედო, მორალური გამარჯვება არ აინტერესებს - მას მხოლოდ ძალაუფულების შენარჩუნება ადარდებს, მორალი კი შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოთ.
„ქართული ოცნების" დამარცხება არ იქნება ერთჯერადი აქტი - არც არჩევნებით და არც რევოლუციით. ქოცების სახლში გაშვება იქნება გრძელი, ხანგძლივი პროცესი. არა ერთი დიდი გამარჯვება, არამედ პატარ-პატარა გამარჯვებების ერთობლიობა.
ამ ვითარებაში ნებისმიერი დათმობა, რომელსაც შეუძლია პერსპექტივაში „ქართული ოცნება" შეასუსტოს, პრინციპული მნიშვნელოვანია. დღეს არც ოპოზიციას და არც ქვეყანას მთლიანობაში 2008-2009 წლის შეცდომის გამეორების ფუფუნება არ გააჩნია.
თუ „ქართული ოცნება" წავა დათმობაზე ცესკო-ს ფორმირების საკითხში, დათმობს 1%-ბარიერს, წავა სხვა ერთი შეხედვით ტაქტიკურ, მაგრამ საბოლოო ჯამში უაღრესად მნიშვნელოვან დათმობაზე, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.
ჩვენ უკვე გვაქვს იმის გამოცდილება, რითი დასრულდა უკომპრომისობა 2009 წელს. ჩვენ ასევე შეგვიძლია მარტივად ვიწინაწსარმეტყველოთ რითი დასრულდება ის 2020-ში და მომდევნო წლებში.
პარლამენტი შეიკრიბება და მშვიდად, წყანარად იმუშავებს. საკუთარ არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით მას სინდისის ქეჯნა არ შეაწუხებს, ანდა საიდან აქვს შავ ჭირს სინდისი?
საბოლოოდ, „ოცნება" არ მიიღებს არც ერთ მის მიერ შემოთავაზებულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებას, 2024 წელს არჩევნები ჩატარდება 5%-ანი ბარიერით, ქოცები მიიღებენ 45%, ნაცები 30%-ს, დანარჩენები კი - 5%-ს მიღმა დარჩებიან. ამის წყალობით 45%-მიღებული „ქართული ოცნება" არჩევნებს ისევ, ამჯერად ყოველგვარი დარღვევების გარეშე, სრულაიდ კანონიერად, ყოველგვარი მაჟორიტარების გარეშე, მოიგებს.
ეს ასე იქნება, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ვერ მიხვდება, რომ ქვეყანას ვირუსი ჭირს, და მის მოსაშორებლად ჭკვიანი მოქმედებაა საჭირო და არა არაფრის მომცემი, ჯიუტობაში გარდამავალი პრინციპულობა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა