მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, მათ შორის ორი ქვეყანაა: უნგრეთი და სლოვაკეთი
ემანუელ მაკრონი - 26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში - აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
ჯორჯო არმანი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
ანუკი ჩრდილელი - თამთა მეგრელიშვილს აუცილებლად ვუჩივლებ, ჯანმრთელობის ცრუ მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება
გრიგოლ გეგელია - ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც ძალიან მაღალია

გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია!

04.09.2025 ნახვები: 586

"ქართულ პოლიტიკაში გამოსარიცხი და გასაკვირი არაფერია. არ იცი როდის გიღალატებს გვერდში მდგომი. პირადად მე, გახარიას  ქმედებას ღალატად მივიჩნევ"

არ მაინტერესებს ვიღაცის პოლიტიკური სტატუსი, მე მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეები რამდენად არიან მზად, დაიხსნან საქართველო ურდოს წარმომადგენლებისაგან

 

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს? რომ ვიტყვით რაღამ უნდა გაგვაკვირვოს, რამ უნდა გაგვაოცოს, სწორედ მაშინ უნდა მოიმოქმედებს „ოცნება“ ისეთს, რომ ფსკერს ხევს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოთარ ჩრდილელს და მის შვილს ვგულისხმობ.

- სიმართლე გითხრათ, ქოცებისგან არაფერია გასაკვირი. მე ადრეც ვთქვი, კიდევ კარგი, რომ ჩვენ ვერ მივყვებით მათ ლოგიკას. ეს კარგია, რადგან გამოდის, რომ ჩვენ მათსავით გარყვნილები არა ვართ.

რადგან თქვენ კონკრეტული კითხვა დასვით, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ჯანმრთელობის  მდგომარეობის აფიშირება არ არის სწორი. ეს ერთი და მეორე,…რაც ყველაზე მთავარია, ეს ინფორმაცია არ არის სწორი. შესაბამისად, ამ ადამიანის სტიგმატიზირება ხდება ახლა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა გააყოლონ. რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, არ მინდა კონკრეტიკაში შევიდე, თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, მე ოთარ ჩრდილელთან, მართლაც ადამიანური და მეგობრული ურთიერთობები მქონდა. მინდა გითხრათ, ფრიად გაკვირვებული ვარ იმით, რომ ეს პროცესი შვა ვიღაცამ და აქ მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას, მე ვსაუბრობ იმ უზნეობაზე, რომელიც ამ ბავშვის მიმართ აგორდა.

- და სად არის ამ დროს მამა? ვინმემ მისი პოზიცია მოისმინა?

- მე არ მგონია, რომ მისი საჯარო პასუხი სწორი იქნებოდა. მან ახლა საკუთარ გუნდში უნდა გაარკვიოს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს სიბინძურე გამოეფინა გარეთ. მე არ მჯერა იმ ადამიანების, ვინც საჯაროდ იმუქრებიან, მერე ისინი არაფერს არ აკეთებენ. კიდევ ვიმეორებ, პარტიული ინტერესები აქ არაფერ შუაშია, შვილების ინტერესების სადარაჯოზე დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, ვისი შვილია, არავის არ ჰქონდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არასწორი ინფორმაციის გავრცელების უფლება!

- გოჩა, საკმაოდ მძიმე კვირაა, მძიმე დღეები, ვნახეთ, რომ უკანონო დაკავებულ ბიჭებს არ უშვებენ, ყველა დატოვეს პატიმრობაში. გარდა ამისა, საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო წულუკიანის კომისიის დასკვნა. გამოცხადებული ღალატის ქრონიკები.

- მე ადრეც ვთქვი, მათ სისხლის გემო გაიგეს, მოსწონთ ეს გემო და  შესაბამისად, მათთვის, თითოეული ადამიანი, რომელსაც მიუსჯიან, ეს როგორც ვამპირისთვის, მათთვისაც გამოწოვილი სისხლია. ამით იკვებებიან და მაზოხისტურ სიამოვნებას იღებენ. არაფერი არ მიკვირს. უბრალოდ, ერთადერთი პარადოქსული მომენტია ეს, რომ დააკვირდით, თითქმის ყველასთან, ბრალი გადაკვალიფიცირებულია.  სამართლებრივად ასეა, თქვენ თუ რამეს მედავებით და იმ დანაშაულს ვერ მიმტკიცებთ, სხვა რაღაცეების „დამტკიცება“, ცდება ბრალში აღნიშნულ ქმედებას. აქედან გამომდინარე, ეს არის სარჩელს გაცდენა, ბრალს გაცდენა. ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც ასე პანტაპუნტით იცვლება კვალიფიკაცია და აღმოჩნდა, რომ არანაირი ჯგუფური დანაშაული და დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზება არ ყოფილა, ახლა დგანან და ათას სისულელეზე და თითიდან გამოწოვილ თემებს ეჭიდებიან. ყველა განაჩენი იქნება გადაკვალიფიცირებული და ეს უკვე განაჩენია ცრუ მოწმეებისათვის და სამართალდამცველთათვის, ვინც ამ ფარსში მონაწილეობდა. რაც შეეხება მეორე საკითხს, თქვენ წულუკიანის კომისია ახსენეთ.…

- რას ფიქრობთ წულუკიანის კომისიის დასკვნაზე?

- მე მგონია, რომ შეცდომაა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წულუკიანის კომისიაზე. არანაირი წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია. შესაბამისად, აქ თუ ჩვენ სწორ აქცენტებს არ დავსვამთ და არ ვიტყვით, რა რა არის, ამით რაღაცეებს ვაუბრალოებთ. აი, პარლამენტი მიიღებს დადგენილებას ამ კომისიის ანგარიშიდან გამომდინარე. არა, ბატონო! ამ შემთხვევაში, პარლამენტიც არავინ არ არის! ეს არის მექანიკური ბეჭედი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დასვამს იმ ქაღალდზე, რომელი ქაღალდიც თვითონ დაწერა! ამიტომ, ამ კომისიის წულუკიანის კომისიად მოხსენიება არის შეცდომა! ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ გასული წლის 29 აპრილს, ის რაღაც დიდი ყრილობა რომ ჩაატარეს, იქ თქვა, თავის გამოსვლაში, რომ ესენი უნდა გასამართლდნენ! ეს იყო სასამართლო, სადაც თვითონ იყო პირველი მოსამართლეც, ბოლო მოსამართლეც და ნოტარიუსიც! აქედან გამომდინარე, ეს წინასწარ დაანონსებული ქმედება იყო. ამიტომ ამას წულუკიანი უხელმძღვანელებდა თუ კოჭლამაზიშვილი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ნება და ბიძინა ამ თავის ნებას, რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს ეყრდნობა, „პირნათლად“ ასრულებს.

- რადგან პოლიტიკურ პროცესზე და პარლამენტზე ვსაუბრობთ, პარლამენტმა გახარიას პარტიის 12 წევრის უფლებამოსილება სცნო. ამას წინ უძღვოდა გახარიას განცხადებები. შევლენ პარლამენტში? ან გახარიას ქმედებებს როგორ აფასებთ?

- იცით რაშია საქმე? აი ამ ნაწილში ვერ ვიქნები ვერანაირად ობიექტური და გახარიას ქმედებას მე მივიჩნევ, როგორც სწორ მხარეს მდგომი საზოგადოებისთვის ზურგში ჩაცემულ მახვილს! გახარიამ, ჩვენ ყველას ზურგში დანა ჩაგვარტყა. იმ 12 პირს არ ვიცნობ, ვისი მანდატებიც სცნეს, არც მათი პოლიტიკური გემოვნების შესახებ ვიცი რამე. ცხადია, გადაწყვეტილება მიღებული აქვს გახარიას. არ აქვს მნიშვნელობა მან ეს  გადაწყვეტილება რატომ და რისთვის მიიღო. ცხადია, გახარია ამ გადამწყვეტ მომენტში, ამ პროცესის ლეგიტიმაციის თანამონაწილე ხდება! ეს კი ძალიან ცუდია! მოკლედ, ქართულ პოლიტიკაში გამოსარიცხი და გასაკვირი არაფერია. არ იცი როდის გიღალატებს გვერდში მდგომი. პირადად მე, მის ქმედებას მივიჩნევ ღალატად. ეს არის იმ ადამიანების ღალატი, ვისაც გუშინ და დღეს განაჩენები გამოუტანეს, ვისაც ხვალ გამოუტანენ, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს ღალატია!

- გოჩა, დაკიდებულია თარიღი, 4 ოქტომბერი, ეს სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს და რომელიც არანორმალურია, რით დასრულდება? შესწევს ოპოზიციას იმის ძალა, უნარი, ან რესურსი, ვითარება შემოაბრუნოს?

- იცით რაშია საქმე? ძალიან მარტივად თუ ვიტყვი, დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის, პერსონალურად გია ჭანტურია რომ ვთქვათ, გია ჭანტურიას პარტიაში იმდენი ქვეყნის გამყიდველი ჰყოლია, რომ მაშინ ამას ვერავინ წარმოვიდგენდით. ახლა უკვე ინფორმაციის ნაკადი მოედინება და ამ ქმედებების ხილული შეფასებებია შესაძლებელი, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები საკმაოდ არეულები არიან. ეს არეულობა, ერთი მხრივ, კარგიც არის, რადგან არცერთმა მათგანმა არ იცის, მეორე რას აკეთებს. შესაბამისად, ეს ქაოსური მდგომარეობა, გარკვეულ წესრიგსაც განაპირობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მობილიზებულები ვიყოთ და არ ვიყოთ არავის იმედზე.

ერთი კარგი ფრაზა თქვა ლევან ხაბეიშვილმა, ყველა პარტიას მოუკვდა თავიო! დიახ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და გადავარჩინოთ საქართველო. ახლა მე ნამდვილად არ მაინტერესებს ვიღაცის პოლიტიკური სტატუსი, მე მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეები რამდენად არიან მზად, დაიხსნან საქართველო ურდოს წარმომადგენლებისაგან. მეტი არაფერი არ მაინტერესებს! ყველას მოქალაქეობრივი ქმედებები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. დიახ, სექტემბერში გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეების სწორი არჩევანი. გამოჩნდება, რა უნდათ მათ! ნურავინ ფიქრობს, რომ ქუჩაში თუ ათასი კაცი დგას ახლა, ისინი რას გააკეთებენო. დიახ, გააკეთებენ. ქართველი ახალგაზრდები, გადასარევად გრძნობენ, სად არის მათი ადგილი!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა