პარლამენტთან კარვებს შლიან
ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?
თინა ბოკუჩავა - ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია
ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს
ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს და სკანდირებდნენ: „წადი“
მამუკა ხაზარაძე - მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას

მიხაილ როთი - მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს, ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები

09.11.2024 ნახვები: 469

მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები - ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას.

მისი თქმით, დელეგაციის წევრები საქართველოში იმყოფებიან, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში ნორმალურია.

როთის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს და ისინი უცხოური დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

„ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი მივეღეთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები და ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში არის ნორმალური. ეს არის არსი. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები. ჩვენ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ უთანხმოებაც არსებობს. მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები.

მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოკიდებულ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა“, - განაცხადა როთმა.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. როგორც როთმა აღნიშნა, უმეტეს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი.

როთის განცხადებით, ფართოდ გავრცელებული ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ მუქარამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს და წარმოქმნა სერიოზული შეშფოთება შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და „ეს დადგინდა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ და დამოუკიდებელი ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“.

„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას ამ სერიოზული ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასთან დაკავშირებით. თუ დამოუკიდებელ ქართულ გამოძიებას არ შეუძლია უზრუნველყოს, საერთაშორისო ორგანოებმა, როგორიცაა ევროპის კავშირი, ეუთო და ევროკავშირი, უნდა ჩაერთონ. ამ ბრალდებების დაზუსტების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად. თუკი ეს ბრალდებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვუწოდებთ ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ მათ წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებსა და ამომრჩევლების დაშინებაზე. დემოკრატიამ და ანგარიშვალდებულებამ ხელიხელჩაკიდებული უნდა იარონ და ისინი, ვინც ძირს უთხრიან ამ პრინციპებს შედეგების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. ვიცი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ასევე ჩვენთვის. მაგრამ ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ჩვენ მაგიდაზე ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ, რაც ხელთ გვაქვს. მტკიცედ ვუდგავართ ქართველ ხალხს გვერდით ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულებაში. თუმცა, თუკი ამჟამინდელი მთავრობა განაგრძობს ანტიევროპულ ტრაექტორიას, არ გააუქმებს კანონებს, როგორიცაა რუსული „აგენტების კანონი“ და გააგრძელებს ევროკავშირის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან“, - აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, საქართველოში გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის იმყოფებიან არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან.

„სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ და მთავრობამ არ მოისურვეს ჩვენი მიღება, ეს სამწუხაროა, რადგან დიალოგი მნიშვნელოვანია, თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შევიკრიბოთ, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი განსხვავებული აზრები. ეს არის ევროპის არსი, აი რატომ ვართ აქ“, - აღნიშნა როთმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა