ზელენსკი: ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს მისი დასუსტება სურს – დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა
სალომე ზურაბიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცა - პარტიების აკრძალვა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გააძლიერებს
დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში ადანაშაულებს და პროკურატურას პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება - ევროკომისიამ გამომსვლელთა სია გამოაქვეყნა
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day

მაუწყებლის მიერ ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას, დაწესებულების თანხმობა აუცილებელი იქნება

ნახვები: 481 მაუწყებლის მიერ ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას, დაწესებულების თანხმობა აუცილებელი იქნება

საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას, შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა აუცილებელი იქნება. გარდა ამისა, მაუწყებელი ვალდებული ხდება, ეთერში გადაცემამდე დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილას გადაღებული კადრი, სიტყვა ან ქმედება პირადი ცხოვრების ისეთი ელემენტების მატარებელი არ არის, რომ პირის წინასწარ თანხმობას საჭიროებდეს.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ახალი მუხლი ემატება, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება. კანონპროექტი “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების ერთობლივი ინიციატივაა.

პროექტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა დაუშვებელია.

კანონში ჩაიწერება, რომ მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ იგი საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე მიყენებულ ზიანს აღემატება.

კანონით დგინდება, რომ საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას აუცილებელი იქნება შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება იმ პირისგან არ იქნება სავალდებულო, რომელიც ჩაწერილ მასალაში შემთხვევით მოხვდა ან თუ მისი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ამავე პროექტით, სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის ან სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას შეიძლება გამჟღავნდეს.

მაუწყებელის კიდევ ერთი ვალდებულება ხდება, არ გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ან პირადი ტრაგედიის მქონე პირები, მათ შორის არც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოპოვებული მასალა, თუკი ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას იწვევს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სათანადო პირის თანხმობა არსებობს. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამის გადაღება და მასალის გავრცელება ოჯახის წევრის თანხმობით იქნება დასაშვები.

ამავე კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუშვებელია, უბედურების ქვეშ მყოფი ადამიანის იძულება მონაწილეობა მიიღოს გადაცემაში, თუკი ეს სხვაგვარად არ არის გამართლებული. ასევე, დაუშვებელი იქნება გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

“მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა“, - ეს არის კიდევ ერთი ნორმა, რომლის ჩაწერაც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა