ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია, შეზღუდვა ეხება საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც
Zelensky: Russia uses 1,100 drones, over 890 guided aerial bombs, and more than 50 missiles against Ukraine in one week
Eight people injured in Kharkiv region due to Russian shelling
Paratroopers stop advance of more than 20 Russian assault soldiers in north of Pokrovsk
War update: 173 engagements on frontline in past day, fighting most intense in Pokrovsk, Huliaipole sectors
ირანის პარლამენტის სპიკერი - აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი და აშშ-ის სამხედრო ბაზები „ლეგიტიმური სამიზნეები“ გახდებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 100-მდე დრონი, 890-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
სენატორი ლინდსი გრემი - პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები: „გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული“, ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ

პირადი ახირებების ქვეყანა

17.01.2021 ნახვები: 1106

როდესაც საუბარია პოლიტიკაზე და პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი ადამიანები რაღაც ღრმა შინაარსს ეძებენ - რაციონალურ ინტერესებს, პრაგმატულ გათვლას, ბოლოს და ბოლოს, შეთქმულებას, რომელიც ვიღაცის გეგმების რეალიზებას ისახავს მიზნად.

ეს ტენდენცია მთელს მსოფლიოში არსებობს, თუმცა, არსადაა ისეთი ძლიერი და ყოვლისმომცველი, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. არც არის გასაკვირი - რაც უფრო ჩამორჩენილი და გაუნათლებელია ქვეყანა, მით უფრო ღრმაა იმის რწმენა, რომ ყველაფრის და ყველას უკან იდუმალი, ყოვლისშემძლე ადამიანთა ჯგუფი დგას.

არის ამაში ერთგვარი პარადოქსი - პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში ძირითადად ერთუჯრედიანები და უტვინოები მიდიან, თუმცა უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ ამის მიუხედავად, მათ ყველას და ყველაფრის მართვა შეუძლიათ.
საქართველოში, როგორც ქვეყანაში, სადაც რაციონალური აზრი განსაკუთრებით დეფიციტშია, ეს მოვლენა კიდევ უფრო გამოკვეთილი და ყოვლისმომცველია.

ჩვენთან პოლიტიკაში ყოველთვის რაღაც ღრმა აზრს ეძებენ და ადამიანურ ფაქტორს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ. ეს მაშინ, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ადამიანური ფაქტორი პოსტსაბჭოთა საზომებითაც ძალიან დიდ როლს თამაშობს..

ალბათ ყველა უკვე მივეჩვიეთ ქართული პოლიტიკური პარტიების დაუმთავრებელ დაშლა-განაწევრების პროცესს, ცალკეული ადამიანების ერთი პარტიიდან მეორეში გასვლას და მათ მიერ ახალი პარტიების შექმნას,. ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ მათ რაიმე - თუნდაც მცირე წარმატების არავითარი შანსი არა აქვთ.

ახსნაც ტრადიციული და უცვლელია, 80-ანი წლების ბოლოდან - „ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, ოღონდ მისი მიღწევის სხვადასხვა გზები გვაქვს", „ჩვენ პარტია იმის გამო დავტოვეთ, რომ გარკვეული უთანხმოება გვაქვს რიგ მნიშვნელოვან საკითხებში".

80-90-ან წლებში ბევრს მართლად სჯეროდა, რომ აქ მართლაც ასეა, რომ პარტიების დაუმთავრებელი დაშლა-მოშლის პროცესი მართლაც იდეური შეხედულებებითაა გამოწვეული.
თუმცა წლების მანძილზე საბოლოოდ გაირკვა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, დაუმთავრებელი პარტიული კონფლიქტების მიზეზი არა მაღალფარდოვანი იდეური სხვაობაა, არამედ ადამიანური ფაქტორი და პირადი ამბიციებია.

განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკაში მთავარი მამოძრავებელი ძალა სახელმწიფო ინსტიტუტებია. ჩამორჩენილებში პოლიტიკას ახირება განსაზღვრავს.

სწორედ პირადი ახირებაა მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ხშირად რაციონალურ არგუმენტებზე მაღლა დგას.

მაგალითად - რა პოლიტიკური ან რაციონალური მიზეზებით შეიძლება აიხსნას ის, რომ პოლიტიკიდან თითქოს წასულმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების" თავჯდომარის პოსტზე თავის მომსახურე პერსონალის ყველაზე არაპოპულარული, ყველაზე ამაზრზენი, ყველა გულისამრევი პერსონაჟი - ირაკლი კობახიძე დატოვა?

შეიძლება ამას რაიმე რაციონალური, პრაგმატული ინტერესზე გათვლილი მოტივები მოუძებნო? ის ივანიშვილის ყურმოჭრილი მონაა? კი ბატონო, მაგრამ ბიძინა თავის ლაქიებში ერთგულების და უპრინციპოების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის. მათ შორის შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა, ნაკლებად ოდიოზური პიროვნების შერჩევა.

თუმცა, აირჩია კობახიძე. რეალურად ამას მხოლოდ ერთი მიზეზი გააჩნია - ივანიშვილის პირადი ახირება. „მე მომწონს კობახიძე, და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე - არ მაინტერესებს".

თავად ის ფაქტი, რომ ეს არარაობა მისი წარმოდგენით ღირსეული და ჭკვიანი პოლიტიკოსია, სერიოზულ პრობლემაზე მეტყველებს - ის ადამიანებში საერთოდ ვერ ერკვევა, შესაბამისად, მისი მენეჯმენტი სრულიად არაკომპეტენტურია.

ეს რომ მხოლოდ კობახიძეს ეხებოდეს - შემთხვევითობად ჩავთვლიდით, მაგრამ ბიძინას საკადრო პოლიტიკას პირად ახირებებთან კავშირის დამადასტურებელი მრავალი სხვა ფაქტი არსებობს.

ვინმეს შეუძლია მოუძბნოს რაციონალური და ცივ გონებაზე გათვლილი არგუმენტაცია თბილისის მერად დავით ნარმანიას დანიშვნას? ან პრეზიდენტად სრულიად უვარგისი, და ქოცებს შორისაც კი არაპოპულარული სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გამწესებას?
ოპოზიცია აცხადებდა, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ბიძინას დასჭირდა ქვეყნის რუსეთისთვის საბოლოოდ ჩაბარებისთვის, ქართველი ჯარისკაცების ჰააგის ტრიბუნალის გადაცემისთვის და ა.შ.
თუმცა, გასულმე წლებმა დაადასტურა, რომ სალომეს პრეზიდენტობას არავითარი ფუნქცია არ გააჩნია, და ქვეყნისთვის მისი თავზე მოხვევა მხოლოდ და მხოლოდ მისი უფროსის პირადი ახირება იყო.

„ქართული ოცნების" მთელი შიდა პოლიტიკა მის პირად ხუშტურებზეა აგებული - მიშას ჯინაზე, ნაცების ჯინაზე, ბოკერიას ჯინაზე, ამის ჯინაზე-იმის ჯინაზე.

საბოლოო ჯამში, ქვეყნის ჯინაზე გამოდის, რადგანაც ხელისუფლება ხშირად სრულიად მავნებლურ გადაწყვეტილებებს ვიღაცის ჯინაზე იღებს.

ეს გარემოება ქვეყნის ინსტიტუციურ სისუსტეზე მეტყველებს და ეს არა მხოლოდ ივანიშვილს ეხება. მის ხუშტურებს ქვეყნისთვის განსაკუთრებული ზიანი მხოლოდ იმიტომ მოაქვს, რომ ის 6 მლრდ. დოლარს ფლობს, ხელისუფლებას მთლიანად აკონტროლებს - დღესაც კი, სამთავრობო რუტინისგან დისტანცირების მიუხედავად.

იგივე სხვა პოლიტიკოსებსაც ეხება - და ეს ქვეყნის წინსვლისთვის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა - ქვეყანა, სადაც მნიშვნელოვანია არა სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ არც თუ საუკეთესო ადამიანების ახირებაა - შორს ვერ წავა.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა