მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

საქართველოს საგზაო რუკა „ვემზადოთ მშვიდობისთვის“ – CIIC დისკუსიას ხსნის

21.03.2022 ნახვები: 1037

საქართველოს სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი CIIC საექსპერტო საზოგადოებას, დაინტერესებულ პროფესიონალებს, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისა და სწორი პოზიციონირებისთვის, თავაზობს დისკუსიის გახსნას და სამსჯელოდ გამოაქვს  „საგზაო რუკა  - ვემზადოთ მშვიდობისთვის

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის მომზადებლ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:

ვემზადოთ მშვიდობისთვის - საგზაო რუკა საქართველოსთვის:

საქართველოს სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი CIIC საექსპერტო საზოგადოებას, დაინტერესებულ პროფესიონალებს ვთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელთა გარშემო დისკუსიის გახსნა, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება და ოპერატიული გადაწყვეტა მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისა და სწორი პოზიციონირებისთვის დღეს და უახლოეს მომავალში.

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ის გამორჩეული შესაძლებლობები, რომელიც მას დასავლეთისთვის მნიშვნელოვან, ღირებულ პარტნიორად მოიაზრებს და საქართველოს მშვიდობას მათი სტრატეგიული ინტერესის, დღის წესრიგის ნაწილად აქცევს. მათ შორის:

•          საქართველოზე გამავალი ნავთობ და გაზსადენების მზარდი როლი უახლოეს წლებში ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში - ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ ფონზე, როცა ევროპა ეძებს რუსეთისგან დამოუკიდებელ ენერგომომარაგების წყაროებს;

•          საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო, საზღვაო და საავტომობილო საკომუნკაციო კვანძები - მათი მნიშვნელობა იზრდება: რუსეთის დასანქცირების; ირანის სანქციების სავარაუდო შემსუბუქების; განხილვის პროცესში მყოფი, სომხეთ-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის; რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული ხედვების და პროექტების გაჩენის პარალელურად.

ამიტომაც, დასაწყებია მზადება, დასამუშავებელია სტრატეგიული ხედვები, გასაწევია შესაბამისი დიპლომატიური ძალისხმევა და გადასადგმელაი სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები:

·       ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოსამზადებლად;

·       ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში და ამ მიზნით მოაზრებულ კოლაიციებში საქართველოს მონაწილეობა უსაფრთხოების მაქსიმალურად რეალისტური გარანტიების მოძიების მიზნით;

·       მუდმივი დიალოგის/კომუნიკაციის რეჟიმის შენარჩუნება ჩვენს პარტნიორ-მეზობელ სახელმწიფოებთან.

·       ამ მიმართულებებით

 

თავდაცვა და უსაფრთხოება

ჰიბრიდული საფრთხეებთან ბრძოლაში მედეგობის გაზრდა:

•          ჰიბრიდული საფრთხეების იდენტიფიკაცია, პრევენცია, შეკავება - საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული ჰიბრიდული ომის „იარაღის“: პოლიტიკის, ეკონომიკის, საინფორმაციო სფეროებში რუსული გავლენის აგენტების იდენტიფიცირება-შეკავება, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი მექანიზმებით;

•          საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიების ქსელების იდენტიფიცირება და განეიტრალება სათანადო ნორმატიული აქტებით და აღმასრულებელი მექანიზმებით;

•          საქართველოს მოსახლეობის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური მდგრადობის გაზრდის მიზნით სათანადო საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება-რეალიზაცია;

•          საქართველოს საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობების დაძლევა-შემცირება საზოგადოების ერთიან სახელმწიფოებრივ მიზნებზე პროეცირების გზით;

•          საქართველოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ მოქმედი დივერსიული ჯგუფების იდენტიფიკაცია და მათ მიმართ სათანადო, ოპერატიული ღონისძიებების გატარება;

•          საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისი საემიგრაციო პოლიტიკის წარმოება;

•          სადაზვერვო ინფორმაციის კოორდინაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან შესაძლებელი დივერსიების, პროვოკაციების, სამოქალაქო დაპირისპირების კერების გაჩენის პრევენციის მიზნით;

•          საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი რისკების და საფრთეების ანალიზი (მათ შორის, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „ტერიტორიული პრეტენზიები“ საქართველოს მიმართ და ა.შ.);

•          ჩრდილო კავკასიასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთეების მუდმივი მონიტორინგი და მედეგობის მექანიზმების შემუშავება;

•          კიბერთავდაცვის გაძლიერება და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა პარტნიორებთან კოორდინაციით; მასკის „სტარლინკით“ საქართველოს გადაფარვის მიზნით მოლაპარაკებების წარმოება, რაც საქართველოს ალტერნატიულ, დაცულ, საკომუნიკაციო არხს მისცემს, მოვლენათა ნებისმიერი განვითრების შემთხვევაში.

თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა:

•          თავდაცვის ბიუჯეტის მატება, საჰაერო თავდაცვის სისტემების გამართვა-გაძლიერება; თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატებით უზრუნველყოფა (საინტერესოა, რა ეტაპზეა საქართველოს მთავრობის ინიციატივა ასეთი ტიპის აპარატების წარმოების თაობაზე?!); ტერიტორიული თავდაცვის გაძ₾იერების კუთხით - აქტიური რეზერვის გადამზადება; ავიაციისა და საზღვაო ფლოტის აღდგენისთვის მზადება.

•          სამოქალაქო თავდაცვის კუთხით - თავშესაფრების მოწესრიგება, დასახლებების დამაგრება თავშესაფრებზე, ქიმიური ან ბიოლოგიური შეტევის დროს მოსახლეობის მოქმედებების ინსტრუქტირება; სათანადო დამცავი საშუალებების მარაგების შევსება; სასურსათო, მედიკამენტოზური და პირველადი დამხარების მარაგების შევსება; სამედიცინო-ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა

 

ეკონომიკური კუთხით

•          უკრაინისა და რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით გამოწვეული რისკების ანალიზი; ალტერნატიული ბაზრების მოძიება; გადმორიცხვების შემცირებით გამოწვეული რისკების ანალიზი; მომწოდებული ქვეყნების შეფერხებით და მიწოდების ჯაჭვის დარღვევით ცალკეული პროდუქტების დეფიციტი და ფასების მატება; შესაბამისი პრევენციული/ჩანაცვლებითი ღონისძიებების გატარება და სისტემის მდგრადობის უზრუნველმყოფი პოლიტიკის-გეგმის შემუშავება; ბაზრების მეტი დივერსიფიცირება; საქართველოს ეკონომიკის რუსული საინვესტიციო საფრთხისგან დაცვა, რათა არ მოხდეს მისი გამოყენება ჰიბრიდული ომის მძლავრ ინსტრუმენტად.

•          ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით: ენერგადამოუკიდებლობის და ენერგომომწოდებლების დივერსიფიკაციის სტრატეგიის შემუშავება-იმპლემენტაცია.

•          „ტექნოლოგიური ერის“ ეკონომიკის ფორმირება

განათლების კუთხით

•          თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიური ერის მოთხოვნებთან ადაპტირებული განათლების სისტემის შექმნა;

•          მოსახლეობის მედია-განათლება;

•          პატრიოტული აღზრდა.

ინსტიტუციონალური კუთხით - ძალაუფლების გადანაწილების კონსტიტუციური მოდელის შემუშავება:

·       სასამართლო - თავისუფალი და სამართლიანი სასამრთლოს უზურნველსაყოფად;

·       საარჩევნო - დემოკრატიული საარჩვენო სისტემისთვის

·       თვითმმართველობა - რეალური თვითმმართველობისთვის, რაც გამორიცხავს ავტორიტარიზმს და ხელისუფლების უზურპაციას, სახელისუფლო შტოების და ვერტიკალის ძალთა ბალანსის გზით.

მოვიძიოთ ფართო სადისკუსიო ფორმატები და ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე. საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტი ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა და საერთო უსაფრთხოების ფარია.

სამოქალაქო ინოვაციებისა და ინიციატივების ცენტრი

ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა, დათა კიზირია, გიორგი მელაშვილი, გოჩა მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა