გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილი - „შავი ორშაბათი“ საქართველოში - „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს
პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად კი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს
XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
გიორგი ვაშაძე - შენ ვერასდროს მოახერხებ ქართველი ხალხის გაჩუმებას
გიგი უგულავა - ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს
ნიკა მელია - როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს?

რუსეთის ბლეფი - დაველოდოთ საფრონტო ქრონიკებს...

30.03.2022 ნახვები: 964

რუსეთ-უკრაინის ე.წ. მოლაპარაკებებს იმდენი წახნაგი აქვს, რომ შეუძლებელია მათი ერთ სიბრტყეში, ერთმნიშვნელოვნად განხილვა. ალბათ ამიტომაც არის აზრთა სხვადასხვაობა ისტანბულის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

წახნაგი პირველი: ამერიკა.

 

პრეზიდენტ ბაიდენს უძლიერესი გამოსვლა ჰქონდა ვარშავაში. ბოლო წინადადების გამო, მისი მოხსენება შესაძლოა შევიდეს ამერიკის პრეზიდენტთა ყველაზე შთამბეჭდავ მოხსენებათა სიაში. თუმცა, აქვს გარკვეული შანსიც, რომ ყველაზე სერიოზულ ფიასკოთა სიაშიც მოხვდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სენატ-კონგრესის უმრავლესობა მძაფრი კრიტიკით შეხვდა ამ ბოლო წინადადებას. ისინი აშკარად გაემიჯნენ თავიანთ ლიდერს.

აუცილებლად აღსანიშნავია ბაიდენის პრინციპულობა. მან უარი განაცხადა თავისი სიტყვების უკან წაღებაზე. ახსნაც ლოგიკური იყო: „პუტინი მაინც გააკეთებს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს“.

თუმცა, ამერიკა რუსეთი არ არის და ლიდერის აზრი აქ გადამწყვეტი არ გახლავთ. კრებითი თეთრი სახლი, რომელიც ომის დაწყებამდე თვლიდა, რომ კიევი 72 საათში დაეცემოდა; რომელმაც აგრესიულად არ იმუშავა ომის დაწყების პრევენციისათვის მკვეთრი პოლიტიკური სვლებით; და რომელიც დღესაც უარს ამბობს უკრაინის ცის დახურვაზე და უკრაინელებისათვის მძლავრი შეტევითი იარაღის მიცემაზე, განსაზღვრავს ამერიკის პოზიციას.

რა არის პრეზიდენტთან მათი განხეთქილების რეალური მიზეზი, ამას ზუსტად წლების შემდეგ გავიგებთ, ისევე როგორც წლების მერე შევიტყვეთ რეიგანის ჯანმრთელობის შესახებ.

თეთრი სახლი თვლის რომ ომი დიდხანს უნდა გაგრძელდეს; ბუნებრივად მიაჩნია ეს. მზად არის კოლოსალური ჰუმანიტარული და თავადაცვითი იარაღით დახმარებისათვის და იმედოვნებს, რომ უკრაინის .. ავღანიზაცია საბოლოოდ დაამხობს პუტინის რუსეთს და რუსულ დემოკრატიულ ძალებს მისცემს შანსს.

ეს პოზიცია ირიბად გამოხატა კიდეც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, როდესაც სკეპტიციზმი გამოთქვა რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

პრინციპში, სუფთა პრაგმატული სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ომის გაგრძელება მართლაც აუცილებელია, რადგან კონფლიქტის გაყინვა პუტინს გარკვეულ შანსს მისცემს სიტუაციის თანდათანობითი სტაბილიზაციისათვის.

 

წახნაგი მეორე: უკრაინა.

 

უკრაინას ძალიან გაუმართლა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის უჭკვიანესი მრჩეველი ჰყავს. ოლექსი არესტოვიჩი ბრწყინვალე ექსპერტია და დიდებულად თამაშობს პოლიტიკურ ჭადრაკს.

სუფთა ჰუმანიტარული თვალსაზრისით უკრაინა ვალდებულია, ყველა ძალისხმევა გამოიყენოს სამხედრო მოქმედებების შესაწყვეტად. მსხვერპლი ძალიან დიდია სამოქალაქო სექტორში და ბუნებრივია სამხედროებშიც.

თუმცა, როგორც არესტოვიჩმა მართებულად აღნიშნა, ამაზე მხოლოდ ომის შემდეგ ისაუბრებენ უკრაინელები.

ზელენსკი-არესტოვიჩის ტანდემი კარგად აცნობიერებს ომის გაგრძელების აუცილებლობას, მაგრამ ამავე დროს ცდილობს მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანას და გამუდმებით ამუნათებს ამერიკას და მოუწოდებს მეტი აქტიურობისაკენ. ეს ტაქტიკა ძალიან გონივრულია და კლასიკურ ამერიკულ ლოგისტიკაში ზუსტად ჯდება: - მოითხოვე მაქსიმუმი, რომ მიიღო მინიმუმი მაინც.

უკრაინელებს ისე მოხერხებულად აქვთ წამოყენებული თავიანთი პირობები, .. ნეიტრალიტეტის ჩათვლით, რომ მათზე დათანხმება პუტინისათვის ომის დე-ფაქტო წაგებას ნიშნავს.

მძლავრი გარანტორების მიერ უკრაინის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა ფაქტიურად ნიშნავს NATO-ზე უფრო მძლავრი სამხედრო ბლოკით ქვეყნის საზღვრების და მთლიანობის დაცვას.

უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე კომპრომისს ამ ეტაპზე ზელენსკი არ აანონსებს და .. რეფერენდუმის გამოყენებაზე საუბარი რეალურად აბსურდია, რადგან რა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომლიდანაც 4 მილიონი ადამიანი უკვე გაიქცა და 10 მილიონი საცხოვრებელი ადგილიდან გადაადგილდა.

თუ ამ ყველაფერს გავიაზრებთ, გასაგები გახდება რომ უკრაინისათვის ამ მოლაპარაკებებს სიმბოლური ხასიათი აქვს, ისევე როგორც რუსეთისათვის, რომელიც ჩვეული მზაკვრობით ცდილობს ყველა მეთოდის გამოყენებას ახალი ნაძირლობის ჩასადენად.

 

წახნაგი მესამე: რუსეთი.

 

პუტინი უკვე მიხვდა ამჟამინდელი სამხედრო ოპერაციების სრულ უაზრობას. ახლა ცდილობს ერთიანი ფრონტის ფორმირებას დონბასში და გაფანტული ძალების მაქსიმალურ კონცენტრაციას. პარალელურად იმედოვნებს, რომ საფრანგეთისა და ოვსიანიკოვას ტიპის ფსბ- აგენტურის მეშვეობით ანტირუსულ პროპაგანდას შეარბილებს.

ამ მიმართულებაზე სხვა რუსი ჟურნალისტებიც აქტიურად იმუშავებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათი მიზანია .. ორი რუსეთის თეორიის გავრცელება.

შესაბამისად, .. სამშვიდობო საუბრები რუსეთისათვის ამ ეტაპზე წმინდა წყლის ბლეფია და არავითარი პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია.

 

წახნაგი მეოთხე: ჩინეთი.

 

ჩინეთი ჯერჯერობით ჩუმადაა, მაგრამ აუცილებლად ეცდება რუსეთის მოწყვლადობის მაქსიმალურად დაზვერვას. თუკი მან ეს პროცესი გააქტიურა, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება ვიხილოთ.

 

წახნაგი მეხუთე: თურქეთი.

 

თურქეთი ჩინეთისაგან განსხვავებით უფრო აქტიურად ზვერავს რუსეთის მოწყვლადობას. ამისათვის მას ჰყავს ძალიან კარგი .. „პროქსი“ - აზერბაიჯანი. პარალელურად ძალიან აქტიურად ეხმარება სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას. ერდოანის უშუალო ჩარევამ გადაწყვიტა ისტამბულში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პრაქტიკულად გაგრძელებაც, რადგან რომ არა მისი შუამდგომლობა, დელეგაციები უკვე მზად იყვნენ დაეტოვებინათ მოლაპარაკების მაგიდა.

-----

რომ შევაჯამოთ, ჯერჯერობით სტატუს-ვო არ შეცვლილა. მომავალი კვირების ბედი ისევ ბრძოლის ველზე გადაწყდება.

უკრაინელებს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გააჩნიათ. ყველა დანარჩენი ვარიანტი მათი სახელმწიფოებრიობის ნელნელა, მაგრამ გარდაუვალ განადგურებას გამოიწვევს.

საბედნიეროდ, უკრაინას ისეთი ლიდერები ჰყავს, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ამ ფაქტს.

დაველოდოთ საფრონტო ქრონიკებს ...

 

ზურაბ გურული

ყველას ნახვა
ყველას ნახვა