No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება იქამდე, ვიდრე არ დავინახავთ ნიშნებს, რომ ინფლაციის მოლოდინები არის მოთოკილი​-კობა გვენეტაძე

ნახვები: 947 მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება იქამდე, ვიდრე არ დავინახავთ ნიშნებს, რომ ინფლაციის მოლოდინები არის მოთოკილი​-კობა გვენეტაძე

ინფლაციასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ გავლენა მოახდინა იმ ორმა შოკმა, რომელიც გვქონდა. პირველი, ეს იყო პანდემია, რომელსაც შემდეგ უკვე მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მიწოდების ფაქტორები იყო ის ძირითადი ფაქტორები, რომელმაც გამოიწვია ფასების გაზრდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, რადგან ეს არის გლობალური პრობლემა.

„რაც შეეხება რეაგირებას ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მონეტარული პოლიტიკა არის მოთხოვნის მხარეზე ზემოქმედების ელემენტი და მიწოდების მხარეს ზემოქმედების ელემენტი როგორც ასეთი, არ არსებობს მონეტარულ პოლიტიკაში, რადგანაც ის ფაქტორი, რომელიც ზრდის ინფლაციას არის ეგზოგენური, ანუ საგარეო. როდესაც მაგალითად, ნავთობის ფასები იზრდება, როდესაც საკვები პროდუქციის ფასები იზრდება, ის ავტომატურად გადაეცემა ქვეყნის შიგნით ეკონომიკას. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, რომ პანდემიის გამო ჩვენ გვქონდა ე.წ. დაგუბებული მოთხოვნა, რომელმაც იქონია გავლენა და აქედან გამომდინარე არის ის, რომ ზრდა პორტფელის ჯერჯერობით კვლავ მაღალია. თუმცა, ჩვენი გაცხადებული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ, რომ ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს. სწორედ ამისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრ დონეზე შენარჩუნდეს. ჩვენ ამავე დროს განვაცხადეთ, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება იქამდე, სანამ ჩვენ არ დავინახავთ იმის ნიშნებს, რომ ინფლაციის მოლოდინები არის მოთოკილი“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა