კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველომ პანდემიის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა - ეკატერინე ტიკარაძე

ნახვები: 360 საქართველომ პანდემიის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა - ეკატერინე ტიკარაძე

"თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია, ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად. ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, პერსონალის, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.

გარდა ამისა, მოხდა სრულიად ახალი მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მოწონებული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. თუმცა, მიღწევების მიუხედავად წინ საკმაოდ რთული გამოწვევებით დატვირთული გზაა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა ყოველწლიურად იმართება და მასში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის დელეგაცია, პარტნიორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და დარგის ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა